Home თავის მოვლა

შვილის ყოლა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის ცხოვრებაში, ამიტომ ამისთვის ყოველი ჩვენგანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. დაფეხმძიმებამ ადრეულ ასაკში, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის, შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზოგი რამ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ არასასურველი ფეხმძიმობა.

ამ სტატიაში მინდა განვიხილო სხვადასხვა სახის კონტრაცეპტიული საშუალება, მათი გამოყენების წესები და მეთოდები. მანამდე კი რამდენიმე სიტყვა იმაზე თუ როგორ ხდება ჩასახვა.

იმისთვის რომ ქალი დაორსულდეს, საჭიროა მამრობითი სქესის სასქესო უჯრედი – სპერმატოზოიდი, მდედრობითი სქესის სასქესო უჯრედი – კვერცხუჯრედი და მათი შეხვედრა.

სპერმატოზოიდები, ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში მუდმივ “მზადყოფნაში” არიან, ქალის სასქესო უჯრედები კი თვეში ერთხელ მწიფდებიან. ადგილს სადაც მიმდინარეობს კვერცხუჯრედის მომწიფება საკვერცხეები ეწოდება. ხოლო კონტროლს ამ პროცესზე მდედრობითი სქესის ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი ასრულებენ.

თვეში ერთხელ საკვერცხეში იწყება რამდენიმე ფოლიკულის მომწიფება(ფოლიკული ეს არის კვერცხუჯრედი + მის გარშემო განლაგებული უჯრედების წყობა), ისინი თანდათანობით იმატებენ ზომაში. დაახლოებით 14–15 დღის განმავლობაში უდიდესი ნაწილი უკუგანვითარებას განიცდის და მხოლოდ ერთი ფოლიკული, რომელსაც დომინანტურს უწოდებენ, აღწევს საჭირო ზომას, სკდება და გამოათავისუფლებს კვერცხუჯრედს, რომელიც ფალოპის მილში(მილი რომელიც საკვერცხეს საშვილოსნთან აერთებს) გადადის. გამოთავისუფლების პროცესს ოვულაცია ეწოდება. ამის შემდეგ, თუ კვერცხუჯრედს შეხვდება სპერმატოზოიდი, მოხდება განაყოფიერება, წარმოიქმნება ზიგოტა(დიდი უჯრედი, რომლის დაყოფის შედეგადაც წარმოიქმნება ემბრიონი).

ამრიგად განაყოფიერებისათვის ყველაზე “საშიში” (ზოგისთვის კი სასურველი) დღეები არის ოვულაციის დღე +/- რამდენიმე დღე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ისეთი დღეები, როდესაც განაყოფიერების შანსი 0–ს უდრის.

ახლა კი თავდაცვის საშუალებებზე გადავიდეთ:

აბები

ეს არის აბები, რომლებიც მიიღება ყოველ დღე. მათი უდიდესი ნაწილი არის კომბინირებული, ანუ შეიცავენ როგორც ესტროგენს ასევე პროგესტერონს.

არსებობს აბები, რომლებიც ციკლის დღეების მიხედვით შეიცავენ პროგესტერონისა და ესტროგენის სხვადასხვა თანაფარდობას. ასეთი აბების ფირფიტაზე ალბათ დაინახავთ კვირის დღეებს, რომელიც ყოველი აბის ქვეშ აწერია. შეკვრები არსებობს 21 და 28 აბიანი. 28იანის შემთხვევაში, ბოლო 7 აბი უჰორმონოა, ხოლო 21იანი შეკვრისას, ციკლის ბოლო 7 დღე, აბს არ იღებთ.

მათი დალევა უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყების პირველ დღეს (ასევე შეიძლება იყოს ვარიანტები 2–5 დღეები და ციკლის პირველი კვირა დღე, დასაზუსტებლად დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს).

ეს აბები აფერხებენ ოვულაციას, ასევე ასტიმულირებენ საშვილოსნოს ყელში ლორწოვანის გამოყოფას, რაც დამატებით სირთულეს შეუქმნის სპერამტოზოიდებს.

დადებითი მხარეები:

  • საიმედო დაცვა (ერთი წლის განმავლობაში 100-დან მხოლოდ 5 ქალი დაფეხმძიმდა);
  • კომფორტი გამოყენებაში;
  • თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.

უარყოფითი მხარეები:

  • არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან;
  • შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები (გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ);
  • არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება;

გაფრთხილება: არ უნდა დაგავიწყდეთ მათი ყოველდღიურად მიღება, აბების გამოტოვება ზრდის დაფეხმძიმების რისკს. “ჩავარდნის” შემთხვევაშიარავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნაცნობების, მეგობრების აბები თქვენი აბების მაგივრად.

პლასტირი

მცირე ზომის ნაჭერი, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, გამოყოფს მათ და კანის გზით ავრცელებს სისხლში და შესაბამისად ორგანიზმში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პრინციპი იგივეა რაც აბების.

გამოყენების წესები:

მათი დაკრობა სასურველია ოთხ ძირითად ადგილას: დუნდულო, მხარი, სხეულის ზედა ნაწილი (მკერდზე არა), მუცელი. არ შეიძლება მათი დაკრობა დაწითლებულ, გაღიზიანებულ კანზე.

მენსტრუაციის პირველ დღეს იკრავთ 1 ცალს და შემდეგ კვირაში ერთხელ იცვლით მათ. არაა პრობლემა მათი წყალში მოხვედრა და დასველება. გააკონტროლეთ რომ კარგად იყოს დაკრობილი და არ მოგძვრეთ, მოძრობის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს და იზრუნეთ დამატებით თავდაცვაზე (მაგ. კონდომზე)

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლასტირის ზომების შემცირება.

დადებითი მხარეები:

  • საიმედოობა(სწორი გამოყენებისას)
  • მოხერხებული გამოყენება
  • თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.

უარყოფითი მხარეები:

  • არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
  • შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
  • არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
  • არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში.

ბეჭდები

დაახლოებით 5 სმ დიამეტრის მქონე, ჰორმონების შემცველი ბეჭდები. შეიყვანება საშოში მენსტრუაციის პირველ დღეს და რჩება იქ 3 კვირის განმავლობაში. მისი გამოვარდნის ან უხერხულობის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება მისი გამოტანა და თავიდან მოთავსება. უხიფათოა, მისი არარსებობა ინტრავაგინალურად 3 საათის განმავლობაში, უფრო მეტი დროით, ქმნის დაფეხმძიმების რისკს და საჭიროებს დამატებით თავდაცვას.

დადებითი მხარეები:

  • კარგი დაცვა;
  • კონდომის გამოყენების საჭიროების არ არსებობა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი მუდმივია და საიმედო;

უარყოფითი მხარეები:

  • არ იცავს სგდ (სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან;
  • შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები (გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ);
  • არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება;
  • ნაკლები კომფორტი გამოყენებაში (ინდივიდუალურია).

სპერმიციდები

ნივთიერებები, რომლებიც ღუპავენ სპერმატოზოიდებს და არ აძლევენ მათ საშუალებას მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე. გამოდიან გელების,კრემების და ქაფების სახით. შეიყვანება ინტრავაგინალურად კავშირამდე 15 წუთით ადრე.

მოქმედების ხანგრძლივობა 1 საათი. თუკი შეყვანილი იყო კავშირამდე 1 საათით ადრე ან მოხდება განმეორებით კავშირი, საჭიროა ხელმეორე შეყვანა.

დადებითი მხარეები:

  • არ მოქმედებენ ქალის ორგანიზმზე ჰორმონულად
  • შეიძლება შეასრულოს დამატებითი ლუბრიკანტის როლიც.
  • კონდომთან ერთად ქმნის დამატებით გარემოს სგდ–სგან თავის აცილებისთვის.

უარყოფითი მხარეები:

  • ნაკლებად უსაფრთხოა.( 26 დაუგეგმავი ფეხმძიმობა 100 ქალიდან)
  • ნაკლებად კომფორტულია, საჭიროებს წინასწარ მზადებას.
  • შეიძლება გამოიწვიოს საშოს კედლების გაღიზიანება.

კონდომი

მზადდება ლატექსისგან, არსებობს ორი სახის, მამრობითი სქესისთვის და მდედრობითი სქესისთვის(ეს უკანასკნელი ნაკლებადაა საიმედო). მოქმედების პრინციპი მდგომარეობს სპერმატოზოიდების შეკავებაში.

