იოგურტის პარფე შენი სილამაზის, ჯანმრთელობის, გახდომის და უბრალოდ გემრიელობის რეცეპტია! Parfait-ფრანგული სიტყვაა და ქართულად სრულყოფილს, სრულქმნილს ნიშნავს.
ეს კარაქის და პურის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც შეიძლება გემრიელია, მაგრამ შენი ჯანმრთელობისთვის ყოველთვის კარგი არ არის. ამავდროულად, ზედმეტი ცხიმები და ნაშხირწყლები შენს ფიგურაზე დადებითად არ აისახება.
მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ დამიჯერე არ ინანებ თუ იოგურტის პარფეს გაიმზადებ და კვირაში ორ-სამჯერ კარაქიან პურს ჩაანაცვლებ. შენი დღე კი ჯანმრთელად, ტკბილად და ლამაზად დაიწყება.
იოგურტის პარფე ვანილიანი დაბალცხიმიანი იოგურტით, ხილით – უმეტესწილად მარწყვით, სხვადასხვა სახის კენკრით, კივით, ბანანით და გრანოლათი მზადდება. გრანოლა შვრიის, შაქრის, ქოქოსის, ქიშმიშის მშრალი ნარევი გახლავთ. სასურველია ნაკლებცხიმიანი და ნაკლებშაქრიანი შემცველობის გრანოლა შეარჩიოთ.
რა დაგჭირდება?
- ვანილის იოგურტი ან ვანილის ფხვნილი
თ გაზავებული მაწონი
- კენკრეული – ან ხილი შენი გემოვნებით
- გრანოლა
დამატებით შეგიძლია გამოიყენო:
- თხილეული – ნუში, ნიგოზი, ფისტაჩო
- ტკბილეულობა – M&M-ი, გახეხილი ფილა შოკოლადი, თაფლი, ნუტელა, ჯემი
მაგრამ ფრთხილად – პორციებს ყურადღება მიაქციე!
ესთეტიკური მხარეც ძალზედ მნიშვნელოვანია. ალბათ შეამჩნიე, რომ იოგურტის პარფე გამჭირვალე ჭიქაში თავსდება და სასურველია ხილი, იოგურტი, გრანოლა და სხვა ნაწილები ფენა-ფენა მოათავსო . რა თქმა უნდა შეზღუდვები არ არსებობს, შეგიძლია ვანილის იოგურტი მარწყვისათით ჩაანაცვლო, ან გრანოლას ნაცვლად მიუსლი გამოიყენო.
ფანტაზია უსაზღვროა! გაიმზადე უგემრიელესი საუზმე და თან დაიკელი წონაში.
რაც მთავარია, შეიყვარე საკუთარი თავი და მოიწყვე დღესასწაული!
ჩაერთე:
- შენი შეკითხვები და ისტორიები გამოგზავნო ელექტრონულ ფოსტაზე – hello@pink.ge
- მოგვწერე სოციალურ ქსელებში – Facebook, Instagram
- დაემატე ჩვენს ჯგუფს და შეუერთდი საინტერესო დისკუსიებს – PINK CLUB
სტატიები “ჯანსაღი წონის” შესახებ:
- შეინარჩუნე წონა მარტივად
- ვარჯიში თუ ჯანსაღი კვება?
- “მინდა, სასწრაფოდ დავიკლო წონაში…”
- გემრიელი საუზმე წონაში კლებისთვის
- 10 მარტივი რჩევა კალორიების დასაწვავად
- კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია
- რამდენია 200 კალორია?
- როგორ ამოვიცნოთ კვებითი დარღვევები
- რას ნიშნავს სიმსუქნე?
- არასაკმარისი წონა – რისკები და გამომწვევი მიზეზები
- როგორ ავიწონოთ სწორად
ძალია მიყვარს მარწყვის იოგურტი :)
მე მგონი უფრო მოვიმატებ, აქ ისეთი გემრიელობებია :)))
ნიამ-ნიამ.. <3
და ვითომ ეს კარაქიან პურზე ნაკლებად ასუქებს? O.o
ძალიან გემრიელი კი იქნება
karakian purze bevrad sasrgebloa mtavari esaa