Home თავის მოვლა

წონაში კლების პოპულარული და კეთილგონივრული მეთოდებია დიეტა და ფიზიკური დატვირთვა, რაც გონიერების ფარგლებში სასარგებლოა, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც ეს მეთოდები უძლურია და საჭირო ხდება წონის დაკლება ოპერაციით, როდესაც არსებული სხეულის მასა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

სხეულის მასის ინდექსი არის სიდიდე, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ადამიანის მასის შესაბამისობა მის სიმაღლესთან. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ჟურნალის სხვა ავტორის ძალიან საინტერესო სტატია:Plus size Life: წონის ინდექსი, ამიტომ მე აღარ შევჩერდები და გადავალ უშუალოდ თემაზე.

როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს, ადგილი აქვს სიმსუქნეს, რომლის რადმენიმე კატეგორია არსებობს:

30-34.9_პირველი ხარისხის სიმსუქნე

35-39.9_მეორე ხარისხის სიმსუქნე

40 და მეტი_მორბიდული (მესამე ხარისხის) სიმსუქნე

თუ სხეულის მასის ინდექსი 40მდეა, ოპერაციაზე საუბარი ნაადრევია, გახდომა სხვა საშუალებებითაც რეალურია. ოპერაცია კეთდება მორბიდული სიმსუქნის დროს. ძირითადად ტარდება ორი სახის ოპერაცია: კუჭის ბანდაჟირება და შუნტირება.

კუჭის ბანდაჟირების ოპერაციის მიზანია მიღებული საკვების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და შესაბამისად კალორიების შემცირებაც, რაც მიიღწევა კუჭის ზედა ნაწილზე სპეციალური რგოლის დადებით (კუჭის ბანდაჟი).

კუჭის ბანდაჟირება

კუჭის ბანდაჟი რთული მოწყობილობაა, ჰიდრავლიკური სისტემით. ჰიდრავლიკურ სისტემას წარმოადგენს მანჟეტი, რომელიც რგოლის შიდა ზედაპირზეა დამაგრებული და შეიძლება გაიბეროს. დამაკავშირებელი მილით მანჟეტი „პორტს“ უკავშირდება.

ბანდაჟი

პორტი მუცლის კანის ქვეშ მაგრდება, იგი საჭიროა მთელი სისტემის სითხით შესავსებად, რაც რგოლის შიგნითა სანათურს შეავიწროვებს. ეს საშუალებას იძლევა, რომ თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად მოხდეს გასავლის ზომის კონტროლი. ბანდაჟის რეგულირება დადებიდან 2 თვის შემდეგ ხდება, როდესაც ბანდაჟი ქსოვილებში კარგადაა დამაგრებული. პორტში, რომელიც კანთანაა მიმაგრებული გარედან შეყავთ მცირე რაოდენობის სითხე, პროცედურა ხანმოკლე და თითქმის უმტკივნეულოა.

რგოლის დადების შემდეგ საჭიროა კვების განსაკუთრებული რეჟიმი.

ბანდაჟირება ხდება ლაპარასკოპიულად, ისევე როგორც შუნტირება.

შუნტირება წონის კლების ორ მექანიზმს მოიცავს: საკვები ნივთიერებების ათვისების შემცირება (მალაბსორბცია) და კუჭის მოცულობის შემცირება. კუჭის შუნტირების ოპერაციის რამდენიმე სახეა შემუშავებული, თუმცა ოპტიმალურად ე.წ. რუ-ს ტიპის ოპერაცია ითვლება.

იქმნება მცირე კუჭი, რომელსაც კუჭის გადაჭრის შემდეგ წვრილი ნაწლავი უერთდება. კუჭის მოცულობა შემცირებულია და მიღებული საკვები არ გაივლის წვრილი ნაწლავის დიდ ნაწილს, შესაბამისად ადამიანი ცოტას ჭამს და ცოტაც შეიწოვება.

შუნტირება, რუს (იგრეკისმაგვარი) ანასტომოზით 1. საყლაპავი, 2. კუჭი, 3. თორმეტგოჯა ნაწლავი, 4. ნაღვლის ბუშტი, 5. სანაღვლე გზები, 6. წვრილი ნაწლავი, 7. მსხვილი ნაწლავი, 8. მცირე კუჭი, 9. წვრილი ნაწლავის ყრუ ბოლო, რომელიც მცირე კუჭს უკავშირდება

ამ სახის ოპერაცია უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 50-ზე მეტია. მას ბევრი გართულება ახლავს თან: საკვები ინგრედიენტების დეფიციტი, რომელსაც მალაბსორბცია იწვევს, ანემია და სხვა, ამიტომ ოპერაციის შემდეგ პაციენტს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, რათა გაჯანსაღების ნაცვლად, მეტი ზიანი არ მიადგეს მის ჯანმრთელობას.

ბანდაჟირება ნაკლებ რისკს მოიცავს, საკვების ფიზიოლოგიური პასაჟი შენარჩუნებულია.

ამ სახის ოპერაციები ბოლო დროს ძალიან პოპულარულია საქართველოშიც, ცნობილი ადამიანებიდან, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ, მსგავსი ოპერაციები გაიკეთეს მამუკა ონაშვილმა და ნიკა მემანიშვილმა.

კლების დინამიკა ოპერაციიდან 0, მე-4, მე-10 და მე-18 თვე

მსგავსი სტატიები
9 კომენტარი to this post
  1. არადა ბანდაჟირება უკვე მოძველებული მეთოდია საკმაოდ. უცხო სხერულის ორგანიზმში ყოფნას გაცილებიტ სჯობს ლაპაროსკოპული გრძივი ანუ სლივ გასტრექტომია.
    ყევლა ეს ოპერაცია ძლიან წარმატებით კეთდება საქართველოში. ბილიოპანკრეატულ შUნტირებაზე უმჯობესია პროფესიონალმა ისაუბროს ვიდრე მე.

  2. უარყოფითი მხარე ორივე მეთოდს აქვს :) ყველა სახეობა არ განმიხილავს, ეს ხომ სამედიცინო ჟურნალი არაა, უბრალოდ მინდოდა ზოგადი წარმოდგენა შემექმნა, მათთვის, ვისაც მედიცინასთან შეხება არ აქვს, პროფესიონალი ამ სფეროში არც მე ვარ და სიამოვნებით გავეცნობოდი ამ საქმის სპეციალისტის მოსაზრებას, ანდაც მის სტატიას ამავე ჟურნალში :)

  3. ალექსანდრა მაჭავარიანი ხშირად ეს "უარყოფითი" მხარეები ვერ გადაწონის იმ საშიშროებებს, რაც მორბიდულმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს. მარტო ის რად ღირს, რომ დიაბეტი რჩება ამ ოპერაციების შემდეგ. ანარჩენზე დაველოდოთ ექიმს. იმედი მაქვს ის გვიპასუხებს.

  4. Nia Piamaria მეც ექიმი ვარ და მშვენივრად ვიცი სიმსუქნის საფრთხეები, იმიტომაც დავწერე ეს, უბრალოდ ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ :)

  5. ბარიატრული ქირურგია მოიცავს 6 ძირითად ქირურგიულ ჩარევას- 40-დე ვარიანტს. ეს არის ქირურგიის განსაკუთრებული დარგი- ე.წ. მეტაბოლური ქირურგია. აღსანიშნავია, რომ ბარიატრული ოპერაციის ჩატარების წინ პაციენტს უნდა აეხსნეს ყველა სახის ჩარევის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიეცეს მას პაციენტისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ლიტერატურა. მხოლოდ ამის შემდეგ პაციენტი ირჩევს ოპერაციის ვარიანტს- ქირურგს მხოლოდ რეკომენდაციის უფლება აქვს, რასაც ის აუცილებლად აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში.
    გასათვალისწინებელია ისიც რომ, ქირურგიული მკურნალობა არის მხოლოდ რგოლი, სიმსუქნესთან ბრძოლაში და ოპერაციის – განსაკუთრებით დიდი ჩარევების შემდეგ, წონის კლების პროცესში საჭიროებს ქირურგთან ერთად ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგ-დიეტოლოგის და სხვა სპეციალისტების მონიტორინგს.

  6. ყველა შემთხვევაში საჭიროა კვების რეჟიმის დაცვა და
    დიეტა ჯობს ყველაფერს.

  7. თუ იქნება საშუალება რომ, ფასები ