Home თავის მოვლა

იდეალური სამყარო რომ არსებობდეს, ალბათ ყველა რეგულარულად ივარჯიშებდა და სწორ და ჯანმრთელ საკვებს მიირთმევდა. თუმცა ეს დღევანდელ დაძაბულ და ესოდენ საქმიან სამყაროში ნამდვილად შეუძლებელია. საინტერესოა, გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, დიეტა თუ ვარჯიში იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში, ვებრძოლოთ სხვადასხვა დაავადებებს, ან უბრალოდ უკეთ ვიგრძნოთ თავი.

თუ შენი მიზანია წონაში დაკლება:

დიეტის დაცვა მოგიწევს!

მიზეზი: ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გზა გახდომისკენ მიდის კალორიების შემცირების ხარჯზე. ბევრად უფრო ადვილია 500 კალორია მოაკლო შენს დღიურ რაციონს, ვიდრე რამდენიმე საათი ივარჯიშო ფიტნეს ცენტრში და დაწვა 500 კალორია. თუმცა, ვარჯიშიც და დიეტაც აუცილებელია არა მხოლოდ წონაში დასაკლებად, არამედ წონის შენარჩუნებისთვისაც.

თუ შენი მიზანია იყო უფრო ენერგიული:

უნდა ივარჯიშო!

მიზეზი: ვარჯიშს კუნთები ტონუსში მოყავს, სიმხნევე და ამტანობა იმატებს, კუნთები ვითარდება და ამას საბოოლოდ მივყავართ სასურველ შედეგამდე – ვართ უფრო ენერგიულები და აქტიურები.

თუ შენი მიზანია გულის დაავადებების რისკის შემცირება:

მაშინ კვებას უნდა მიაქციო ყურადღება!

მიზეზი: სწორი კვება ნიშნავს იკვებო მრავალფეროვნად, მიიღო ყველა საჭირო ნივთირება, ვიტამინი და ა.შ. მაგრამ თუ ერთ რომელიმე საკვებზე გინდა შეაჩერო შენი არჩევანი, როემლიც შეამცირებს გულის დაავადებების რისკს, ეს ნამდვილად ომეგა-3 ცხიმები უნდა იყოს, რომელსაც თევზეული უხვად შეიცავს. ასე რომ მიირთვით კვირაში ორჯერ თევზი და გულის პრობლემები არ შეგაწუხებთ.

თუ შენი მიზანია დიაბეტის თავიდან აცილება (პრევენცია):

ისევ ვარჯიშია საჭირო.

მიზეზი: ჯანსაღი წონა და ვარჯიში წარმოადგენს ძლიერ დაცვას დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ვარჯიშს ის უპირატესობა აქვს, რომ აქტიური კუნთები საწვავის სახით იღებენ გლუკოზას სისხლიდან და ეს ეხმარება სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას.

თუ შენი მიზანია სიმსივნის თავიდან აცილება:

მაშინ როგორც ვარჯიში, ისე დიეტა აუცილებელია!

მიზეზი: ალბათ ნათელია, რომ მცენარეული საკვები და ვარჯიში რჩება ოქროს სტანტარტად ზოგადად ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ რაც მეტს ვარჯიშობ, მით უფრო დაცული ხარ სიმსივნესგან.

თუ შენი მიზანია ხასიათზე მოსვლა:

მაშინ ამაში ვარჯიში დაგეხმარება!

მიზეზი: 20 წუთიანი აქტიური დატვირთვა საკმარისია რომ 12 საათი იყო მაღალ განწყობაზე. ასევე ვარჯიში დეპრესიის დაძლევის ერთ ერთი კარგი საშუალებაა. ვარჯიში ისეთ ცვლილებებს ახდენს ტვინში, რომ აძლიერებს შენს უნარს, გაუმკლავდე სტრესულ სიტუაციებს.

ერთი სიტყვით ნამდვილად არ წააგებთ, თუ ცოტას ივარჯიშებთ და კვებასაც მიაქცევთ ყურადღებას.

