ხელები, ისინი ამბობენ ყველაფერს შენზე. მათი საშუალებით ბევრი საინტერესო დეტალის გარკვევა შეიძლება, მათ შორის თუ როგორ უვლით საკუთარ თავს.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს არა სახეზე, არამედ სწორედ ხელებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი ქალის ასაკის დადგენა
გარეთ თუ სახლში ხელები ყველაზე დაუცველია, რადგან მათ გარეშე ჩვენი ყოველდღიური ყოფაცხოვრება წარმოუდგენელია. ისინი განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში, ქარისა და ყინვისგან ზედმეტად შრება და იქერცლება, რადგანაც ხელების კანს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ თვითონ თავს ვერ დაიცავს.
ბევრნაირი მეთოდი არსებობს ხელებისთვის სირბილის დასაბრუნებლად, მაგრამ უკეთესი იქნება თუ მათ ამ მდგომარეობამდე არ მივიყვანთ. წლევანდელი შემოდგომაც კი უკვე საკმაოდ სუსხიანი გამოდგა, ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას რათა ხელები დავიცვათ.
რჩევები:
- ხელის კანი არის ძალიან თხელი და ნაზი, ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიხმაროთ სპეციალური კრემი, ის დაიცავს მათ;
- არ მისცეთ კანს გამოშრობის საშუალება;

- აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი როდესაც რეცხავთ ჭურჭელს და მითუმეტეს ტანსაცმელს. ასევე თუ გიყვართ ოთახის მცენარეები და გადაწყვეტთ მათ გადარგვას;
- წაისვით ხოლმე ლოსიონი ხელების დაბანის შემდეგ;
- შეარჩიეთ რბილი pH საპონი, რომელიც არბილებს ხელების კანს;
- ნუ მოაკლებთ მათ სითბოს ზამთარში. + ლამაზი ხელთათმანი ხომ მოდის განუყოფელი ნაწილია;
- დილით რომ ნაზი ხელის კანი გქონდეთ კვირაში ერთხელ დაუმატეთ მკვებავ კრემს ზეითუნის ზეთი ან იყიდეთ ისეთი, რომელიც მას შეიცავს. წაისვით კრემი თხელ ფენად და ღამის ხელთათმანი (იყიდება აფთიაქებში) ჩაიცვით მთელი ღამით;
- შეურიეთ გლიცერინი, ლიმონის წვენი და რამოდენიმე წვეთი ვარდის წყალი ხელების დასამასაჟებლად;

გაუფრთხილდით ხელებს და გულს :)
საყურადღებო სტატიაა :) თუმცა მე აქედან მხოლოდ ხელთათმანს ვიყენებ და საბედნიეროდ ჩემი ხელების კანი იდეალურთან ახლოსაა. როგორც კი აცივდება, ანუ შემოდგომიდან, გარეთ უხელთათმანოდ არ გავდივარ, ეს ძალიან კარგად იცავს კანს; იშვიათად, უხელთათმანოდ როცა გავსულვარ, ძალიან ცუდი შედეგი მიმიღია ხოლმე: გამომშრალი და დახეთქილი კანი. ასე რომ სხვებსაც გირჩევთ გაითვალისწინოთ სტატიაში მოცემული რჩევები :)
ზამთარში განსაკუთრებით კარგად მოქმედებს შეყვარებულის ხელების სითბო :)))
asprocentiani cheshmaritebaa,,sakmarisia ertxel xeltatmanis gareshe chavyo xeli civ cyalshi da mashinve shreba,,,kremebi dzalian mshvelis,,,vcdilob sul gamoviyeno,,,kargi statiaa,,cool,,,,,,,,,,,
movuprtxildet xelebs es yvelaze ert erti mnishvnelovania