გამოგიტყდები და მწვანე ჩაი არ მიყვარს. რაღაცნაირი გემო აქვს, გემოს კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებს გავეცანი, ვეღარ წარმოვიდგენ სხვა სითხე როგორ უნდა ვსვა.
შენს წინაშეა მიზეზები, თუ რატომ უნდა დალიო მწვანე ჩაი (უფრო ხშირად):
- მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს;
- წვავს ცხიმს და გაძლევს საშუალებას ვარჯიში უფრო დიდ ხანს გააგრძელო;
- ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს;
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალ, კარგად დააკვირდი შენს წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვს, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალები;
- ამცირებს სტრესს და შენს ტვინს ენერგიასა და ძალას მატებს (თუ გაინტერესებს, რატომ, შეგიძლია იხილო ჩვენი სტატია ენერგიის ნატურალური წყაროების შესახებ);
- იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში;
- ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში;
- ანტიოქსიდანტ „კატეჩინის“ დახმარებით ახდენს კბილების ჩამოშლა-ჩამოფშვნის პრევენციას და კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;
- ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;
- აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;
- წყალზე უკეთ ებრძვის დეჰიდრატაციას;
- კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.
ყურადღებით!!
გადაჭარბებული არაფერი ვარგა. მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით (დღეში 5+ ჭიქა) მიღება უკვე აღარ არის სასარგებლო და უსაფრთხო იმის გამო, რომ ის კოფეინს შეიცავს. გვერდით ჩვენებებში შესაძლოა დაფიქსირდეს: თავის ტკივილი, ნერვიულობა, უძილობა, დიარეა, ადვილად გაღიზიანებადობა, კანკალი, ყურებში გუგუნი, დაბნეულობა და ა.შ.
ის რეაქციაში შედის გარკვეულ მედიკამენტებთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს:
ორსულობისას და ბავშვის ძუძუთი გამოკვებისას, ანემიისას, ქრონიკული გაღიზიანებისას, მოუწესრიგებელი სისხლდენისას (შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს), დიაბეტისას (ამ დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი), გლაუკომისას (ზრდის თვალშიგა წნევას);
მაგრამ ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებს; უბრალოდ გახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვა!
ძალიან მიყვარს მწვანე ჩაი.. გასაკუთრებით ჟასმინით <3 <3 ფანტასტიურია <3
^^
mec miyvars jasminit
მე საუკუნე სხვა ჩაის აღარც ვსვამ,დიზბაქტერიოზი მაქვს და პროფესორმა მირჩია,ოღონდ უშაქროდ უნდა სვათ
ყოველდღე 2-3 ჭიქას ვსვამ,ოღონდ უშაქროს და თუ არ ვცდები კალორიებსაც წვავს ცოტას.ძალიან კარგია
შავზეც დაწერეთ რა , მე უმეტესად შავ ჩაის ვსვავ და მაინტერესებს დადებითი თვისებებები, მადლობა წინასწარ :)
ერთი წლის წინ ამ დროს რომ გეკითხა შენ მწვანე ჩაის გარეშე ვერ იცხოვრებო ძალიან გამეცინებოდა :D ეხლა კი ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ჩაის გარეშე :)
“მწვანე ჩაის დღესასწაული აქვთ იაპონელებს და დღეში 100 სტუმარი რომ ესტუმროთ, ყველასთვის სათითაოდ სპეციალურ ჩაის საჭყლეტში ჭყლიტავენ მწვანე ჩაის ფოთლებს და ისე უკეთებენო”. ეს ამბავი მომიყვა დედაჩემმა 5 წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მწვანე ჩაის უარყოფით თვისებებზე არ უთქვამს არაფერი ( თურმე, რომ თავბრუსხვევას იწვევს და წნევა ვარდება თუ მაღლდება :D ) დედაჩემი ჩაის ტექნოლოგია და მაშინ ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა. ერთ დღეს, თავისთან სამსახურში რომ წამიყვანა (ხშირად დავყავდი ხოლმე) მწვანე ჩაის ფოთლები დავჭყლიტე და ჩავყარე სპეციალურ ფინჯნებში, რომლითაც ატარებდნენ ჩაის დეგუსტაციას ხარისხების მიხედვით. ( ანუ იაპონურად გავუმასპინძლდი მთელს ჩაის ფაბრიკას ჩემი ჭკუით) ლაბორატორიის თანამშრომლებმა სათითაოდ გასინჯეს I დან X ხარისხამდე ეს ჩემი დაჭყლეტილი მწვანე ჩაის ფოთლები და ერთხმად დაასკვნეს, რომ ჩაის გამოშრობა აკლია :D :D :D მაგრამ ცოტა ხანში დედაჩემიდან დაწყებული ყველა ფაბრიკის თანამშრომელი გახდა შეუძლოდ, ზოგს გული აუჩქარდა, ზოგი ციტრამონს დაეძებდა თავის ტკივილისთვის, ზოგს წნევამ აუწია, ზოგს რა ვიცი…. მოკლედ და ვერავინ ვერ გაიგო რა ჭირდათ. იმ დღის მერე ჩაის დალევის მეშინოდა :D :D რამდენიმე წლის მერე ეს ამბავი ისევ იმ ლაბორანტების კოლექტივში მოვყევი და ყველას გაახსენდა ეგ ავად სახსენებელი დღე და მე კიდე ძლივს გადავრჩი ჩაქოლვას. მაგრამ მწვანე ჩაიზე კვლევა ჩავატარე მერე და არმოჩნდა რომ მართლაცც უძლიერესი საშუალებაა ყველაფრისთვის ოღონდ ზომიერების ფარგლებში :)
rame probllemas sheuq,nis mwvane chai zuzuti kvebis dros bavshvs? gtxovt mipasuxot
რატომ ქვია მწვანე ჩაის ჩაი უფრო თევზის წყალია :( არადა გურიელის ჩაი ვიყიდე და არამგონია უხარისხო იყოს
Sad shevizini mwvane chai ,vyidulob xolme mwvane xhais liptonis AR momwobs
nebismie aftiaqshi
sad vikido tu saidumlo araa?mec minda davlio xolmeeeeee
sad viyidoo?
წნევა მაქვს ძალიან დაბალი.80 ან 70 . კი მინდა მწვანე ჩაიზე გადასვლა,მაგრამ ეგრევე გინების დაკარგვამდე მივდივარ იმდენად მიგდებს წნევას.
Mwvane chait tu mogikliat wonashi vinmes.
me vsvam da jerjerobit velodebi shedegs