უშლის თუ არა გახდომას ხელს ალკოჰოლი? ამ კითხვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ალკოჰოლური სასმელი ვერ გახდება წონაში მატების მიზეზი. ამის მაგალითად ალკოჰოლიკები მოჰყავთ ხოლმე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ უჩივიან ზედმეტ წონას.
სინამდვილეში ალკოჰოლს შეუძლია იყოს წონაში მატების როგორც ხელის შემწყობი, ასევე ხელის შემშლელი ფაქტორი. წონაში კლების შანსი მატულობს მაშინ, როცა სპიტრიან სასმელებს დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან დიდი რაოდენობით სვამთ. ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება იწვევს საჭმლის გადამამუშავებელ ორგანოთა დაზიანებას, რის შედეგადაც სხეული ვეღარ ითვისებს სასარგებლო ნივთიერებებს. შედეგად ხდება წონაში კლება.
როგორ უწყობს ხელს სპირტიანი სასმელი წონაში მატებას?
ალკოჰოლი = დამატებითი კალორიები + მომატებული მადა + საჭმლის მონელების სისტემის გაუარესება
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ალკოჰოლური სასმელი შეიცავს კალორიებს.
ალკოჰოლური სასმელი
|
რაოდენობა
|
კალორიები |
ლუდი | ნახევარი ლიტრი | 184 |
ვისკი
|
100 მლ
|
220 |
ჯინი
|
100 მლ | 220 |
წითელი ღვინო
|
100 მლ
|
70 |
რომი
|
100 მლ
|
220 |
თეთრი ღვინო (მშრალი) | 100 მლ | 65 |
შამპანური | 100 მლ | 126 |
მარტინი
|
100 მლ
|
175 |
გარდა ამისა, ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე – სხეულის მიერ ის როგორც ტოქსინი აღიქმება, ამიტომ მის გადამუშავებას უფრო დიდი დრო ჭირდება. სპიტრიანი სასმელის დალევისას სხვა ნივთიერებების გადამუშავება, როგორიცაა ცხიმები, ნახშირწყლები, რთულდება. ამ ნივთიერებებით მიღებული კალორიები კი სხეულში ცხიმის სახით ინახება.
სპირტიანი სასმელი აღვიძებს მადას. ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ჭამს იმაზე მეტს, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. ამიტომ დიეტის დროს ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის მიღება.
რა უნდა გვახსოვდეს ალკოჰოლის დალევის წინ
იმისთვის, რომ სასმელმა არ ავნოს თქვენს ჯანმრთელობას და წონაზეც ნაკლებად აისახოს:
- არ დალიოთ მშიერ კუჭზე;
- დალევისას მისაყოლებლად აირჩიეთ ჯასაღი საკვები. მაგ.: ჩიფსებს ბუტერბროდი ამჯობინეთ;
- დალიეთ მცირე ყლუპებით.
მე დიეტის გამო ფხიზელი დავდივარ მეექვსე თვეა :D
კალორიების მიხედვით ვეტანებით თეთრ მშრალ ღვინოს :3 :დდდდდდდ
კალორიებს იმდენად მნიშვნელობა არ აქვს რამდენადაც გლიკემიური ინდეხსის დონეს და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. როცა რამე სტატიას ამზადებთ ცოტა მაინც გაერკვიეთ და ისე დადეთ!