Home მოტივაცია & პოზიტივი

მამაკაცების საზოგადოება, მას შემდეგ რაც ქვის ხანიდან განვითარდა, ჭკვიან ქალებს უფრთხის და სხვადასხვა სახით დაკნინებას ცდილობს.

ალბათ ხშირად გაგიგონიათ გამოთქმა “ქალური ლოგიკა”, ხუმრობები ქერათმიან ქალებზე, ეპითეტები – “წაკლა”, ძუკნა ან/და “стерва”.
წიგნის ყდა

წიგნში “библия стервы” (წიგნის სრული სახელია: Библия стервы. Правила, по которым играют настоящие женщины, ავტორი: ევგენია შაცკაია) ავტორი ძალიან საინტერესო დეტალებს აღწერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდებოდნენ ქალები მამაკაცურ საზოგადოებაში და როგორ გაჩნდა ქალთა ზემოთჩამოთვლილი “კატეგორიები”.

ავტორი ამბობს, რომ “წაკლა” (იგივე стерва – უკეთესი ქართული შესატყვისი ვერ ვიპოვეთ) ქალი ეს ჩვეულებრივი ქალისგან ძალიან განსხვავებული, კაცის მგავსად მოაზროვნე და კაცისგანაც რადიკალურად განსხვავებული ქალია.

ქალი, რომელიც ძალიან ძლიერია, შეუძლია მართოს სხვები, იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს თავისი აზრი ყველაფერზე, მიაღწიოს დასახულ მიზანს, იწვევდეს აღფრთოვანებას გარშემომყოფებში და მას საზოგადოებაში პატივს სცემდნენ – აი, ასეთია “წაკლა” ქალი, რომლისაც მამაკაცებს ეშინიათ.

მიუხედევად იმისა, რომ წიგნში ძალიან ნათელი  მაგალითებია აღწერილი მამაკაცების შიშისა ასეთი ძლიერი ქალისადმი, ისიც არის აღწერილი, თუ რა ძლიერ ილტვიან კაცები “წაკლა” ქალებისკენ და როგორ ოცნებობენ თუნდაც მათი ყურადღება მიიპყრონ, კეთილგანწყობასა და სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ.

სიმართლე რომ ითქვას, მამაკაცებისთვის ყველაფერი რაც გაუგებარია ცუდიაო – დასძენს ევგენია, რის დამადასტურებლადაც მოაქვს შეფასება  (რომელიც კაცების მოგონილია) “ქალური ლოგიკა”.

წიგნში მრავლადაა ცნობილი და გამოჩენილი ქალების ისტორიები (სადაც, სხვათაშორის, თამარ მეფეც ნახსენებია) იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მივხვდით, რომ აუცილებელია ცხოვრებაში ვიყოთ “წაკლები”,  დავინახოთ თუ რამდენ რამეს მიაღწიეს ქალებმა ზუსტად ასეთი ქცევით.

წიგნის ყდა

ავტორის აზრით ყველა ქალი, რომელიც ისტორიაში რაიმე სახით დარჩა, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ზოგიერთ მათგანს შეეძლო დიდხანს ეთმინა, შემდეგ კი საჭირო დროსა და ადგილას გამოეჩინა თავისი თავი. ზოგიერთი კარგი სტრატეგი იყო, ზოგიერთი სილამაზეს იყენებდა სასწაულებრივად, ზოგიერთისთვის კი უკარებას თამაში იყო ოპტიმალური, მაშინ როდესაც დანარჩენებისთვის სხვისი ქმრებისა და საყვარლების წართმევა იყო ქცეული ცხოვრების მიზნად.

წიგნში მართლაც ძალიან ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციაა მოცემული ქალებისთვის. თუმცა ავტორი ყველგან გვაფრთხილებს, რომ ქალებისა და კაცების აზროვნება და აღქმა მკვეთრად განსხვავდება, ხოლო ძლიერი ქალები ზუსტად იმით იგებენ, რომ შეუძლიათ მამაკაცების გონებაში მიმდინარე არეულობას ფეხი აუწყონ და დროულად დაიჭირონ საჭირო მომენტი.

მე პირადად ერთი კვირაა, რაც ამ წიგნის კითხვა დავიწყე და ბევრი საინტერესო, სახალისო და გულსატკენი რაღაცებიც აღმოვაჩინე, თუმცა კითხვისთვის თავი არ დამინებებია.