გამოიყენება უშუალოდ აქტის წინ. სასურველია გამოიყენოთ მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი და არა ორივე.
ლატექსის პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება იმ ლუბრიკანტებთან ერთად, რომელიც შეიცავენ ზეთოვან საფუძველს. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ლუბრიკანტის შემცველობა მის გამოყენებამდე.

დადებითი მხარეები:

  • საიმედო დაცვა როგორც ფეხმძიმობისგან ასევე სგდ–სგან;
  • არ საჭიროების ექიმის დანიშნულებას;
  • ადვილად ხელმისაწვდომია;

უარყოფითი მხარეები:

  • მგრძნობელობის დაქვეითება აქტისას (ინდივიდუალურია).

ექსტრემალური კონტრაცეფცია / Morning After Pill

გამოიყენება აქტიდან 72 საათის განმავლობაში. რაც ადრე მით უკეთესი. შეიცავს ჰორმონების დიდ დოზას, რომლებიც ხელს უშლიან განაყოფიერებას.

ყურადღება: ამ აბების მუდმივ კონტრაცეფციად გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, ვინაიდან მისმა რეგულაურლმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ორგანიზმი.

მისი ეფექტურობის შანსი მცირდება განაყოფიერების შემდეგ, ხოლო თუ ნაყოფის იმპლანტაცია (საშვილოსნოს კედელზე დამაგრება) უკვე მოხდა, ეფექტი 0–ს ტოლია.

დაიმახსოვრეთ:

– ერთადერთი საშუალება, რომელიც მეტ–ნაკლებად გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ესაა კონდომი!

– ერთადერთი საშუალება 100%–ით დაიცვათ თავი სგდ–სგან და მოულოდნელი ფეხმძიმობისგან, არის სექსისგან თავშეკავება.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

43 კომენტარი to this post
  1. natoS :)

    ღუპავენ სპერმატოზოიდებს – es Zalian magari iyo ai gadavfichindi sicilit!! :up:

    da
    –ერთადერთი საშუალება 100%–ით დაიცვათ თავი სგდ–სგან და მოულოდნელი ფეხმძიმობისგან, არის თავშეკავება.- es xom piki iyo !!!
    bravo bravo!!
    zalian magari statiaa!!!
    eseigi shezierlab itqvas rom chemi codna kontraceptivebze ufro gagrmavda da 2 damatebiti sashualebis shesaxeb informaciitac sheicso!!

  2. :) ხო, იმ მასალიდან რაც გადავიკითხე სტატიის დასაწერად, ფაქტიურად საბოლოო დასკვნა ეგ იყო :)
    ნებისმიერი ქალი ცოტათი მაინც “რისკავს”, როდესაც აქვს სექსი :)

  3. ეს ექსტრემალური კონტრაცეპცია რა პონტია?

    მე კიდე გამიგია მუსკატის კაკალი. რაღაც ზუსტად არ ვიცი როგორ მიიღება მგონი უნდა დანაყო და შეჭამო და რამდენიმე საათში გეწყება ციკლი და გამოაქ ყველაფერი.

    გაგიგიათ?

    ლოლ კიდე წარმოვიდგინე რა როჟა უნდა იყო საშვილოსნოს და პენისის პრეზიკი ერთდროულად რო გამოიყენო გგგ ჰეჰეჰეჰეჰჰეჰე :))))))
    ორი პაკეტი რო გამოიყენო ერთდროულად ეგეთი პონტია :P

  4. O.o მუსკატის კაკალზე არაფერი მსმენია :) ისე “ხალხური” მეთოდები იცოცხლე, იმდენია :)))))

    ექსტრემალურს რაც ეხება, რეალურად შეიცავს იმავე ჰორმონებს (ესტროგენს და პროგესტერონს) ოღონდ ძალიან დიდი დოზით. მოქმედების სამი გზა აქვს
    1.ცვლის ციკლს, ისე რომ არ ხდება მომწიფება
    2.აფერხებს უშუალოდ ოვულაციას
    3.ცვლის საშვილოსნოს ზედაპირს ისე, რომ ზიგოტა ვერ ემაგრება და ვერ ახერხებს ჩაზრდას(საწყალი :S )

    უფრო დაწვრილებით აქა: http://www.morningafterpill.org

    ორი პრეზიკი ერთად მაგარი პრიკოლია :D სხვათაშორის ეწერა, ორივე ერთად არ გამოიყენოთო, შეიძლება დააზიანონ ერთმანეთი და hellooow :D

  5. გგ.. ანეკდოტ ვ წემუ.

