Home თავის მოვლა

დღე XVI

ზუსტად 6 თებერვალია, მე ვარჯიში თიდანში 6 იანვარს დავიწყე – გამოდის, რომ ერთი თვეა უკვე ვვარჯიშობ. სამწუხაროდ რამდენჯერმე მომიწია ვარჯიშის გაცდენა რიგი მიზეზების და გამო, თუმცა ფაქტია, რომ ამას არ შეუშლია ხელი ჩემთვის, მიმეღო ენით აუწერელი შედეგი.

ხალხმრავლობა

მინდა გითხრათ, რომ მე აქ არ ვასრულებ არც ვარჯიშს და..

არც ამ სვეტს! :)

მე ვაგრძელებ ორივეს და აუცილებლად ადევნეთ თვალყური ცვლილებებს, ხოლო თუ გინდათ თქვენი სხეულიც მიუახლოვდეს იდეალურს, მაშინ შემომიერთდით თიდანში ♥

ეს არის ადგილი, სადაც თქვენ უბრალოდ მორიგი ხორცის ნაჭერი კი არ ხართ, თქვენ ხართ ინდივიდი, სადაც ზრუნავენ თქვენზე, აკვირდებიან თქვენს წარმატებას, გირჩევენ რა და როგორ, მხარში გიდგანან, გგულშემატკივრობენ და, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებენ თქვენთან ერთად, რომ შედეგი იყოს სასურველი!

სავარჯიშო ატრიბუტიკა

დღევანდელ დღეს ისეთ ჯანზე ვიყავი, რომ ძალიან აქტიურად ვაკეთე ვარჯიშები, თუმცა ამ დროს თითქმის გაუჩერებლად ვსაუბრობდი დასაწყისში, შემდეგ კი ქალბატონმა თინათინმა გვირჩია, რომ თუ ცხიმების წვა გვინდოდა უნდა გავჩუმებულიყავით. როგორც აღმოჩნდა, როდესაც თქვენ ვარჯიშისას საუბრობთ, ცხიმები აღარ იწვის და სხვა პროცესები ირთვება, შესაბამისად შედეგი იკლებს.

მართალია, გაჩუმება რთული აღმოჩნდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ალბათ იქითა კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ გავზომავთ ჩემს პარამეტრებს და საინტერესოა ახლა რა შედეგი იქნება ♥ ყოველ გაზომვაზე გული ისე მიხტის, თითქოს 6 წლის ვიყო და პირველად მივდიოდე სკოლაში, თითქოს პირველი ორიანი უნდა ვამცნო მშობლებს – რაღაც ენით აუწერელი მოლოდინი და ღელვაა.

დღე XVII

მინდა გითხრათ, რომ მსუბუქ ნაბახუსევზეც კი ვარჯიში არ არის კარგი (სასიამოვნო), თუმცა ვარჯიშის გაცდენა კიდევ უფრო ცუდი საქციელია, ამიტომაც დღეს ისევ თოვლიან და ყინვიან ამინდში გამოვბანცალდი, ნახევრად გახელილი თვალებით და წავედი თიდანში.

ვარჯიში

ჩვეულებრივ, ორივე სერია თავიდან ბოლომდე რომ ვივარჯიშე, მერე ქალბატონმა თინათინმა ჩემი მაკარონებივით ხელებისათვის ახალი ვარჯიშები დამიმატა (მაკარონში მოდუნებული იგულისხმება).
ერთი შეხედვით არაფერი რთული, მაგრამ ყველაფერი რომ გავაკეთე, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, სად იყო კუნთები და რომ იყო საერთოდ.

შემდეგ განვიხილეთ წონისა და გარშემოწერილობის კლების შეჩერებები, ანუ ის მომენტი, როდესაც ორგანიზმი რიგ შემთხვევებში ცვლილებას არ განიცდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესები – ამიტომ თუ თქვენი წონაც გაყინულია და არც გარშემოწერილობა გაკლდებათ, ხელებს ნუ ჩამოუშვებთ და არ დანებდეთ!

პარამეტრების გაზომვა

მეც ვაგრძელებ ჩემი სხეულის კორექციას თიდანის სისტემით ♥

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
14 კომენტარი to this post
  1. ძალიან მაგარი ხარ!!!!მასე გააგრძელე!!!იმ კვირაში მე და ჩემი მეგობარიც შემოგიერთდებით ;)

  2. მარიამ, ისე მსიამოვნებს, ხოლმე შენი მოსმენა, ხშირად არც გაჩერებ–ხოლმე, მაგრამ კუნთებს ჟანგბადი ესაჭიროება და რას ვიზამთ:))) არა ნაკლებ მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა:))) ვაფასებ შენს ობიექტურობას.<3 ჩემი მხრიდან მთავარი მადლიერება , არა შუალედური შედეგის მოცემა, არამედ საბოლოო შდეგის დადება იქნება, რისი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გამაჩნია:***

    • ვაიმე მადლობა ♥ გავწითლდი ♥
      ჰო აწი მეც ვეცდები ნაკლები ვილაქლაქო ხოლმე და არც სხვები ავიყოლიო : ))

  3. 10-ში გახდება ერთი თვე ^^ და ერთი სული მაქვს ვნახო ჩემი ერთი თვის შედეგი <3<3 ნუ მართალია 10-ში ცოტა არეული იქნება პარამეტრებიც და კილოგრამებიც მაგრამ მაინც :პ

    • აუ შენი შედეგები მეც ისე მაინტერესებს თითქოს ჩემია, რომ გიყურებ მაშინ უკვე უზარმაზარ სხვაობას ვხედავ და ახლა სანტიმეტრებში ხო სააერთოდ ♥

  4. მეც მინდა ვარჯიში,ძალიან მიყვარს… ამ სვეტს რომ ვკითხულობ კიდევ უფრო მინდააააა!!

  5. მარიამ, მეც ძალიან ვგულშემატკივრობ ნათიას<3, დღეს გავსინჯე და ერთი თვის თავზე, მუცელზე და წელზე – მთავარ პრობლემურ ზონებზე : 11–11 სმ. ჰქონდა გასული, მიუხედავად ფიზიოლოგიური მდგომარეობისა. აღარ ვლაპარაკობ დანარჩენ 9 პარამეტრზე:)))იმ კვირაში, ბარძაყის წინა კუნთს გავააქტიურბთ, ასე მოითხოვა ვიზუალურმა ხედვამ:))) (თინიკო)

  6. როგორ მაინტერესებს შედეგები :) პირველი ჩანაწერებიდან ვკითხულობ და მოტივაცია გამიჩნდა რომ მეც მევარჯიშა. ასე რომ მეც შევუდექი ვარჯიშს

შენ რას იტყვი?