გირჩევთ, სასწრაფოდ მიჰყოთ ხელი კითხვას, თვითგანვითარებას და რა თქმა უნდა “წაკლად” ქცევისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმას.

sterva

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
31 კომენტარი to this post
  1. ძალიან კარგია, მომეწონა ^_^ აწი რომ მეტყვიან სწერვა ხარო, კომპლიმენტად მივიღებ :D ისე ამის სწავლა ძნელი იქნება, ასეთი ან ხარ, ან არა,როგორც მე არ გამომივიდა ბოლომდე განსწერვება (არადა ადრე ვცდილობდი და ვერც ვხვდებოდი რატომ მთვლიდნენ ასეთად), ისე არ გამოუვა არასწერვას გასწერვება :)

  2. Maroooo reebsa kitxulob shena :D

    Keep your mans balls empty and his belly full… thats the best advice for a woman, thats how you control your man :D Man are simple and easy to handle, there is no need for all these bullshit and Pseudo-Psychology bells and whistles :D :D

    egeti cignebi gatvlilia qalebis audienciaze da kargadac iyideba gasagebi mizezebisa da gamo :P

    qeratmian qalebze kidev anegdotebi imito dadis ro aris safuzveli, ande:

    http://www.youtube.com/watch?v=Qhm7-LEBznk

    Im not a sexist, just kidding. ar gadamcet anatemas : ))

  3. Keep your mans balls empty and his belly full… thats the best advice for a woman, thats how you control your man და შენ გინდა თქვა რომ ეს ფრაზა სიმართლესთან ახლოს არააა? : )

  4. ბიჯო ცოცხალი თუ იყავი არ მეგონა ვაფშე : ))) ეგ კარგია : ) და ეს წიგნი კიდევ მაგარია თვითშეფასების ასამაღლებლად : ) ასე ქცევა მაგრად კვებავს ეგოს და საკუთარ თავში არწმუნებს ქალს – ამაში დარწმუნებული ვარ : ) მერე უკვე ფიქრს თუ დაიწყებს თვითონ მიხვდება რა უნდა იყოს ემფთი და რა ფულ : )))

  5. Pepi Longstocking Pirikit, egaa tko scori da kai rcheva, ogond eg xalxur amerikuli sibrznea da ara self help cignebshi amokitxuli bullshit :D da shen nu intriganob saertod, ra ginda ak :D :D

  6. Mariam Blanc cocxali var zama, cocxali : )) "ეს წიგნი კიდევ მაგარია თვითშეფასების ასამაღლებლად : ) ასე ქცევა მაგრად კვებავს ეგოს და საკუთარ თავში არწმუნებს ქალს – ამაში დარწმუნებული ვარ : )" ician qalebis sisuste da yidian am produktebs huh :D
    tvitshepasebis asamagleblad ga-cakleba araa sachiro : )) Google "How to build a self confidence", darcmunebuli var pirvel gverdze ra rezultatebic ikneba arcerti ar girchevs ro gaxde cakla tvitshepasebis asamagleblad :D

    read whatever you want… mara zaan seriozulad nu miigeb mag self help tipis cignebs, bevri saertod truxaa, ufro bevri kidev naxevrad truxa, naxevrad internetidan amocerili :D

  7. კარგი სტატიაა მაგრამ "წაკლა" როგორც ტერმინი მაინც არ მომწონს, რადგან ის ასოცირდება ადამიანტან რომელიც ზუსტადაც სხვების ქმრების შებმით არის დაკავებული. ისე როდიესაც მხედავენ პირველი რეაქცია სწორედ ეს აქვთ. ნახე ნახე ეს სწერვა!! :)))

  8. შესაძლოა ნამდვილად შეუსაბამო იყოს ეს ეპითეტი, თუმცა ქართული ენა დიდი არჩევანს არ გვაძლევს ამ სიტყვის ასახსნელად

  9. ხოდა სხვისი ქმრების შებმით,რომ არიან ასეთი კატეგორიის ქალები დაკავებული,უნდა გვახსოვდეს ყოველთვის,რომ სხვის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება არასდროს უნდა ავაგოთ………

  10. Mako Korinteli ჩემი აზრით მანდ სხვისი უბედურების საკითხი სულ არ დგას. ეს იმ ქალების უნიათობის ბრალია ვისი ქმრებიც ასე ადვილი შესაბმელები არიან, სამწუხაროდ.

  11. აქრა მინდა არ ვიცი მარა ინტრიგნობა შენგან მემკვიდრეობით გამომყვა :პ

  12. კი წამოვიდა მატრიარქატი ისე მსოფლიოში)))ვერაფერს იტყვი,"წაკლებო" მთელი ქვეყნისა შეერთდით

  13. ძალიან მემოწონა სასიამოვნო იყი ძალიან..ბევრმა კაცმა გაიაზროს რომ ბევრი ქალი მათ სჯობს, მათზე ბევრად მამაცებიც არიან…

  14. "წაკლა"-სა და "ძლიერი ქალი"-ს ერთმანეთთან გაიგივება უბრალოდ არასწორია!
    თან, წაკლას ადვილად მიუჩენს ადგილს მამაკაცი, ძლიერ ქალს კი ვერა …

