როდესაც საუბარი წონის კონტროლზე დგება, პირველი რაც თავში გაგვიელვებს ის შიშის მომგვრელი შეგრძნებაა რაც სასწორს და მისგან ნაჩვენებ შედეგს უკავშირდება. ჩვენ ქალებს სასწორთან ისეთი ემოციური ბმა გვაქვს, როგორც მსჯავრდებულს მოსამართლესთან, აქაოდა მისგან განაჩენს ველოდებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რჩევები, რომლებიც სწორად აწონვაში დაგვეხმარება.

სასწორი მყარ, სწორ ზედაპირზე დადგი

სასწორის ადგილმდებარეობა მნიშნველოვან როლს ასრულებს ნაჩვენებ კილოგრამებზე. ასაწონად არ გამოიყენო ხალიჩა ან დაქანებული ზედაპირი. ის დაახლოებით 5 კილოგრამ ცდომილებას მოგცემს.

აიწონე სწორ დროს

ლოგინიდან ადგომის შემდეგ პირდაპირ სასწორისკენ ნუ გაეშურები. ღამე ადამიანი წყლის ნაკლებობას განიცდის და სასწორი აუცილებლად ნაკლებ ციფრს გაჩვენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ადგომის შემდეგ წყალი დალიო, ნახევარი საათი მოიცადო და შემდეგ აიწონო. ღამით დაწოლის წინაც ნუ აიწონებით, დღის განმავლობაში მიღებული საკვები და წყალი მცდარ შედეგს მოგცემს.  

ერთიდაიგივე სასწორი გამოიყენე

ალბათ შეამჩნევდი, რომ სხვადასხვა სასწორის გამოიყენებისას, ცდომილება თითქმის გარდაუავალია. ეს დაკავშირებულია თითეული სასწორის პარამეტრების განსხვავებასთან ამიტომ სასურველია თავი შეიკავო ყოველი სასწორის მოსინჯვისგან და ერთი სასწორის ერთგული დარჩე.

ნუ აიწონები ყოველდღიურად

დღეების ცვალებადობასთან ერთად შენი სხეულის მასა იცვლება. მაგალითად, PMS-ის დროს ქალების ორგანიზმში იმატებს წყლის დონე, რაც კილოგრამებზე აისახება. ამასგარდა, დღიური წონის კონტროლი ზეწოლას ახდენს შენს ფსიქიკაზე და ამან მოტივაციის დაკარგვამდე შეიძლება მიგიყვანოს. ისიც საგულისხმოა რომ ერთ დღეში განსხვავებულ შედეგს ვერ მიაღწევ, ამიტომაც გირჩევთ, სასწორზე ორ კვირაში ერთხელ დადგე.

სასწორს ყოველთვის ნუ დაუჯერებ

ხანდახან, სასწორი დაკლებულ წონას არ გვიჩვენებს ხოლმე, მაგრამ შენ განსხვავებას ამჩნევ შენს სხეულს. მაგალითად, თუ ვარჯიშობ, შენი სხეული წვავს ცხიმის მასას, მაგრამ იმატებს კუნთის მოცულობა. შეიძლება ამ დროს შენი კილოგრამები არ შეიცვალოს, მაგრამ შენი სხეული მაინც იცვლის ფორმას.

მაგრამ ყველაზე მთავარია შენ იგრძნო შენს სხეულში თავი კარგად და მნიშვნელობა არ აქვს სასწორი რას აჩვენებს, ან სხვები შენზე რას ფიქრობენ.

ჩაერთე:

  • შენი შეკითხვები და ისტორიები გამოგზავნო ელექტრონულ ფოსტაზე – hello@pink.ge
  • მოგვწერე სოციალურ ქსელებში – FacebookInstagram
  • დაემატე ჩვენს ჯგუფს და შეუერთდი საინტერესო დისკუსიებს – PINK CLUB

სტატიები “ჯანსაღი წონის” შესახებ: