იდეალური სამყარო რომ არსებობდეს, ალბათ ყველა რეგულარულად ივარჯიშებდა და სწორ და ჯანმრთელ საკვებს მიირთმევდა.
თუმცა, ეს დღევანდელ დაძაბულ და საქმიან სამყაროში თითქმის შეუძლებელია.
საინტერესოა, გავარკვიოთ, წონაში კლებისთვის და სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად რა უფრო მნიშვნელოვანია – სწორი კვება თუ ვარჯიში?
თუ შენი მიზანია წონაში დაკლება:
კვების რეჟიმის დაცვა მოგიწევს!
მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გზა გახდომისკენ კალორიების შემცირებაზე გადის. ბევრად უფრო ადვილია 500 კალორია მოაკლო შენს დღიურ რაციონს, ვიდრე რამდენიმე საათი ფიტნეს ცენტრში ივარჯიშო და 500 კალორია დაწვა.
ასევე, ვარჯიშიც და კვებაც აუცილებელია არა მხოლოდ წონაში დასაკლებად, არამედ მის შესანარჩუნებლად.
თუ შენი მიზანია უფრო ენერგიული იყო:
უნდა ივარჯიშო!
ვარჯიშს კუნთები ტონუსში მოჰყავს, სიმხნევე და ამტანობა იმატებს, კუნთები ვითარდება და ამას საბოოლოდ მივყავართ სასურველ შედეგამდე – ვართ უფრო ენერგიულები და აქტიურები.
თუ შენი მიზანია გულის დაავადებების რისკის შემცირება:
მაშინ კვებას უნდა მიაქციო ყურადღება!
ჯანსაღად კვება ნიშნავს იკვებო მრავალფეროვნად, მიიღო ყველა საჭირო ნივთიერება, ვიტამინი და ა.შ.
მაგრამ, თუ ერთ რომელიმე საკვებზე გინდა შეაჩერო შენი არჩევანი, რომელიც გულის დაავადებების რისკს შეამცირებს, ეს ნამდვილად ომეგა 3-ის შემცველი ცხიმები უნდა იყოს, რომელსაც თევზეული უხვად შეიცავს. ასე რომ, კვირაში ორჯერ თევზი მიირთვი და გულის პრობლემები არ შეგაწუხებს.

თუ შენი მიზანია დიაბეტის თავიდან აცილება (პრევენცია):
ისევ ვარჯიშია საჭირო.
ჯანსაღი წონა და ვარჯიში დიაბეტის საპრევენციო ზომებია. თუმცა ვარჯიშს ის უპირატესობა აქვს, რომ აქტიური კუნთები საწვავის სახით იღებენ გლუკოზას სისხლიდან და ეს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებაში გეხმარება.
თუ შენი მიზანია სიმსივნის თავიდან აცილება:
მაშინ როგორც ვარჯიში, ისე ჯანსაღი კვება აუცილებელია!
ალბათ ნათელია, რომ მცენარეული საკვები და ვარჯიში ოქროს სტანტარტად რჩება ზოგადად ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ რაც მეტს ვარჯიშობ, მით უფრო დაცული ხარ სიმსივნისგან.

თუ შენი მიზანია განწყობის გაუმჯობესება:
კვლავ ვარჯიში დაგეხმარება!
20 წუთიანი აქტიური დატვირთვა საკმარისია იმისთვის, რომ 12 საათი კარგ განწყობაზე იყო. ასევე ვარჯიში დეპრესიის დაძლევის ერთ ერთი კარგი საშუალებაა.
ფიზიკური აქტივობა ისეთ ცვლილებებს ახდენს ტვინში, რომლებიც აძლიერებენ შენს უნარს, უკეთ გაუმკლავდე სტრესულ სიტუაციებს.
ერთი სიტყვით ნამდვილად არ წააგებთ, თუ ცოტას ივარჯიშებთ და კვებასაც მიაქცევთ ყურადღებას.
სტატიები “ჯანსაღი წონის” შესახებ:
- შეინარჩუნე წონა მარტივად
- ვარჯიში თუ ჯანსაღი კვება?
- “მინდა, სასწრაფოდ დავიკლო წონაში…”
- გემრიელი საუზმე წონაში კლებისთვის
- 10 მარტივი რჩევა კალორიების დასაწვავად
- კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია
- რამდენია 200 კალორია?
- როგორ ამოვიცნოთ კვებითი დარღვევები
- რას ნიშნავს სიმსუქნე?
- არასაკმარისი წონა – რისკები და გამომწვევი მიზეზები
- როგორ ავიწონოთ სწორად
თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე კომენტარებში ან Pink Club-ში, საინტერესო იქნება.
