Home თავის მოვლა

მაშ ასე. დღეს I დღეა, როდესაც მე ფიტნეს ცენტრ “თიდანში” მივედი და დავიწყე ჩემი ერთ თვიანი სავარჯიშო ციკლი.

თიდანი ჭავჭავაძეზე

შესვლისთანავე ძალიან მყუდროდ ვიგრძენი თავი, დამხვდა სისტემა თიდანის ხელმძღვანელი და ავტორი, მეთოდისტი- თინათინ ალადაშვილი

პირველი ნაბიჯი იყო გასაუბრება, როდესაც ჩემი ჯამრთელობისა და ფიზიკური მომზადების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ქალბატონ თინას.

სარკეები დარბაზში

საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა. შემდეგ იყო ჩემი პარამეტრების გაგება იმისათვის, რომ შედეგი ყოველ ეტაპზე იყოს გაზომილი. ეს ეტაპები რამდენიმე ციკლისაგან შედგება.

მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყე ვარჯიში.

მინდა გითხრათ ვარჯიშები არ არის რთული, პირიქით, საკმაოდ ადვილია, მაგრამ ყოველი ვარჯიშის შემდეგ ხვდები, როგორ ამოძრავდა თითოეული კუნთი. ვიგრძენი როგორ გაცოცხლდა ჩემი სხეული.

სავარჯიშო ატრიბუტიკა

დააახლოებით 8 თვეა ოდნავ არ გავქანებულვარ და დღევანდელი ვარჯიში ძალიან მესიამოვნა,
სრულებით არ მიგრძვნია დაღლა.

გარემო სასიამოვნო, ქალბატონ თინა ძალიან მშვიდი,
მიდგომა ინდივიდუალური (ზუსტად ჩემი კომპლექციისა და პრობლემური ზონების მიხედვით) – ფაქტიურად სამოთხეში მოვხვდი.

ვარჯიშის შემდეგ ასევე მივიღე ინფორმაცია თუ რისი ჭამა ღირს და რისი არა,
რას მივაქციო ყურადღება და როგორ ჯობია რომ გავანაწილო კვება დღის
განმავლობაში.

მე ვარჯიშის წინ

მინდა გითხრათ ეს ყველაფერი დღეიდან სისრულეში უნდა მოვიყვანო და
ვფიქრობ წინ ძალიან, ძალიან საინტერესო ერთი თვე მელის.

თიდანის ფილიალები გახლავთ თბილისის სხვადასხვა უბნებში – პეკინზე, ჭავჭავაძესა და ვაჟა ფშაველაზე.

ჩემი პრობლემური მაჩვენებლები - წელი, თეძო, მკერდი

 

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
5 კომენტარი to this post
  1. უჰ გუშინდელი ვარჯიშის მერე დღეს ყველა კუნთს ვგზრნობ სხეულზე, ისეთებსაც კი რომელთა არსებობაზეც წარმოდგენა არ მქონდა. ასეთი შეგრძნებები ვარჯიშის მერე პირველად მაქვს <3.

  2. ეხლა გავიგე რომ თიდანი ნუკრი და თიკას ახალი ცენტრი ყოფილა. მე პეკინზე დავდიოდო და მახსოვს პირველ თვეში 4 კილო დავიკელი, ყოველგვარი დიეტის გარეშე, მაგრამ რეგულარული ვარჯიშით! მარიამ წარმატებებს გისურვებ!

  3. რა საშინელებაა. მეც იგივე დღეში ვარ. ორი დღის წინ ახალი ვარჯიშები გავაკეთე და რობოკოპივით დავდიოდი:) მარიამ მიხარია რომ ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, და კუნთები გტკივა! ეს კარგი ნიშანია, ესეიგი კარგად ივარჯიშე:)

  4. მადლობა : ) საინტერესოა როგორი შედეგები მექნება მე ^^ სერიოზული შემართებით ვა რ

შენ რას იტყვი?