მაშ ასე. დღეს I დღეა, როდესაც მე ფიტნეს ცენტრ “თიდანში” მივედი და დავიწყე ჩემი ერთ თვიანი სავარჯიშო ციკლი.

შესვლისთანავე ძალიან მყუდროდ ვიგრძენი თავი, დამხვდა სისტემა თიდანის ხელმძღვანელი და ავტორი, მეთოდისტი- თინათინ ალადაშვილი
პირველი ნაბიჯი იყო გასაუბრება, როდესაც ჩემი ჯამრთელობისა და ფიზიკური მომზადების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ქალბატონ თინას.

საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა. შემდეგ იყო ჩემი პარამეტრების გაგება იმისათვის, რომ შედეგი ყოველ ეტაპზე იყოს გაზომილი. ეს ეტაპები რამდენიმე ციკლისაგან შედგება.
მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყე ვარჯიში.
მინდა გითხრათ ვარჯიშები არ არის რთული, პირიქით, საკმაოდ ადვილია, მაგრამ ყოველი ვარჯიშის შემდეგ ხვდები, როგორ ამოძრავდა თითოეული კუნთი. ვიგრძენი როგორ გაცოცხლდა ჩემი სხეული.

დააახლოებით 8 თვეა ოდნავ არ გავქანებულვარ და დღევანდელი ვარჯიში ძალიან მესიამოვნა,
სრულებით არ მიგრძვნია დაღლა.
გარემო სასიამოვნო, ქალბატონ თინა ძალიან მშვიდი,
მიდგომა ინდივიდუალური (ზუსტად ჩემი კომპლექციისა და პრობლემური ზონების მიხედვით) – ფაქტიურად სამოთხეში მოვხვდი.
ვარჯიშის შემდეგ ასევე მივიღე ინფორმაცია თუ რისი ჭამა ღირს და რისი არა,
რას მივაქციო ყურადღება და როგორ ჯობია რომ გავანაწილო კვება დღის
განმავლობაში.

მინდა გითხრათ ეს ყველაფერი დღეიდან სისრულეში უნდა მოვიყვანო და
ვფიქრობ წინ ძალიან, ძალიან საინტერესო ერთი თვე მელის.
თიდანის ფილიალები გახლავთ თბილისის სხვადასხვა უბნებში – პეკინზე, ჭავჭავაძესა და ვაჟა ფშაველაზე.

უჰ გუშინდელი ვარჯიშის მერე დღეს ყველა კუნთს ვგზრნობ სხეულზე, ისეთებსაც კი რომელთა არსებობაზეც წარმოდგენა არ მქონდა. ასეთი შეგრძნებები ვარჯიშის მერე პირველად მაქვს <3.
ეხლა გავიგე რომ თიდანი ნუკრი და თიკას ახალი ცენტრი ყოფილა. მე პეკინზე დავდიოდო და მახსოვს პირველ თვეში 4 კილო დავიკელი, ყოველგვარი დიეტის გარეშე, მაგრამ რეგულარული ვარჯიშით! მარიამ წარმატებებს გისურვებ!
რა საშინელებაა. მეც იგივე დღეში ვარ. ორი დღის წინ ახალი ვარჯიშები გავაკეთე და რობოკოპივით დავდიოდი:) მარიამ მიხარია რომ ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, და კუნთები გტკივა! ეს კარგი ნიშანია, ესეიგი კარგად ივარჯიშე:)
Ana Vasil'evna კი ნამდვილად იმის ნიშანია რომ ყველა კუნთი ამოძრავდა <3
მადლობა : ) საინტერესოა როგორი შედეგები მექნება მე ^^ სერიოზული შემართებით ვა რ