Home თავის მოვლა

დღე XXVII

ვარჯიში სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება, სიამოვნების შეგრძნება კი მეტად ძლიერდება. როდესაც ორგანიზმი ეჩვევა სტაბილურ ფიზიკურ აქტივობას, შემდეგ უკვე თვითონ ითხოვს ამას. როგორც კი თქვენ ჩააგდებთ 1-2 დღეს ისე, რომ არ დაიტვირთებით, ეგრევე განსხვავებული შეგრძნებები გექნებათ სხეულში.

თიდანის ვარჯიშების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ თუ ვერ ახერხებთ დარბაზში მისვლას, შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი სპეციალური ვარჯიშები და ისინი სახლში ტელევიზორის წინ შეასრულოთ. პერიოდულობაში ჩავარდნა არ გექნებათ და შედეგიც არ გაგეწელებათ დროში.

გასახდელში

ისევ ვარგძელებ ატკინსისა და ბრეგის წიგნების კითხვას ხოდა აი რას შევხვდი ატკინსის წიგნში:

იმისათვის რომ თქვენი შედეგი გაამყაროთ და ხელები დროზე ადრე არ ჩამოუშვათ აუცილებელია შემქნათ შემდეგი სია:

  • ჟურნალი ყოველკვირეული მიღწევებისა და შედეგების ჩასანიშნად;
  • სპეციალური ცხრილი კვების რეჟიმის აღსაწერად;
  • რეცეპტები რომელებიც სასარგებლოა და დაგეხმარებათ კლებაში;
  • თქვენი მოტივაციის მიზეზების ჩამონათვალი (სასურველია ვიზუალიზაციით);
  • საბოლოო მიზნის სრულყოფილი აღწერა.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზუსტად მოტივაციისა და წინსვლისთვისაა საჭირო. და იმისათვის, რომ ყოველ წუთას თვალწინ გვედგას ის, თუ რისკენ ვისწრაფვით და რა გვინდა, რატომ წამოვიწყეთ ყველაფერი.

კიდევ ერთი, ატკინსს აქვს სპეციალური ცხრილი, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ განსზღვროთ გაქვთ თუ არა ”სისხლში შაქრის შემცველობის ცვლილების სტრესი” – რაც იმის დასადგენადაა – განიცდის თუ არა ძლიერ რყევებს თქვენი ორგანიზმის კვების რაცონის ცვლილებისას.

სტრესის გამოსავლენი ცხრილის ნაწილი

ეს ტესტი ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან ორგანიზმი სტრესულ სიტუაციაში ძალიან უცნაურად იქცევა, იწყებს რესურსის დაგროვებას ეს კი კლებას არაფრით არ უხდება, ზუსტად ამის გამოა, რომ ხშირად დიეტის დროს გვემჩნევა უგუნებობა , გაღიზიანებადობა და სხვა ემოციური რყევები.

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
მსგავსი სტატიები
10 კომენტარი to this post
  1. მე ხანდახან მთელი დღე რომ მშიერი მიწევს ყოფნა ადვილად ვღიზიანდები მერე

  2. ძალიან კარგი წამოწყებაა რადგან ჩემნაირი ადამიანებისათვის ეს უდიდესი სტიმულია და ყოჩაღ ასე განაგრძე:) შენი შთაგონებით მე და ჩემი მეგობარიც შევებრძოლებიტ ზედმეტ კილოგრამებს:)

    • ძალიან კარგი : ) მოხარული ვარ რომ ეს თქვენთვის სტიმულია : )
      გირჩევთ პროფესიონალს მიმართოთ (ისეთს როგორიც ქალბატონი თინათინია – თიდანში) ამით გარანტირებულ შედეგს მიიღებთ : )

  3. მარიამ ისე მომეწონა შენი სია (ატკინსის), მაგრამ ნებისყოფის სიმცირის გამო ვერ ვიწყებ
    ვარჯიშსს:(((

    • ვარჯიშის დაწყებას რა ნებისყოფა უნდა? : ) უბრალოდ ადგე და დაიწყო უნდა : )

  4. სოფიკო მისამართი არაერთ სტატიაში წერია ამ სერიიდან : ) ასევე დალინკულია უმეტეს ადგილას მთი ფეიბუქის გვერდი : ) სულ ცოტა ყურადღება და ეგ ინფო არც ისე რთული საპოვნელია : ) – https://www.facebook.com/tidanii

შენ რას იტყვი?