სხეულის ტიპის (სომატოტიპის) მიხედვით, ადამიანები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან:
- ექტომორფები
- მეზომორფები
- ენდომორფები
ყველა მათგანს შეუძლია სხეულის მასის მომატება და დაკლება, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით, იმის ცოდნა კი, თუ რომელ კატეგორიას ეკუთვნით, დაგეხმარებათ თქვენთვის მისაღები დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის მიგნებაში.
ადამიანთა უმრავლესობა შუალედური ტიპისაა: ექტო-მეზომორფი ან ენდომეზომორფი, ანუ გარკვეული ნიშნებით ერთ ტიპს უფრო გვანან, სხვა ნიშნებით კი მეორეს.
გაგაცნობთ კლასიკურ ტიპებს:
ექტომორფი
ეს ის ტიპია, რომელსაც მოდის ჟურნალებში ვხედავთ უხშირესად. მათ თხელი ძვლები, გრძელი კიდურები და ძალზედ მცირე რაოდენობის ცხიმი და კუნთოვანი მასა აქვთ. ისინი ძნელად იმატებენ წონაში და უჭირთ კუნთების განვითარება. ამ ჯგუფში შედიან სუპერმოდელები, ბალერინები და კალათბურთელთა დიდი ნაწილი.
დახასიათება:
სიგამხდრე, პატარა ხელ-ფეხი, პატარა მხრები, თხელი კუნთები, პატარა მკერდი და დუნდულები, სხეულის მცირე მასა (ვარჯიშებისა და დაბალკარიული დიეტების გარეშე), შეუძლიათ მიირთვან ყველაფერი, შეზღუდვების გარეშე, აქვთ სწრაფი და ეფექტური მეტაბოლიზმი, არიან ჰიპერაქტიურები და ძნელად იმატებენ წონასა და კუნთებს.
ცნობილი ექტომორფები:
კაცები: ბრედ პიტი, ბრიუს ლი, კრის როკი, ტობი მაგუაიერი, ედვარდ ნორტონი.

ქალები: ქეით მოსი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ოდრი ჰეპბერნი, ნადია აუერმანი, ქემერონ დიასი, უიტნი ჰიუსტონი.

მართალია საზოგადოებაში ექტომორფები „ძვირად ფასობენ“, მაგრამ მათაც აქვთ პრობლემები. განუვითარებელი კუნთების გამო, მათ ზედმეტად სწორი სხეული აქვთ, ქალ ექტომორფებს აქვთ პატარა მკერდი, რაც მათ მამაკაცურ იერს აძლევს და ხშირად ქალური მრგვალი ფორმები მათთვის საოცნებოა. მამაკაცებს კი დიდი ძალისხმევა სჭირდებათ კუნთების დასაყენებლად.
ასაკთან ერთად კი მათი მეტაბოლოზმის სიჩქარე იკლებს და ისინი წონაში მატებას იწყებენ, თუკი მუდმივად არ ვარჯიშობენ და კალორიებს არ ითვლიან.
ექტომორფს შეიძლება მასის დეფიციტი ჰქონდეს, საკმარისზე მეტად ქონიანი სხეულის ფონზეც კი, რადგან მათ ძალიან თხელი ძვლები აქვთ და ისინი არ ჩანან მსუქნები. ამიტომ მათთვის აუცილებელია კუნთების განვითარება, მათი დიეტა მაღალკარიული უნდა იყოს და შეიცავდეს თხილს, მზესუმზირას, ჩირს და სახამებლის შემცველ ბოსტნეულს.
მასის მოსამატებლად საჭიროა დიეტოლოგის კონსულტაცია, კუნთების მოსამატებლად ვარჯიში და ჯანმრთელობისათვის იმის ცოდნა, თუ რა, რამდენი და როდის ვჭამოთ.
მეზომორფი
მეზომორფებს შეუძლიათ დატკბნენ გენეტიკის საჩუქრით. მათ ათლეტური, ძლიერი, შეკრული სხეული აქვთ. ხშირად მხრები თეძოებზე განიერია, ქალებს ქვიშის საათის მსგავსი ფიგურა აქვთ. ისინი ბუნებრივად არიან ათლეტურები და ვარჯიშის გარეშე აქვთ განვითარებული კუნთები. მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელების, ფიგირული სრიალისა და ბოდიბილდინგის მიმდევრების დიდი ნაწილი მეზომორფია.
დახასიათება:
დაკუნთული, ღონიერი, საშუალო სისქის ძვლებით, ადვილად ემორჩილებიან ვარჯიშებს.

