ჩვეულებრივ მკითხველს, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიასთან შეხება არ აქვს, ალბათ ცოტა ეხამუშება ასე ხშირად ნახსენები “უჯრედისი” (ინგლ. fiber), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სწორ კვებას, დიეტას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აქ დაწვრილებით მოგიყვებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება უჯრედისით მდიდარი საკვები.
უჯრედისი არის ბოჭკო, რომელიც მცენარეების საფუძველს წარმოადგენს. იგი ორგანიზმში ბევრ პროცესს აკონტროლებს და წყლის შეწოვის უნიკალური უნარი გააჩნია (დაახლოებით საკუთარ მოცულობაზე 6-ჯერ მეტი), რის შედეგადაც კუჭში წარმოიქმნება რბილი ღრუბლის მსგავსი მასა, სწორედ ამიტომ დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტები უფრო სწრაფად იწვევს კუჭის სისავსის და დანაყრების შეგრძნებას, რაც გვიცავს ზედმეტი საკვების მიღებისგან.
უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით კვება ჩვენს ორგანიზმში სასიკეთო ცვლილებების მომტანია: ხელს უწყობს ყაბზობის განკურნებას (რომელიც კვების არეული რეჟიმის გამო აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის), ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არის ბუასილის, ვარიკოზული ვენების, ბრმა ნაწლავის და სხვა დაავადებების განვითარების ხელის შემშლელი, ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის გათანაბრებასა და მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) პროცესს.
აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უჯრედისი ხორცში, რძის პროდუქტებში და საერთოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში არ გვხვდება. ბურღულეული კი ძირითადად გადამუშავების დროს აბსოლუტურად იწმინდება უჯრედისისგან. ამიტომაც ჩვენი საკვები უნდა გავამდიდროთ:
- პარკოსანი მცენარეებით (ოსპი, ხმელი ლობიო და ბარდა)
- თხილეულით
- ხილით
- ბოსტნეულით
- ყავისფერი ბრინჯით
- სრულმარცვლოვანი ბურღულეულით (ხორბალი, შვრია, ქერი)
იმედია სრული წარმოდგენა შეგიქმენით, რა არის და რატომ სჭირდება ორგანიზმს უჯრედისით მდიდრი პროდუქტები.
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ დიეტოლოგები კომბინირებულ რაციონს რატომ გვირჩევენ რომ მივიღოთ როგორც ცხოველური ისე მცენარეული წარმოშობის პროდუქტი,უბრალოდ რეკომენდებული არაა შემწვარი მიიღოთო…
იმიტომ რომ მხოლოდ დაბალანსებული კვებაა ჯანსაღი კვება. უნდა მიირთვათ, როგორც უჯრედისით მდიდარი საკვები, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: რძის ნაწარმი, ხორცი და ა.შ,
მომწონს!
კარგია
საკვები მცირე ულუფებით კარგად უნდა დაიღეჭოს,რათა ტვინმა აღიქვას ,რომ საკვებს ვღებულობთ. ჭამას შორის სამ საათიანი შუალედი. წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამის მერე ნახევარი საათის შემდეგ. ამ რეჟიმით აუცილებლად დაიკლებთ !!!