    ქალი მიდის გინეკოლოგთან:
    – Доктор, мы с мужем пока не готовы иметь ребенка, какой противозачаточный метод вы можете мне посоветовать?
    – Ну, например таблетки.
    – Ой, нет-нет доткор, таблетки, там гормоны, от них еще разжирею..
    – Тогда, кремы, гели..
    – Нет, нет, нет… Кремы, гели, это не удобно да и не надежно..
    – Ну тогда используйте презервативы..
    – Да нет же доктор, в них ведь ничего не чувствуешь..
    – Тогда, знаете что? Пейте минеральную воду.
    – Правда?? Помогает? Когда доктор, до или после?
    – ВМЕСТО!

    რუსულად დავწერე, უფრო ჟღერს :))))

  6. ahahhahahah :))))))

    “შეიცავს იმავე ჰორმონებს (ესტროგენს და პროგესტერონს) ოღონდ ძალიან დიდი დოზით”

    Hმმ მგონი ამას რომ დალევ ზედმეტი თმები დაგცვივა ყველგან :P

  7. მარი, არა რატომ? ქალის ჰორმონების ჭარბი მიღება ჭარბთმიანობას არასოდეს არ გამოიწვევს :)

  8. პრივეტ გოგოებო! :) საინეტერესო და საჭირო პოსტია,მაგრამ თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით ჩასახვასთან დაკავშირებით… მაგ. როდის და როგორ ხდება გარედან ჩასახვა, ასევე ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ქალიშვილი დაფეხმძიმებულა. ეგეთი ‘ჟივუჩები’ არიან სპემატოზოიდები რომ გარედან შეუძლიათ შეღწევა?? :0

  9. @Anonymous,
    იმისთვის რომ მოხდეს განაყოფიერება, აუცილებელია რომ სპერმატოზოიდი შეხვდეს კვერცხუჯრედს. ამასთანავე ერთი, ორი ან თუნდაც 100 სპერმატოზოიდის მოხვედრა საშოში ამისთვის საკმარისი არაა, ანუ საკმაოდ ბევრნი უნდა იყვნენ იმისთვის რომ ერთ–ერთმა გაანაყოფიეროს… გარედან განაყოფიერების შანსი არის ძალიან მცირე, თუკი ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე მოხვდა საკმარისი სპერმა, იმისთვის რომ საჭირო რაოდენობას მიეღწია “დანიშნულების ადგილამდე”. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც წყვილი თავს იცავს ე.წ. “შეწყვეტილი სქესობრივი აქტით”, ანუ მამაკაცი ორგაზმს განიცდის ქალის სხეულის გარეთ, ასეთ შემთხვევაში დაფეხმძიმება ხდება უფრო იმის გამო, რომ ხშირად მამაკაცების სპერმის მცირე ულუფებს გამოყოფენ აქტის დროს(ორგაზმამდე) და ამას ვერ გრძნობენ, შესაბამისად ის დარწმუნებულია, რომ სპერმატოზოიდები ქალის ორგანიზმში არ მომხვდარან, სინამდვილეში კი… (ასევე ასეთ დროს სპერმატოზოიდები შეიძლება მოხვდნენ ქალის ორგანიზმში მაშინ, როდესაც წყვილი შეუწყვეტლივ აგრძელებს აქტს მამაკაცის ორგაზმის შემდეგ).
    რაც შეეხება ქალიშვილების დაფეხმძიმებას.. ზოგადად საქალწულე აპკი ყველა გოგოსთვის ინდივიდუალურია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან ელასტიური და წელვადი… ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ის შეიძლება სრულყოფილი სქესობრივი აქტის დროსაც კი არ გაიხეს. ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია გოგო დაფეხმძიმდეს და მედიცინაში ცნობილია კიდეც ფაქტები, როდესაც საქალწულე აპკის ჩაჭრა(!) გახდა საჭირო მშობიარობის დროს.
    და ისევ გარედან შეღწევის ამბავზე.. ამის თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალიან უნდა გაუმართლოს გოგოსაც და ბიჭსაც, ხოლო იმ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი, როდესაც წყვილები იყვნენ დარწმუნებულები, რომ შიგნით არაფერი მომხვდარა, უფრო მეტად აიხსნება ზემოთ დაწერილით. :)