ცნობილი მეზომორფები:
კაცები: არნოლდ შვარცნეგერი, სილვესტერ სტალონე, ჯორჯ კლუნი, ბრიუს უილისი, ანდრე აგასი.

ქალები: სარა ჯესიკა პარკერი, თინა ტერნერი, ჯენიფერ გარნერი, ანა კურნიკოვა, მადონა, ჰოლი ბერი.

მეზომორფებს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნისათვის, ადვილად შეუძლიათ კუნთების დაყენება და ჭარბი წონის მოშორება.
მათ შემხედვარე ვინ არ ინატრებს მეზომორფობას, თუმცა მათაც უნდა აკონტროლონ წონა და კუნთები და ბოროტად არ ისარგებლონ ბუნების საჩუქრით.
ენდომორფი
ენდომორფებს აქვთ რბილი და მრგავლფორმებიანი სხეული და ექტომორფებისაგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან. მათ შედარებით დუნე ნივთიერებათა ცვლა ახასიათებთ, მიდრეკილნი არიან წონაში მატებისაკენ და უჭირთ გახდომა. ხშირად მათი თეძოები მხრებზე განიერია და მსხლისებური ფორმის ტანი აქვთ.
დახასიათება:
მომრგვალებული ფორმები, მსხვილი ან საშუალო სისქის ძვლები, ვიწრო მხრები, მოკლე კიდურები, დიდი რაოდენობის ცხიმი (შესაძლოა ჭარბი მასაც), რომელიც გადანაწილებულია სხეულის ქვედა ნაწილებში, იკლებენ ნელა და იმატებენ სწრაფად, ადვილად ივითარებენ კუნთებს, მაგრამ როგორც წესი, ხანმოკლე ვადით, ადვილად იღლებიან და ძილიანობა ახასიათებთ.
ცნობილი ენდომორფები:
კაცები: რასელ ქროუ, ჯონ გუდმენი, რობინ უილიამსი, დენი დევიტო.

ქალები: ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, შაკირა, მერილინ მონრო, ოპრა უინფრი, სოფი ლორენი, ქეით უინსლეტი.

ენდომორფებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ წონაში დასაკლებად, მაგრამ მათ ეს შეუძლიათ, ჯანსაღი პროდუქტების მიღებითა და ვარჯიშით, თუმცა მეტი მონდომება საჭირდებათ, ვიდრე მეზომორფებს და მხოლოდ დიეტებითაც, ვარჯიშის გარეშე, გაუჭირდებათ სასურველი შედეგის მიღწევა. არასასურველი პროდუქტის მიღებას მათი მეტაბოლოზმი არ პატიობთ და უმალვე აისახება მათ წონაზე.
სამაგიეროდ ქალ ენდომორფებს ძალიან მიმზიდველი, ქალური, მრგავლი ფორმები აქვთ და შოუბიზნესის სასურველ ქალთა უმრავლესობაც ამ კატეგორიაშია. თუმცა თუ ენდომორფი ქალბატონი მოინდომებს, რომ მასის (ცხიმი+კუნთები) კარგვის შედეგად როგორმე ექტომორფს, მაგალითად ქეით მოსს დაემსგავსოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს მას არ მოუხდება და ამგვარი სიგამხდრე სულაც არ დაამშვენებს მას ისე, როგორც ექტომორფს, რადგან ამ უკანასკნელისათვის სიგამხდრე ფიზიოლოგიურია.
მამაკაც ენდომორფებს კი სურთ მეზომორფებს დაემსგავსონ და დიდი ძალისხმევის შედეგად, ხშირად აღწევენ კიდეც ამას, ამის საუკეთესო მაგალითი რასელ ქროუა.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად ედნომორფებს სწორი კვება და დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ.
თუ გაინტერესებთ, რომელ ტიპს ეკუთვნით, გთავაზობთ ტესტს.
tore ise ver vxvdebodi ro ar gameketebina testi da kiide momehsala nervebi :D:D:D:D:D
momewona statia, rogorc ityvian dzalian "paleznia", erti daskvna gavakete, aucileblad unda vivarjisho, torem chemi eqtomorpuloba gadamiyolebs :D da kidev wonis momatebaze jer-jerobit ar viocnebo… :P ise bred piti rom eqtomorfia es momewona da jizel bundheni magrad mevasebaaaa… (Y) :* es jizels :P da :* es shen aseti statiistvis :)
:D:D:D:D
zviad shen eqtomorpiti? eqtomorpiti me var tu var "სიგამხდრე, პატარა ხელ-ფეხი, პატარა მხრები, თხელი კუნთები, პატარა მკერდი და დუნდულები, სხეულის მცირე მასა (ვარჯიშებიდა და დაბალკარიული დიეტების გარეშე)" megona piradad chemze iyo es statia :D :D :D
samagierod ra zvirad fasobeno… es momewonaa…:D :D :) ara mec eqtomorfi var, swrafi metabolizmi maqvs, tu ar vvarjishob ufro vklebulob, hepardivit var :D cxims ver viketeb :D… patara xel-fexi ki gaqvs, magram mokle ara… piriqit, sasiamovnod simetriuli ;) :) :*
mokleo sad weria mere aq? :D :P (simetiis etaloni var ::D ) ise eqtomorpitebi dzaan kargaebi aian, vizualurad vgulisxmob da cota tavshi amivarda mec mat ricxvshi ro shevdivar :D :D :D :P:P
teooo ar dascxoooot, torem meshinia zvios "sasiamovno simetriuloba" usiamovnoshi ar gadaizardos :D:D:D:D
"sasiamovno simetriuloba" zviosi ki ara chemi iyo jer es erti vaaa :D :D :D
xoda mitumetes shen ar gadagizardoooos :D:D:D:D:D:D:D:D
auuuu ras mishveba es testebiiiii
:D:D:D:D
ras gvishveba tika …shen marto ara xar :*
eeg mamshvidebs xolme :D:D:D :*:*:*:*
Teona Lordkipanidze au ise jizeli patara ar mechveneba :D :D :D :D :D…
Tika Mamporia kargi iyo :D :D :D :D :D
:D:D:D:D ramdeni vicine mere ro wavikitxeeee :D:D:D
Zviad Mgaloblishvili ara ra patara… me patara var? erti shecdoma gaeparat statiashi ra moxda? :P
Teona Lordkipanidze au me farulad shegaqe da shen mainc ayvirdi, matqmevine raaa ;) :P :D
Zviad Mgaloblishvili xo ici rogoric var sichume ar miyvars. chems naklsac da girsebasac xmamagla vambob. ise upro naklze vamaxvileb yuradgebas , :)))))))
me eqtomorpi var mgoni :)
me mezoformi gamovedi testit :D :D
testit mezomorfi gamovedi, magram dakuntvisaken ar var midrekili, amitom cota cavueqtomorfeb kidec albat :D
mart, xo, eqtomorfs gavxar ufro, tumca sakmaod kargad gaqvs qalistvis sachiro kuntebi ganvitarebuli, mgoni mezomorfis detalebicaa shenshi, mokled kargi sintezi xar eqto-mezomorfis :*
friad sainteresoa!
me var mezomorfi Turme :)) kaia…
me verafrit davadgine chemi sxeulis tipi. raghac samive romaa ertad iseti araferia?
beautiful
ექტომორფი ვყოფილვარ :)).
ექტომორფები var ra magariaaaaaaaa : )))))))))))))
chveneburebi teeee :* :D
:D hoooo <3
kai mezopormi var raaa, imennnaaaa da mpua raa :D:D:D:D eqtomorpshi ro gadadis iseti iiifff :D:D:D:D
Mariam Diakonidze boloshi mocemuli testi gaakete, mand shualeduri tipebocaa :)
მეზომორფი გამოვდივარ :)
კარგი სტატიაა. ლოპესის ფოტო ძალიან ალამაზებს:)
მე ენდომორფი ვარ და ბიონსეს მაგვარი :( მაგრამ სულაც არ მინდა ესე და სულაც არ მომწონს
mezomorfi,,
Endomorfi var da sul didi dzalisxmeva mchirdeba sxeulis formebis shesanarchuneblad , davitanjee :))) simartle weria zustad, odnav zedmeti arajansagi sakvebi da egreve aisaxeba wonaze..
მეზომორფი
eqtomorpi var da ar vuici rogor unda movimato .. dzalian bevrs mivirtmev magram ar vsuqdebi :D
movaxden testis pasuxis citirebas “Your body is closest to a Mesomorph………” :)
“Your body is closest to a Mesomorph.” mshvenieria isedac vecgvobdi :D and i’m always doing aerobic activities, sports and etc ;)
balerina namdvilad ar uchivis kuntebis naklebobas :)))))))))))
ექტომორფი!! >:(
ამიტომაც ვერ ვიმატებ წონაში! დაკლებით იცოცხლე, წამებში!! ))
ტესტმა: ექტომორფსა და მეზომორფს შორის ხარო… :)))
აუფ რა დაგვახურეთ ენდომორფებს რა იყო????რა ყველაზე ცუდი სხეულები გვაქვს ჩვენ თუ?:))))))))გვაკოცეთ ერთ ადგილას რა