წყლის გარეშე ადამიანი ერთ კვირასაც ვერ გაძლებს. სხეულის მიერ წყლის მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნა 1700 მლ-ია – დაახლოებით, 2 ლიტრამდე ან 8 ჭიქა წყალი, როგორც ამას ხშირად გვირჩევენ დიეტოლოგები, კოსმეტოლოგები, ექიმები.
წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და შესაბამისად წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და რადგან ამასთანავე, ოფლის გამოყოფის გამო, იკარგება დიდი რაოდენობით ნატრიუმის მარილი, უმჯობესია სითხის ნაკლებობა მინერალური წყლით შევავსოთ.

ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე. ადამიანისთვის წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა, ვიდრე ქვანახშირი, ნავთობი, აირი, რკინა თუ ძვირფასი ქვები იმიტომ, რომ მას ვერაფრით შეცვლი.
თუ შენ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს მიიღებ, უფრო ენერგიული და ამტანი გახდები, გაგიმარტივდება წონის კონტროლი, რადგან კუჭნაწლავის მოქმედება გაგიუმჯობესდება.
ხშირად, როდესაც წასუსნავება მოგინდება, უბრალოდ წყლის დალევით შესაძლებელია მადის დაქვეითება. გაუწყლოვნების სიმპტომები ძალიან აშკარაა: დაღლილობა, მშრალი კანი, თავის ტკივილები, წელის და სახსრების ტკივილი.
წყლის რეგულარული მიღება საოცარ შედეგებს მოგცემს:
ტვინის მოქმედების კოორდინაციის გაუმჯობესება და ენერგიის მოზღვავება სახეზეა, სახის კანი გაცილებით სუფთა ხდება.

ჩვეულებრივი და მინერალურ წყლის მიღება რეკომენდებულია ხშირად და მცირე რაოდენობით.
სასურველია, საუზმემდე 2 ჭიქამდე წყლის დალევა. თუ მასში ლიმონის წვენს ჩააწურავ, ამით გაციების პროფილაქტიკასაც მოახდენ. გაყინული წყლის მიღება არ არის სასურველი, რადგან ცუდად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ცხელი წყლის მიღებაც არ არის რეკომენდებული, რადგან კბილის საფარს აზიანებს.
ოღონდ არ აგერიოს სითხის მიღება წყლის მიღებაში. ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, ხელოვნური სასმელები წყალს კი შეიცავენ, მაგრამ ასევე შედგებიან ქიმიური კომპონენტებისგან და ხელს უწყობენ გაუწყლოებას.
ქვემოთ მოყვანილი სქემა დაგეხმარება განსაზღვრო, რა რაოდენობის წყალია შენთვის რეკომენდებული დღის განმავლობაში მისაღებად.

გახსოვდეს გადაანაწილო ეს რაოდენობა დღის განმავლობაში მისაღებად და არ დალიო 2 ლიტრი წყალი ერთ ჯერზე. წყლის მიღების ასეთი რეჟიმი მალევე მოგცემს პოზიტიურ შედეგებს და თუ ამ რეჟიმს ცხოვრების წესად გაიხდი, წლების მომატებასთან ერთად შენი ორგანიზმი და კანი მადლობას გეტყვის, სილამაზე და ახალგაზრდული იერი დიდხანს გაგყვება და პოზიტიური ყურადღებაც არასოდეს მოგაკლდება.
თუ გავიწყდება წყლის დალევა ან მიღებულ რაოდენობას თვალყურს ვერ ადევნებ, შეგიძლია გადმოწერო ეს უფასო მობილური აპლიკაციები.
Android:
iOS:
- Watermania – Daily Drink
- Daily Water Free – Water Reminder and Counter
- Waterlogged – Drink More Water, Track Daily Water Intake, Get Hydration Remiders
- WaterTrakr Freemium – Daily Water Intake Tracker and Reminder
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2014 წლის 15 თებერვალს. განახლებულ სტატიას დაემატა ვიზუალური მასალა, ინფორმაცია მობილური აპლიკაციების შესახებ და განახლდა ფორმატირება.
ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა, მადლობა სალო :))
:* :D madloba
dzalian mnishvnelovani da gasatvaliswinebeli statiaa (y)
კარგი და საჭირო ინფორმაციაა! ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა სასმელი წყლის მიღება, :)
45 kg var da 3 litramde vsvav anu me dzaan vichyipebi ? :D
mec mase var zustad sheidzleba metsac vsvav
Ukve welze metia chemi ganuyreli megobari gaxda wyali :) da zalian zalian didi shedegicaaqvs ! Tumca ar vici wyali romelic tbilishi onkanidan modis ramdenad sasargebloa dasalevad.. Me botlisas vsvam . Onkanis albat ajibia yvela variantshi gadadugdes :)
dilit 1 chika (0.5 L.) vsvav shemdeg chitivit var :D
ჩემი გამოცდილებიდან დილით წყლის დალევა უზმოზე ძალიან კარგია, ორგანიზმს აფხიზლებს.
mec vityvi, rom am tvidan daviwye wylis daleva dilit da dRis ganmavlobaSic SeZlebisdagvarad da Zalian msubuqad da komfortulad vgrZnob tavs.
2 ლიტრა წყალს რა დალევს დღეში… :) მარა შიმშილს მიქრობს და კარგია <3
me 2 kviraze metia ukve 3 xan 3,500 litra wyals vsvam da ukve dametyo saxezec da mucelzec ro vikleb.rogorc vici tvehi sashualod 5dan 9 kilomde aklebinebs da shedegebic aqvt.axlobelma 6 tveshi 45 kilo daiklo.
au magaria
zalian sainteresoa