Home თავის მოვლა

არ ვიცი შენიშნეთ თუ არა, მაგრამ დაახლოებით 3 თვეა ამ სვეტში არაფერი დამიწერია.

არ ვწერდი იმიტომ, რომ მცირე შესვენება მქონდა და ვერ დავდიოდი თიდანში (რიგი მიზეზების და გამო), თუმცა მინდა გაცნობოთ რომ მე ისევ აღვადგინე ვარჯიში და თიდანში სიარული, შესაბამისად უახლოეს მომავალში კიდევ გავაგრძელებ სტატიების წერას.

თიდანში დაბრუნებისთანავე რა თქმა უნდა, პირველი რაც გავაკეთეთ, ჩემი პარამეტრების გადასინჯვა იყო.

სამწუხაროდ ერთი თვე ვარჯიშისა დამიკარგავს და უკან დავბრუნებულვარ, მაგრამ ეგ არაფერი 1 თვის შედეგები რაა, სულ მალე უკეთეს ფორმაში ჩავდგები.

პირველი ვარჯიშის შემდეგ ყველა კუნთმა მაცნობა იმის შესახებ, რომ არსებობს და დაიღალა, თუმცა ეგ არაფერი.

მომავალში სტატიები აღარ იქნება დღეების მიხედვით დაყოფილი (თუნდაც იმიტომ რომ ვერ მოვახერხებ ისეთვე სიხშირით წერას როგორც აქამდე), თუმცა აუცილებლად გაცნობებთ ყველა სიახლისა და პროგრესის შესახებ.

დავბრუნდი

მაშ ასე მე დავბრუნდი თიდანში და ისევ ვაგრძელებ საკუთარი სხეულის კორექციას, შემომიერთდებით?

 

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
მსგავსი სტატიები
4 კომენტარი to this post
  1. დიდი სიამოვნებით ვივლიდი მეც თიდანში :) სანწუხაროა რომ დრო არ მიწყობს ხელს ამ ზაფხულს :) არა უშავს შემოდგომიდან გამოვძებნი დროს და მონდომება. მიხარია რომ ამ სვეტში ისევ დაიდება სტატიები:)

  2. იმ პერიოდის მანძილზე რაც არ გივარჯიშია მოიმატე ცოტა თუ ისევ ძველი წონიდან აგრძელებ სხეულის კორექციას>?? მე ამ დილით იმდენი ვირბინე რამის სული გავაფრთხე, ჩემი გეგმებია სექტემბრამდე სირბილი და მერე ფიტნესი

    • როგორც უკვე დავწერე ერთი თვის პროგრესი დავკარგე : ) შესაბამისად ბოლოს რაც იყო ზუსტად იმ მონაცემებით არ დამიწყია : ) მაგრამ დიდადაც არ გავცდენილვარ : )

შენ რას იტყვი?