დღე XVIII
რატომღაც ბევრი ადამიანისათვის ზამთარში ვარჯიში ძალიან უაზროა, ზოგისთვის წარმოუდგენელი, ზოგისათვის დასაზარელი.
რეალურად კი ამინდს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ზოგს შეიძლება ზაფხულის მზიან დილას დაეზაროს პაპანაქებაში გამოსვლა, ზოგს ზამთრის თოვლიან ქუჩებში არ მოსწონდეს სიარული, მაგრამ ვარჯიშისთვის სულ ერთია.
მთავარია მონდომება.

ჩემთვისაც არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, ყოველ დილით მხვდება ოჯახის რომელიმე წევრი და მეკითხება:
– სად მიდიხარ?
-ვარჯიში მაქვს – ვპასუხობ მე.
– ასეთ ამინდში? – იკვირვებენ ისინი.
დიახ, ნებისმიერ ამინდში მივდივარ სავარჯიშოდ. რა აზრი აქვს მზე როგორ ანათებს? მე მაინც დარბაზში უნდა ვივარჯიშო და სულ არ მაწუხებს ის, რომ გარეთ მუხლამდე თოვლი დევს.
დღესაც ძალიან კარგად ვივარჯიშე და თიდანიდან გამოსულმა თოვლითაც ბევრი ვიმაიმუნე ♥
პ.ს ეცადეთ ვარჯიშისას თმა კარგად გქონდეთ შეკრული :)

დღე XIX
დღეს რიგ მიზეზთა გამო ვერ მოვახერხე ფუტნეს ცენტრში წასვლა, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცა სახლში ვივარჯიშე.
ვარჯიშის გაცდენა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს არ უნდა გავინძრე, პირიქით აუცილებლად უნდა გავაკეთო ყველაფერი ფორმის შესანარჩუნებლად.
სიმართლე თუ გინდათ, სახლში ვარჯიში ისეთი სახალისო და სასიამოვნო არაა, როგორც თიდანში.
დარბაზში საინტერესოა სხვების ყურება, საინტერესო ინფორმაციის მიმოცვლა, თუმცა თუ მაინც მოხდა ისე, რომ ვერ წახვედით ვარჯიშზე, ჩართეთ საყვარელი მუსიკა და სახლში გააკეთეთ ყველაფერი.

კარგია სტაბილურ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არეულობა ყველგან და ყოველთვის ჩნდება ხოლმე (შიგადაშიგ).
აღფრთოვანებული ვარ შენი შედეგებით. ეგეც რომ არა, განწობისთვისაც ძალიან მაგარია ვარჯიში და იმედია, თვალის ოპერაციის შემდგომ მეც შემოგიერთდები.
კი კი , კარგი იქნება ♥ თან ერთად ვარჯიში გაცილებით კარგია ♥
<3 კარგიიააა ვარჯიშიი
რა ყოჩაღი ხარ, მე ყოველთვის გაზაფხულისთვის ვდებ ხოლმე ვარჯიშის დაწყებას :)
ვარჯიშის შემდეგ ისეთი შეგრძნება გექნება, მერწმუნე სულ გაზაფხულად მოგეჩვენება ყველა დღე ♥
კი ვარჯიშის შემდეგ თავს ყოველთვის მსუბუქად და კარგად ვგრძნობ, მიყვარს ეგ შეგრძნება, რომ რაგაც მძიმისგან გავთავისუფლდი. მაგრამ მთავარი ხომ დაწყებაა და როცა მცივა არ მეხალისება ხოლმე არაფერი :D :D
მე ძირითადად სახლში ვვარჯიშობ, და ესეც სასიამოვნოა,როცა მეტი გზა არ გაქვს.