Home მოტივაცია & პოზიტივი

წინამდებარე ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ უკან, ბავშვობაში დაბრუნებასა და თქვენს თავში გარკვევაში.

«ჩემი პირველი მოგონება»

 დაგჭირდებათ ჩუმი ადგილი, სადაც არავინ შეგიშლით ხელს.

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 20 წუთი.

ავსტრალიელმა ფსიქოლოგმა ალფრედ ადლერმა შემოგვთავაზა – გვეცადა ადრინდელ მოგონებათა (როგორც წესი, ცხოვრების პირველი სამი წლის) ანალიზი. მან აღმოაჩინა, რომ სიუჟეტები წარსულიდან შეიცავენ მინიშნებებს, რომლებიც ნათელს ჰფენენ ზრდასრული ადამიანის ცხოვრების სტილს. ტერმინი “ქალური სტილიც” ალფრედს ეკუთვნის: ეს ჩვეული, ბავშვობაში ჩამოყალიბებული საშუალებაა დასახული მიზნების მისაღწევად.

დავალება: შეეცადეთ თვალები დახუჭოთ და აზრობრივად გადაინაცვლოთ თქვენი ცხოვრების პირველ წლებში. დაიმახსოვრეთ მოვლენათა განვითარება, მოქმედი პირები, თქვენი შეგრძნებები, განწყობა, სურნელი, ხმები. როდესაც იქნებით მზად უკან დასაბრუნებლად, შეუდექით მათ გაშიფრვას ჩვენი გასაღების გამოყენებით.

გასაღები:

სიუჟეტი. დამახსოვრებული მოვლენა, უმთავრესად დაკავშირებულია იმასთან, რაც თქვენთვის ამჟამად მნიშვნელოვანია. თუ გგონიათ, რომ გაგახსენდათ რაღაც არასერიოზული ან უმნიშვნელო, არ თქვათ უარი წარსულისა და აწმყოს დაკავშირებაზე. თუ მოგონება ეხება თქვენს დასჯას და/ან წყენას, არსებობს ალბათობა, რომ მიჩვეული ხართ ცხოვრების მტრულ მხარესთან ურთიერთობას და გამკლავებას.

მოქმედი პირები. აქ ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანია. მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის ყოფნა მოგონებებში შესაძლოა მიუთითებდეს, როგორც თბილ დამოკიდებულებაზე ოჯახში, ასევე, ყურადღების ნაკლებობის განცდაზე. დედის არათანმყოფადობა, როგორც წესი მეტყველებს ბავშვის მხრიდან საკუთარი არასასურველი მდგომარეობის აღქმაზე. ბებიები და ბაბუები გვახსენდებიან თუ გვანებივრებდნენ. ძმები და დები გვახსენდება – როცა გვჩაგრავდნენ ან ხელს გვიშლიდნენ, ან მოგონებებში – სადაც შური ფიგურირებს.

ემოციები. შეგრძნებას, რომელიც სხვა შეგრძნებებზე მეტად დაგამახსოვრდათ, ხშირად განიცდით ცხოვრების მიმდინარე ეტაპზეც და იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ცხოვრების სტილის განსაზღვრისას. შესაძლებელია, რომ ეს ის პრიზმაა, საიდანაც უმზერთ სამყაროს.

2 კომენტარი to this post
  1. მე პირველი სამი ყველაზე ადრინდელი მოვლენა გამახსენდა, პირველი დაახლოებით წლინახევრის რომ ვიყავი და მამამ დედასთან წამიყვანა სამშობიაროში სადაც დედა და ძმა მელოდებოდნენ და კამფეტები მომცეს ძმამ მოგიტანაო რაც მახსოვს ძალიან გამიხარდა და მეთქი კიდე მინდა ძმათქო :D მეორე როცა მეორე ძმა მოყავდათ სამშობიაროდან და მე და ჩემი პირველი ძმა სახლში ყველას დავავიწყდით და გვეშინოდა :D და მესამე მე ჩემს მშობლებთან ერთად სადღაც 3 წლის ასაკში კაფეში ნაყინს ვჭამ ვარდისფერი კაბა მაცვია :D :D და ეს ყველაფერი რას შეიძლება ნიშნავდეს?

  2. me samwuxarod kargi ver gavixsene chemi ojaxi zaladobis msxverpli iyo ( me deda da Zma) amitom mamachemis natesavebs roca vxedavdi sashineli shishi mipyrobda, gamaxdenda ezoshi viyavi rova gavixede biZachemi modioda da saxlshi gaviqeci sheshinebuli karebs vawvebodi shignidan , deda mekitxeboda ra moxdao da me vkiodi valiko modis da karebs moaweqi aq ar shemovidestqo,shishi mere agresiashi gadamivida mere deda damexmara da exla vici rom ar unda geshinodes da ar unda eshinodet … unda uyvarde da giyvardes zneli iyo magram gamomivida … amas rato vwer at vici magram ese ki iyo :)

შენ რას იტყვი?