ყინულის ფორმები მშვენიერი გამოგონებაა, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ ბევრ რამეში შეიძლება, იდეალურია მინი დესერტების მოსამზადებლად. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადო ორიგინალური, მარტივი და გემრიელი დესერტი.
1. გაყინული ყავა
ალბათ ხშირად მოგიმზადებია ცივი ყავა ყინულის კუბებით, ახლა შეგიძლია ყავის ყინული მოამზადო :)
მოამზადე ხსნადი ყავა ისეთი, როგორიც მოგწონს და ჩაასხი ყინულის ფორმებში. შემდეგ, ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი მირთმევა, ჩაყარე ყინულები ცივ ან ცხელ ყავაში.
2. მარწყვი შოკოლადით
გაადნე რძიანი ან შავი შოკოლადი, ჩაასხი ყინულის ფორმებში, ზემოდან ერთი მაწრყვი მოათავსე და ცოტა ხნით შედგი საყინულეში. მარწყვი შეგიძლია სხვა ხილით ჩაანაცვლო, თუმცა ეს ყველაზე მეტად უხდება შოკოლადს.
3. ტომატის საწებელი
თუ გიყვარს გემრიელი სოუსების მომზადება, მაგალითად პომიდვრის საწებლის, ან სულაც ხშირად ყიდულობ, გეცოდინება რომ გახსნილ მდგომარეობაში საკმაოდ მალე ფუჭდება. შეგიძლია ყინულის ფორმებში მოათავსო და გაყინო, გამოყენების წინ კი საკმარისია მიკროტალღურ ღუმელში გაალღო. ასე ბევრად მარტივია ;)
4. ბანანი და იოგურტი
იოგურტი და ბანანი ძალიან გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერია, თანაც ზაფხულში. შეურიე ერთმანეთს, დააბლენდერე და გაყინე ყინულის ფორმებში.
5. გაყინული ხილი
დაგჭირდება:
- კრემის ფხვნილი დაბალკალორიული – 2 ჭიქა
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 1 ს.კ. + 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი
- 1 კონსერვის ხილის კოქტეილი
- 2 დაჭრილი ბანანი
- 2 ს.კ. ალუბლის ლიქიორი და 1 ქილა ალუბალი (ლიქიორიდან)
შეურიე ეს ინგრედიენტები დიდ ჯამში, მსუბუქად დააბლენდერე, გაანაწილე ყინულის ფორმებში და გაყინე (დაგჭირდება 3 სტანდარტული ფორმა). საყინულედან 15 წუთით ადრე გამოიღე, რომ ოდნავ დარბილდეს.
ასევე გთავაზობთ სხვადასხვა საყინულე ფორმებს
წყლისა თუ სხვადასხვა მასის გასაყინად საუკეთესო ფორმა სილიკონისაა, რადგან მისგან ყინულის ამოღება გაცილებით ადვილია.
სილიკონის საყინულე ფორმა 15 სხვადასხვა ფერში შეგიძლია ამაზონზე შეიძინო. ასევე ამაზონზე შეგიძლია მოძებნო სხვადასხვა სახალისო ფორმის საყინულე ფორმები, რომლებიც ბავშვებსაც გაამხიარულებს. მრგვალი ყინულის ბურთების გასაკეთებლად კი ეს ფორმა გამოგადგება.
მოგვიყევი შენი ექსპერიმენტების შესახებ. წარმატებებს გისურვებთ! :)
SISULELEA YVELA VITAMINS KARGAVS TAN GEMOC ECVLEBA,AR MOMWOS :/
shen albat ar gsmeniaa zapxulis xils rom yinaven xolme zamtristvis. da dzalian gemrielica da sasargeblo :) P.s siaxxle momewona :*
auu marto me var visac ar moswons gayinuli sachmelii?? mere rogorga unda chamo kai raa :///
sxvatashoris yinulis formebad bambanerkis ყუტის ფორმებიც გამოდგება :3 ^_^
არაჩვეულებრივი, ფერადი იდეებია ^_^ <3