Home თავის მოვლა

დღე XXIX

დღეს მეორედ ვივარჯიშე “დაანტიცელულიტკრემებულმა”, რა თქმა უნდა, ჯერ არანაირი შედეგი არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ გენიალური კრემია. კანში მომენტალურად იწოვება და არ აქვს გახურების ეფექტი. თანაც თიდანის ვარჯიშებთან ერთად ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეფექტს მოიტანს.

იცით თუ არა, რომ ნებისმიერი საქმიანობისას გონებისა და სხეულის ერთიან ტალღაზე მოსაყვანად არსებობს აფირმაციები?? ესენი მოკლე, სპეციალური შინაარსის შეგონებებია.

თიდანში

ისინი გამოიყენება ასტროლოგიასა და ფსიქოლოგიაში. აფირმაციები დადებითი განწყობისა და დადებითი

აზროვნების მისაღებად გამოიყენება.

ისინი მრავალნაირი არსებობს,ყველა მოქმედებისა და გეგმის შესაბამისად არის გაწერილი.

მაგალითად ჯამრთელი ცხოვრების წესისათვის ასეთი (რუსულ ენოვანი) აფირმაცია არსებობს:

“Я веду активный образ жизни.”

სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ქართულ ენაზე არსებული აფირმაციების შესახებ,

მაგრამ ალბათ ასეთებიც მოიძებნება.

ხოდა რატომ ვახსენე ეხლა ეს აქ? იმისათვის რომ თქვენი გონება სრულად შეიგრძნობდეს (ყველა უჯრედით) იმას რასაც თქვენ აკეთებთ,

ძალიან კარგი იქნება გამოიყენოთ ასეთი სახის შეგონებები და არა თვითშეცოდება მაგალითად

(მაშინ, როდესაც გინდათ შოკოლადი, მაგრამ ვერ ჭამთ მას).

“Я легко отказываюсь от того, что не служит моему благу.”

ტვინი პირდაპირ პროპორციულად რეაგირებს თქვენს შეგრძნებებსა და ემოციებზე ისევე, როგორც ასეთ თვითდაჯერებით სამუშაოებზე.

ცვლილებები

ასე რომ მაშინ როდესაც თქვენ სრულიად გააზრებულად დაიწყებთ საკუთარ ჯამრთელობასა და ფორმაზე მუშაობს, ეცადეთ ნებისმიერი ხერხით შეიგრძნოთ ეს მოქმედება და მისი სისწორე.

მთელი ვარჯიშის განმავლობაში გულში ვიმეორებდი იმ ფრაზებს,რომელიც მაგულიანებდა

და არ მაძლევდა შანსს მოვდუნებულიყავი.

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
მსგავსი სტატიები
20 კომენტარი to this post
  1. “სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ქართულ ენაზე არსებული აფირმაციების შესახებ”…

    სამწუხარო არაფერია, მარიამ – აფირმაცია თვითონ უნდა შეადგინო :))

    ეს არის ნებისმიერი პოზიტიური შინაარსის მტკიცება, რომელიც მოგწონს, მხოლოდ 3 ძირითადი წესის გათვალისწინებით შედგენილი:

    1. სასურველია, არ იყოს 10 სიტყვაზე მეტი (მოკლე და სხარტი წინადადებები უფრო ეფექტურად მოქმედებს);
    2. არ უნდა შეიცავდეს უარყოფით ნაწილაკებს: არ, ვერ, აღარ და ა. შ. მაგალითად.: “უზომოდ აღარ ვჭამ” კი არა, არამედ “ზომიერად ვიკვებები”;
    3. აუცილებლად აწმყო დროში უნდა იყოს ჩამოყალიბებული (თითქოს სასურველი შედეგი უკვე მიღწეულია). მაგ.: “მოქნილი გავხდები “კი არა, არამედ “მოქნილი ვარ”.

    სულ ესაა, იმედია, გამოგადგება :)

  2. რა კარგია ადამიანი რომ მოინდომებ და შენი შრომის ასეთ კარგ შედეგს იღებ :) გილოცავ :)

  3. მარიამ, შუალედური შედეგის გვარობაზე კარგია:))) მაგრამ არ დაგავიწყდეს ყველაფერი წინ გვაქვს:)))) ვარჯიში არ დაივიწყო:)))):***.

  4. mitxraii raa shen ishimshilee 21 dgee cavikitxee da shen xar memgoniii ..auu ra magariaaaaaaa:X:X:X:X:X shedegii dzalian magariaaa varjishii dzalian kargiaa :X:X mec tavs vaklaav da memgoni ragac gamodius :D

    • ლიზიკო
      დიახ მე გავაკეთე 21 დღიანი შიმშილობა

      გირჩევ თავს ნუ შეაკლავ, ჯობია სწორად გააკეთო ყველაფერი და ჯამრთელობას არ ავნო რამე

  5. სამწუხაროდ დროებით თიდანში ვეღარ დავდივარ, თუმცა ვცდილობ ისე ცხოვრების აქტიური წესით ვიცხოვრო და კვებას მივაქციო ყურადღება.

  6. ძალიან კარგად მესმის შენი მეც ზუსტად ეგრე ვარ უკვე დაახლოებით 1 წელია რაც დავიწყე და ძალიან ძალიან დიდ შედეგს ვგრძნობ არა მარტო პიზიკურად სულიერადაც ძალიან გავძლიერდი და აი ქართული აფირმაციები ის რასაც შენ ეძებდი აქაა :)))http://www.tsiklauri.ge/affirma.html

შენ რას იტყვი?