დღე X
იცით რა, როგორი დაღლილი, გამოუძინებელი ან გაზარმაცებულიც არ უნდა ვიყო ვარჯიშის მერე თავს ვგრძნობ მსუბუქად, ენერგიულად და, რაც მთავარია, ბედნიერად.
დღესაც დილით ტანი ძლივს ავითრიე საწოლიდან, არადა ვარჯიშის მერე დაოთხილი დავფეთიანობდი აქეთ იქით და დაღლაც კი არ მიგრძვნია.

წინა დღეს მგონი ძალიან სწრაფად ან ცოტა ძალდატანებითაც ვივარჯიშე, დღეს კი ფეხის ზოგიერთი კუნთი თავს ცუდად მახსენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად შევასრულე და საკუთარი თავით ამაყი გახლდით.
თიდანში უკვე სხვა ადამიანებიც გავიცანი, მათთან აზრების მიმოცვლა, შეგრძნებებზე და შედეგებზე საუბარი ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოც კია.
დღევანდელ ვარჯიშზე ქალბატონმა თინათინმა ფანტასტიური საჩუქარი გამიკეთა ♥ კინაღამ ჭერს ავარტყი თავი.

იცით შემიძლია გითხრათ რომ თუ თიდანში მეგობართან ერთად ივლით, ვფიქრობ, უფრო ნაკლებად დაგეზარებათ, მოტივაციაც მეტი გექნებათ (ნუ შედეგბთან ერთად, რა თქმა უნდა) და უფრო ხალისიანადაც იქნებით. ასე რომ დაირაზმეთ და ესტუმრეთ თიდანს, იქიდან ყველა ძალიან შეცვლილი და ლამაზი გამოდის ♥

დღე XI
როდესაც გარეთ თოვს, საწოლიდან ადგომა ძალიან მიძნელდება (მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი უზომოდ მიყვარს და თოვლიც არ მაწუხებს არანაირად), ძალიან უცნაურია ჩემი გაღვიძებსა და თოვლის მოსვლის ურთიერთობა.
როგორც იქნა, ავეხვეტე და წავედი ვარჯიშზე. რა თქმა უნდა, დღესაც ომახიანად და გემრიელად ვივარჯიშე.

ისე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველ ციკლს ადვილად ვაკეთებ, აი, მეორეზე კი სრული რაოდენობების გაკეთება მიძნელდება, მაგრამ ალბათ ეგეც მალე გაივლის.
დღევანდელი ვარჯიშზე მეგობარიც შემომიერთდა, ეს ერთი-ორად სასიამოვნო და სახლისო იყო.

დასასრულს ისევ გავზომეთ პარამეტრები და…
კიდევ მინუს 2 კილოგრამი და მე-11 დღის ბოლოს ჯამში 66 სანტიმეტრი გარშემოწერილობა მაქვს დაკლებული.
ფანტასტიკაა, სიტყვები არ მყოფნის, ჩემი ”გალიფეც” კი ელვისებურად იკლებს ზომაში, წვივები მიწვრილდება, წელის გარშემოწერილობა თითქმის საჭიროსთან ახლოს მიდის…
მოკლედ ჩემს აღტაცებას საზღვარი არ აქვს.

თუ თქვენ გინდათ სხეულის კორექცია ჯამრთელი მეთოდებით და ჯერ კიდევ მერყეობთ, გირჩევთ მიხვიდეთ თიდანში (კონსულტაციისათვის მაინც) და მიხვდებით, რომ ეს ყველაზე გენიალური ადგილია სასიამოვნო კლებისა და ჯამრთელი ცხოვრების წესისათვის ♥
მარიიიი როგორი გამხდარი ხაააარ :* ვაიმეე ძაან მაგარია, მეც მინდა ყოველდღე სიარულიიიი
მადლობა ♥
იარე მერე ♥ ძალიან მაგარია