ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება დეოდორანტის შერჩევის საკითხი. ამიტომ, მისი შერჩევის სწორ და უსაფრთხო ხერხებს გთავაზობთ.

ბუნებრივი ინგრედიენტები

დეოდორანტი უნდა შედგებოდეს 100% ბუნებრივად მიღებული კომპონენტებისგან. სამწუხაროდ, ამ პროდუქტის უმრავლესობა არაჯანსაღი, გამაღიზიანებელი, სინთეზური კომპონენტებისგან შედგება.

მნიშვნელოვანია მოვძებნოთ დეოდორანტი, რომელიც უსაფრთხო, ბუნებრივად წარმოქმნილი ინგრედიენტებისგან იქნება დამზადებული.

გახსოვდეს:

თუ ეტიკეტზე დაინახავთ წარწერას ” ბუნებრივი” აუცილებლად დაინტერესდით პროდუქტის რამდენი პროცენტია ბუნებრივი შემადგენლობით (გჭირდება 100%) . თუ ეს ინფორმაცია არ ეტიკეტზე დატანილი არაა, პროდუქტი საეჭვო შემადგენლობისაა.

ინგრედიენტები, რომლებიც გვიცავს

დეოდორანტის ამორჩევისას სასურველია ვიცოდეთ იმ ბუნებრივი ინგრედიენტების შესახებ, რომლებიც უსაფრთხოდ იცავენ ჩვენს სხეულს არასასიამოვნო სუნისგან. კაოლინის თიხა, ევკალიპტი, საქარკამიების ფერმენტი და ა.შ.

გახსოვდეს:

თუ ბუნებრივი დეოდორანტი არ შეიცავს ამ ნივთიერებებიდან არც ერთს, შესაძლოა ის ვერ ასრულებდეს, დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ.

აირჩიე დეოდორანტი ალუმინის შემცველობის გარეშე (Aluminum – free)

ალუმინი, აღმოჩენილია დეოდორანტების უმეტესობაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალუმინი ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს, რაც ხელს უშლის სხეულის ბუნებრივ მდგომარეობას. შეიძლება იღლია არ გაგვიოფლიანდეს, მაგრამ ამის ხარჯზე მოიმატოს ოფლიანობამ ხელებზე, ფეხებზე ან სხეულის სხვა ნაწილზე.

გახსოვდეს:

კვლევების თანახმად, ალუმინს შეუძლია დნმ- ის მუტაცია და სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა. ასე რომ, არ გარისკო, აირჩიე დეოდორანტი ალუმინის შემცველობის გარეშე.

მოერიდეთ სინთეზურ ქიმიკატებს და ტოქსინებს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებული დეოდორანტების უმრავლესობა შეიცავს არაჯანსაღ, სინთეზურ ინგრედიენტებს. მათი უმეტესობა ტოქსინებითაა გაჯერებული. ტოქსინები ხელს უშლიან საჭირო ჰორმონების – ესტროგენის და ტესტოსტერონის წარმოქმნას, რაც კიბოს უჯრედების ზრდის მაპროვოცირებელია.

გახსოვდეს:

არავითარი ქიმიკატები და ტოქსინები!

სასარგებლო ინგრედიენტები

ბუნებრივმა დეოდორანტებმა უნდა გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე არასასიამოვნო სუნის ბლოკირებაა. მათ უნდა დაგიცვან ტოქსინებისგან და ასევე, მოახერხონ კანის გამოკვება და დამშვიდება.

ალოე და შიის კარაქი ის ბუნებრივი ინგრედიენტებია (ვიტამინი E და კაროტინი), რომელიც ატენიანებს კანს, იცავს მის სირბილეს და სიგლუვეს.

უფრთხილდი დეოდორანტს, რომელიც ლაქებს ტოვებს

ყველას გვქონია უიღბლო შემთხვევა, როდესაც ჩვენი საყვარელი მაისური დეოდორანტის ლაქებმა შეიწირა.

სასაცილოა, მაგრამ ბევრს სჯერა, რომ ეს საბედისწერო ლაქები რომელიც რეცხვის დროს არ ამოდის, ოფლის ნაკვალევია. სინამდვილეში, ეს ლაქები, სწორედ დეოდორანტის მავნე ინგრედიენტების ზემოქმედებაა.

სტრუქტურა

მაღალი ხარისხის ბუნებრივი დეოდორანტი გლუვი, აბრეშუმისებრი სტრუქტურისაა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი სხეული ოდნავ ნოტიოა თუ სრულიად მშრალი. დეოდორანტმა კანზე დატანისას სტრუქტურა არ უნდა შეიცვალოს.

გახსოვდეს:

უმეტესად, ბუნებრივი დეოდორანტები მყარია და სხეულზე ზედმეტი დატანისას ნარჩენებს ტოვებს.

გაეცანით შეფასებებს

ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ, თუ თქვენთვის სასურველ პროდუქტზე წინასწარ გაეცნობით მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს.

გახსოვდეს:

საუკეთესო გზა სასურველი პროდუქტის ავკარგიანობის შესახებ გასარკვევად მომხმარებელთა აზრის კვლევაა, რაც საკმაოდ მარტივია სოციალური ქსელების მეშვეობით.

მგრძნობიარე კანი

ბევრი ბუნებრივი დეოდორანტი შეიცავს სოდას, რომელსაც შეუძლია მგრძნობიარე კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

გახსოვდეს:

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ შეარჩიე დეოდორანტი სოდის შემცველობის გარეშე.

სხვადასხვა ბუნებრივი დეოდორანტი, დამზადებულია სხვადასხვა ინგრედიენტებისგან, ასე რომ შესაძლოა, მრავალი ვარიანტის მოსინჯვა დაგჭირდეს, სანამ შენს სხეულზე იდეალურად მორგებულ ბუნებრივ დეოდორანტს მიაგნებ.

გახსოვდეს:

მხოლოდ 2-3 კვირის ინტენსიური მოხმარების და დაკვირვების შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, მისაღებია თუ არა კონკრეტული დეოდორანტი თქვენთვის.