ავტორი
anosmagazine-ის ავტორი და მაკიაჟზე, თავის მოვლაზე, ვარჯიშზე უზომოდ შეყვარებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი უფრო კარგად ვიგრძნოთ, უფრო ლამაზები და კარგები ვიყოთ.
16 კომენტარი to this post
  1. დიაბეტის დროს კვებას უფრო მეტი ყურადღება უნდა…
    ისე კი, ვარჯიშს+ დიეტა ყველაზეეფექტური კომბინაციაა: არც კანი ეშვება, არც სტრიები ჩნდება, წონის "ფიქსირებული" მაჩვენებელიც დალების შემდეგ უფრო ადვიალად ნარჩუნდება.
    ვარჯიში უნდა დავიწყო რა :.

  2. გამოიყენე კაკტუსისაგან დამზადებული, უსაფრთხო, უნიკალური კანფეტი SlenderPOP's კომპანია Siselinternational-ისაგან (USA). საკმაოდ სწრაფი შედეგი!

  3. მოგესალმებით. იცით ჩვენს ჟურნალში რეკლამა ფასიანია და თუ თქვენ გნებავთ ჩვენთან თანამშრომლობა უნდა მოგვწეროთ მისამართზე . კეთილი სურვილებით

  4. ბულემია შესანიშნავი გამოსავალი არასოდეს ყოფილა. ანორექსია და სიკვდილი გარდაუვალია

  5. eg mec ki vici magram ar esmis da ra vqna , me ki ara ojaxma veraferi gaawyo. dz bevrs chams da cota xanshi garbis rom moishoros, amis wyalobit gamudmebit mshieria. arada tavsac vegar anebebs

  6. ვარჯიში მირჩევნია მკაცრ დიეტას ბევრად.6ის მერე რომ არ ჭამო და პურის რაოდენობაც შეამცირო ვარჯიშთან ერთად.

  7. აუცილბელი არაა ძაალიან მკაცრი დიეტა დაიცვა,იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე ხომ ვერ იქნები,ამიტომ ცოტა უნდა მიიღო ყველაფერი,ამასთან ერთად რა თქმა უნდა ვარჯიშიც სასარგებლოა)

  8. ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია <3 დაწყებაა ძნელი, პირველი მისვლის შემდეგ ერთი სული მაქვს დარბაზში როდის შევალ ხოლმე და ვივარჯიშებ, იქიდან ისეთი ბედნიერი გამოვდივარ :) ვერანაირი დიეტა ვერ შეცვლის ვარჯიშს, დიეტით ლამაზ სხეულს ვერ მიიღებთ, სწორი კვება და ვარჯიში საუკეთესო ვარიანტია. :* ყველას გირჩევთ :)

  9. ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციამ შეცვალა მიდგომა კვებასთან დაკავშირებით.ის 5 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ,თუ რა ტენდენციები უნდა გავითვალისწინოთ კვებასთან დაკავშირებით შემდეგი წლები.და გამოაქყვეყნა ინფორმაცია ,რის თანახმადაც მარტო მცენარეული პროდუქტის მიღება და გამორიცხვა ხორცის და ასევე კვერცხის,ცხიმის ,რაც შეიცავს ქოლესტერინს,არ მიღება მავნე ყოფილა ადამიანის ორგანიზმისთვის.და თან განაცხადა ,რომ შემდეგი 5 წელი ყველაფერი უნდა მივირთვათ.50 წელი კი ,როდესაც იყო უარყოფითი ინფორმაცია ქოლესტერინთან და ხორცთან დაკავშირებით,ყოფილა არასწორედ მიწოდებული საზოგადოებისთვის.ჩემი რჩევაა,არ უსმინოთ არანაირ ასოციაციებს,უსმინეთ საკუთარ სხეულს და ორგანიზმს,ის თვითონ მოგცემთ სიგნალს ,თუ რა პროდუქტი გჭირდებათ.კატეგორიულად ვარ განწყობილი ნებისმიერი დიეტისადმი.სწორი,დაბალანსირებული კვება,პატარა ულუფებით,3-4 საათში ერთხელ,ჯანსაღი და პოზიტივი მიდგომა თავის თავის მიმართ და ამ ყველაფერთან ერთად ვარჯიში,მაგრამ ესეც ზომიერი და აუცილებლად კომბინირებული კვება-მცენარეული,ცხოველური.კეთილი სურვილებით.ბლოგი მომეწონა.

შენ რას იტყვი?