  15. yvelafers tavi rom davanebot tamar mefeze, saqartvelos siamayeze da sagandzurze ase saubari ar sheidzleba, wignis avtorma gadawyvita araswori ganmartebebit da misive shetxzuli vitom simartlit, sazogadoebistvis ganemarta sityvis mnishvneloba, me vetanxmebi aq gamotkmul komentarebs imastan dakavshirebit, rom dzlier qals dznelad tu daimorchilebs adamiani, aseti iyo chveni mefec, mizanswrafuli, tavisufali, bevri poetis xotbis shesxmis mizezic, magram wakla namdvilad ar yofila da sircxvilia ubralod egeti rame ese adge da "gaataro" vitomc araferio. wignshi bevri sasargeblo da saintereso nformaciia albat im qalebistvis visac mamakacebistvis tvinis areva xiblavt. met sainteresos mand verafers waikitxavt… qalis silamaze, goniereba da mimzidveloba swerovis gareshec mshvenivrad chans da wakla es aris yvelaze damamcirebeli forma qaltan mimartebashi, radgan es aris qali, romelic tavis avxorcobas da medzavur suls malavs da rogorc ki sashualeba miecema gamoamjgavnebs. bodishs gixdit agelvebistvis, magram wveti qartuli sisxli tu shegrchat eget degeneratobebs roca postaven xma amoiget da ar miscet ufleba wagartvan is ramac aqamde mogiyvanat!

  16. ალბათ ცუდი არ იქნება თუ ჯერ წიგნს გადახედავდით : ))))))))))))

    რა შუაშია ქართველობა?? ან სხვა ყველაფერი : ))

  17. წიგნის გადახედვა საქმეში ჩახედულს ვერ გახდის ადამიანს , საჭიროა წაკითხვა, გეთანხმებით, მაგრამ იმ კომენტარებიდან და წაკითხულიდან გამომდინარე გავაკეთე ეს კომენატრი და არც ვნანობ და იმავეს გავაკეთებდი ისევ რომ ითხოვდეს საჭიროება მარიამ ) ქართველობას რაც შეეხება თამარ მეფეზე რომ წაკლააო გეტყვიან შეიძლება თქვენთვის ეს პროტესტის გრძნობას არ იწვევს და არც დავინტერესდები თუ რატომ, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად აღმაშოთებელია…მსუბუქად რომ ვთქვათ

  18. Tamu Lataria ვფიქრობ ბუზიდან სპილოს შექმნა დიდი ვერაფერი საქმეა : ) და კიდევ ეს სტატია სულ სხვა აზრს ატარებს მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას რისი დანახვაც შეგვიძლია , საკუთარი გაქანებიდან გამომდინარე. ასე რომ მე არ ვიცი მეტი რა გირჩიოთ : )

  19. თქვენგან რჩევას ალბათ მაშინ მივიღებ, როცა სულ ცოტა მაინც დამარწმუნებთ რომ მცადრია ჩემი შეხედულება, ვწუხვარ მაგრამ ეს ვერ შეძელით… ბუზიდან სპილოს შექმნა კი სხვა არაფერია თუ არა საკუთარი მცდარი ლოგიკის და შეხედულების "შენიღბვა" რასაც ახლა აკეთებთ … ამიტომ თქვენთან დიალოგი მხოლოდ ამ კუთხითაც კი უკვე წარუმატებელია და არაფრის მომცემი, ვწუხვარ

  20. стерва-ს ქართული შესატყვისი არის კაპასი!
    წაკლა აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობისაა და თავაშვებულად ბოზს ნიშნავს :D

  21. cojones ქართველ ქალს რომ ქონდა, ისეთი უნდა… საბჭოთა რეჯიმში სახელმძღვანელოები გამოიცემოდა, რომელიც ქალს საკუთარ ოჯახში მოქცევას ასწავლიდა, ქმრის მორჩილებისკენ და ა.შ. მოუწოდებდა… აჩლუნგებდა და ,,აჩმორებდა,, პირდაპირ რომ ვთქვათ))) ქვეყანაში სადაც მეფე იყო ქალი და თან 12 საუკუნეში, ესეთ თემებზე კამათი სატირალია… ფრანგებს ერთი ჟანა ყავდათ და ჩვენი ისტორია სავსეა გმირი ქალებით… არც ის 300 არაგველები და 9 ძმა ხერხეულიძე მოუყვანია წეროს და და დღევანდელი დედებისაირი გაზრდილი შვილები ვერც სამშობლოს მცველებად გამოდგებოდნენ… შვილები ზუსტად ასახავენ დედების ხასიათს და სულისკვეთებას… არცერთი ჩვენდ თაობის წევრი ჩვენი წინაპრების ერთ ძვლად არ ღირს… რაც დედები, ის შვილები… საშინლად მაღიზიანებენ მანდილის მცველი მდედრები, რომლებსაც სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ, რეალურად რა ღრმა და მძიმე თემებს ეხებიან….

  22. დაბადებიდან ასეთი ვარ..სულ მეძახდნენ ბავშვობიდან სწერვას და არ ვიცოდი რას ნიშნავდა..ახლა კი გავიგე,გვიანია მაგრამ მაინც ხომ გავიგე..სულ არ მრცხვენია რომ სწერვა ვარ..

შენ რას იტყვი?