Home თავის მოვლა

დღე XXII

დღეს ძალიან , ძალიან მშვიდი დღე იყო თიდანში. მხოლოდ მე ვიყავი, უფრო სწორად მე, ქალბატონი თინათინი და დილის გადაცემები ტელევიზორში.

ფაქტიურად ჩემი იყო ბურთიცა და მოედანიც. შუა სარკეში ვიყავი გამოჭიმული და ვტკბებოდი საკუთარი მოძრაობებით.

ვერაფერს იტყვი, სარკესთან ვარჯიში ფარიკაობის დროიდან ძალიან მიყვარს, სულ სხვა ეფექტი აქვს საკუთარი თავის ყურებას (ნარცისიზმის შეტევები მაქვს ხოლმე).

ვარჯიშის განმავლობაში ქალბატონი თინათინისგან საინტერესო და ძალიან გამოსადეგარ რჩევებს ვისმენდი ♥

ერთ–ერთი ასეთი რჩევაა, რომ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ორგანიზმი ისვენებს და იწმინდება.

ასევე, თურმე C ვიტამინი ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმისათვის კარგია, ამ ვიტამინს კი დიდი რაოდენობით შეიცავს კივი და ლიმონი, თუმცა მათი ჭარბი გამოყენება ყველასთვის არაა მიზანშეწონილი და ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე.

ნარცისიზმი ♥

დღე XXIII

აუ, თქვენ არ იცით რა სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც გასახდელში ახალ შემოსული ადამიანი გესალმება და გეუბნება, რომ მან შენი სტატიები წაიკითხა და ამის შემდეგ გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება. იმ დღეს ფაქტიურად დავფრინავ, დავფარფატებ და ვსხივოსნდები ♥

ხალხი

დღევანდელი ვარჯიში მდარედ წავიდა, ფიზიოლოგია მაინც რა სასტიკი რამეა, ზოგჯერ ისე უაზროდ გაგჭედავს, რომ ვერაფერს უშვრები.

დღეს საკმაოდ დატვირთული დილა იყო, ერთდროულად 5 ადამიანი ვვარჯიშობდით, ერთი ამდენი კიდევ რომ შემოგვმატებოდა, სასუნთქი ჰაერი აღარ დაგვრჩებოდა ალბათ, მაგრამ მაინც მაგარია ბევრ ხალხთან ერთად ვარჯიში ♥

ისე ერთი კარგი ციტატა გამახსენდა რომელიც ბენჟამენ ფრანკლინს ეკუთვნის:

”სადილად მიირთვით მცირეოდენი, ვახშმად უფრო ცოტა, ისე კი უმჯობესია მთლად უვახშმოდ დაიძინოთ.”

P.S. ატკინსის წიგნთან ერთად, ჩემი დაკარგული პოლ ბრეგის წიგნიც ვიპოვნე ”შიმშილობის სასწაული” და იმის კითხვასაც თავიდან ვიწყებ : ) იქნებ შიმშილობის დღიურის აღდგენაც მომინდეს, მას მერე რაც ჩემს სხეულს თიდანთან ერთად სრულყოფილებამდე მივიყვან ♥

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
12 კომენტარი to this post
  1. წარმატებები :) თუ სადმე შემოგხვდი აუცილებლად გეტყვი რომ შენს სტატიებს ვკითხულობ :)

  2. ვკითხულობ რომელია სახლში დიდი ხნის წინ შეწყვეტილი ფიტნესის აღდგენის ხალისი დამიბრუნა შენმა პოსტებმა.

  3. მარიამ, მიხარია, რომ შენი გულშემატკივრების რიცხვი მატულობს! ეს შენთვისაც და ჩემთვისაც სტიმულის მომცემია:))) ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ხალხს იმედები გავუცრუოთ და ” ვაწვებით’ ბოლომდე:))) ახლა რაც შეეხება ვიტამინ– ც-ს .ჭარბწონიან ადამიანებს ხშირად აკლიათ გასახდომი ვიტამინი ც, რომელიც გასახდომი ჰორმონების წარმოშობას უწყობს ხელს, და 3გრ. ვიტამინი ც უზრუნველყოფს თირკმელზედა ჯირკვლის სისავსეს, ეს ის ადგილია, სწორედ სადაც გასახდომი ჰორმონები გამომუშავდება. შენს მკითხველებს ვურჩევ, ერთ ჭიქა მინერალურ წყალში ჩაწურონ 4 ლიმონი და ყოველდღიურად მიირთვან:))) გისურვებ კიდევ ერთხელ წარმატებებს:)))

  4. იქნებ შეძლო ჩემი დახმარება სტატია 100 სიტყვაზე მეტია მაგრამ მაინც ვერ ვგზავნი შესამოწმებლად

    • გაგზავნით გამოაგზავნი ელე მაგრამ შეიძლება ის რედაქტორებმა უკან დაგიბრუნეს : ) კარგად შეამოწმე შენიშვნები და კომენტარები : )

შენ რას იტყვი?