  10. გამარჯობა გენაცვალე, ადრე იყო ესეთი პირობა რომ თვითონ წერდა ყველა, უმეტესად თარგმნიდა. ასე თუ ისე ახალს ვერავინ დაწერს ვერაფერს, მაგრამ ისიც მართალია რომ სტატიები განსხვავეული ენით იყოს დაწერილი, რაგაც დონეზე ნამუშევარი. მე შენი არაფერი არ მაქვს საწინააგმდეგო, მეც ავტორი ვარ და რაც არ უნდა ბევრი ვიმუშავო ნაგვის ყუთში ხვდება. ესე დაკოპირებული ტექსტი საიტიდან: http://girlzzzrule.blogspot.com/2008/07/girlzzz.htmlნამდვილად არ არის სწორი.
    (შეგეძლო რომ წინადადებები შეგეცვალა, სათარურიც კი იგივეა.
    არ ვიცი ეს სტატია კონკურსში მონაწილეობს?
    იმედია არ გეწყინება ამდენი რო დაგიწერე და წაიკითხავთ.

  11. sakme amashia rom mashin azrze moxval roca ukve pexmdzimed xar da rogorme moishoreb muclidan nakops :) da samcuxarod sakartveloshi abebis skidva rtuli da dzviria , da kondomtan dakavshirebit vitkvi … auuuuu magari ubedurebaa :/

  12. ოღონდ ეს კონდომი არა რაა )) მგრძნობელობას კი არა,სიცოცხლის ხალისს მიქვეითებს ))

  13. რა მაინტერესებს ! საშოში სულ ცოტათი შესვლით ,თან არანაირი გათავებით არც ერთი წვეტი შეიძლება ვიყო ორსულად ? ციკლი თავის დროსთან შედარებით 3 დღით ადრე მომივიდა . გთხოვთ მალე მიპასუხოთ

    • ასეთი აქტი არაა იმის გარანტია, რომ არ დაფეხმძიმდებით. გამოიყენეთ კონდომი.
      თუ ციკლი გაქვთ, სავარაუდოდ არ იქნებით ორსულად, თუმცა საშინაო ტესტით მაინც გადაამოწმეთ.

  14. სალამი, ციკლი თუ მოგივიდათ, ესე იგი ორსულად არ ხართ. მომავალში თავი დაიცავით პრეზერვატივით ან სხვა კონტრაცეპტივებით.

  15. კიდე რა მაინტერესებს ოდნავ სისველე ვიგრძენი ოღონდ სპერმა ნამდვილად არ იყო და არის რამე კავშირში ორსულობასთან ? გთხოვთ მიპასუხოთ . მადლობა

  16. რა დებილი სტატიაა რას ქვია სექსისგან თავის შეკავება რა იდიოტობებს წერთ ხოლმე ან რა იყო აქ ახალი??

  17. გამარჯობა ! მაინტერესებს გარდა გარეგანი დათვალიერებისა თუ შეიძლება დაადგინო ქალიშვილობა ? სისხლის ანალიზიით , ან მუცლის ღრუს ეხოსკოპიით ? ან რაიმე სხვათი .. გთხოვთ მიპასუხოთ :(

    • საქალწულე აპკის დარღვევა-დაურღვევლობის დადგენა მხოლოდ დათვალიერებითაა შესაძლებელი, სხვა მეთოდი არ არსებობს.

  18. გამარჯობა ! გთხოვთ მიპასუხოთ (( საშოში სულ ცოტთი ჩემესხა სპერმა , კონდომი გაიხა . მაშინვე მოვიწმინდე და 5-10 წუთში გამოვიბანე . შეიძლება დავრჩე ორსულად ?

  19. მაინტერესებს როგორ ხვდება ქალიშვილობიის დადგენა ? და თუ არიის შესაძლებელი ის დადგინდეს სისხლის ანალიზიით , საშვილოსნოს ეხოსკოპიით ან რაიმე სხვა მეთოდიით ? გთხოვთ მალე მიპასუხოთ

    • ანალოგიური კითხვაა დასმული ლოლა-ს სახელით ამავე პოსტზე და პასუხი გაცემული გვაქვს ა.წ. 29 ივლისს მას შემდეგ ქალიშვილობის დადგენის მეთოდი მედიცინაში არ შეცვლილა.

  20. ანუ თუ დათვალიერება არ მოხდა ისე ვერ დაადგენენ ვერანაირად ხო ?

შენ რას იტყვი?