დიაბეტის დროს კვებას უფრო მეტი ყურადღება უნდა…
ისე კი, ვარჯიშს+ დიეტა ყველაზეეფექტური კომბინაციაა: არც კანი ეშვება, არც სტრიები ჩნდება, წონის "ფიქსირებული" მაჩვენებელიც დალების შემდეგ უფრო ადვიალად ნარჩუნდება.
ვარჯიში უნდა დავიწყო რა :.
გამოიყენე კაკტუსისაგან დამზადებული, უსაფრთხო, უნიკალური კანფეტი SlenderPOP's კომპანია Siselinternational-ისაგან (USA). საკმაოდ სწრაფი შედეგი!
მოგესალმებით. იცით ჩვენს ჟურნალში რეკლამა ფასიანია და თუ თქვენ გნებავთ ჩვენთან თანამშრომლობა უნდა მოგვწეროთ მისამართზე marketing@pink.ge. კეთილი სურვილებით
momewona tqveni gverdi
ყოველ საღამოს მივირთმევ არაჩვეულებრივია
arc varjishi da arc dieta… :"D :D :D chemma megobarma shesanishnavi gamosavali ipovna. – bulemia. samwuxarod
ბულემია შესანიშნავი გამოსავალი არასოდეს ყოფილა. ანორექსია და სიკვდილი გარდაუვალია
eg mec ki vici magram ar esmis da ra vqna , me ki ara ojaxma veraferi gaawyo. dz bevrs chams da cota xanshi garbis rom moishoros, amis wyalobit gamudmebit mshieria. arada tavsac vegar anebebs
ვარჯიში მირჩევნია მკაცრ დიეტას ბევრად.6ის მერე რომ არ ჭამო და პურის რაოდენობაც შეამცირო ვარჯიშთან ერთად.
ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში :D დიეტა ხასიათს მიფუჭებს :D
აუცილბელი არაა ძაალიან მკაცრი დიეტა დაიცვა,იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე ხომ ვერ იქნები,ამიტომ ცოტა უნდა მიიღო ყველაფერი,ამასთან ერთად რა თქმა უნდა ვარჯიშიც სასარგებლოა)
Cota cama+meti modzraoba=lamaz sxeuls, karg ganwyobas, lamaz suls :)
ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია <3 დაწყებაა ძნელი, პირველი მისვლის შემდეგ ერთი სული მაქვს დარბაზში როდის შევალ ხოლმე და ვივარჯიშებ, იქიდან ისეთი ბედნიერი გამოვდივარ :) ვერანაირი დიეტა ვერ შეცვლის ვარჯიშს, დიეტით ლამაზ სხეულს ვერ მიიღებთ, სწორი კვება და ვარჯიში საუკეთესო ვარიანტია. :* ყველას გირჩევთ :)
[…] წყარო: Pink.ge […]
ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციამ შეცვალა მიდგომა კვებასთან დაკავშირებით.ის 5 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ,თუ რა ტენდენციები უნდა გავითვალისწინოთ კვებასთან დაკავშირებით შემდეგი წლები.და გამოაქყვეყნა ინფორმაცია ,რის თანახმადაც მარტო მცენარეული პროდუქტის მიღება და გამორიცხვა ხორცის და ასევე კვერცხის,ცხიმის ,რაც შეიცავს ქოლესტერინს,არ მიღება მავნე ყოფილა ადამიანის ორგანიზმისთვის.და თან განაცხადა ,რომ შემდეგი 5 წელი ყველაფერი უნდა მივირთვათ.50 წელი კი ,როდესაც იყო უარყოფითი ინფორმაცია ქოლესტერინთან და ხორცთან დაკავშირებით,ყოფილა არასწორედ მიწოდებული საზოგადოებისთვის.ჩემი რჩევაა,არ უსმინოთ არანაირ ასოციაციებს,უსმინეთ საკუთარ სხეულს და ორგანიზმს,ის თვითონ მოგცემთ სიგნალს ,თუ რა პროდუქტი გჭირდებათ.კატეგორიულად ვარ განწყობილი ნებისმიერი დიეტისადმი.სწორი,დაბალანსირებული კვება,პატარა ულუფებით,3-4 საათში ერთხელ,ჯანსაღი და პოზიტივი მიდგომა თავის თავის მიმართ და ამ ყველაფერთან ერთად ვარჯიში,მაგრამ ესეც ზომიერი და აუცილებლად კომბინირებული კვება-მცენარეული,ცხოველური.კეთილი სურვილებით.ბლოგი მომეწონა.