საშობაო და საახალწლო სუფრა ალბათ შენთვისაც გოზინაყთან, ჩურჩხელასთან, საცივთან და სხვა ტრადიციულ გემრიელობებთან ასოცირდება. ალბათ ის საშობაო ფილმებიც მოგწონს, ჰოლივუდში რომ იღებენ, უზარმაზარი ნაძვის ხეებით, სანტა-კლაუსით, გემრიელი და ლამაზი საშობაო ხრამუნა ნამცხვრებით, ანუ cookie-ებით. რა ლამაზი და ალბათ, რთული გასაკეთებელი ჩანს, ხომ?
არადა სინამდვილეში იოლია, მხოლოდ ფანტაზია, მარჯვე ხელები, ძალიან მარტივი რეცეპტი და რამდენიმე სპეციალური, საშობაო ფიგურების გამოსაჭრელი ფორმა გჭირდება, რომელიც სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლია შეიძინო.
მაგალითად, შეგიძლია გამოიწერო ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი სხვადასხვა ფორმის და ზომის გამომცხვარი ფიფქების და ვარსკვლავების გამოსაჭრელი ფორმები, რომელსაც მოწყვეტ და შეახრამუნებ. ნაძვის ხე არა მარტო ლამაზი, გემრიელიც უნდა იყოს. რატომაც არა?!
ალბათ როგორ გაუხარდებათ ბავშვებს მაგიდაზე სანტას მარხილში შებმული წითელცხვირა რუდოლფის დანახვა, რომელმაც საჩუქრები უნდა მოგვიტანოს.
ასევე, შემიძლია შემოგთავაზო ჯანჯაფილის კაცუნების, ანგელოზების, საშობაო ზანზალაკების გამოსაჭრელი ფორმები.
როგორ გამოვაცხოთ საშობაო ხრამუნა ნამცხვრები?
გთავაზობ ჩვენი ავტორის, Mariam Blanc-ის საკმაოდ იოლ და გემრიელ რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები
- 2 კვერცხი
- 2 ჩ.ჭ. შაქარი
- 250 გრამი მარგარინი (რბილი)
- 1/2 ჭიქა რძე
- ვანილი, სოდა+ძმარი , შეიძლება ცოტა დარიჩინიც
- და 3-4 ჭიქა ფქვილი (თუ არ ეყო, შეგიძლია კიდევ დაამატო)

იმისათვის, რომ უკვე გამომცხვარი პეჩენიების გაფორმებაზე ბევრი არ იწვალო, შეუკვეთე ეს საკვების მოსახატად შექმნილი ფლომასტერები.
გემრიელ შობა-ახალ წელს გისურვებ.
სულ მაინტერესებდა ამ ნახატებს როგორ აკეთებენთქო და ვუალა! თურმე სპეციალური ფლომასტერები ყოფილა
არ ვჭამ მე, მაგრამ ჩემებს გავუკეთებ :)
soda dzmari da vanili ramdeni unda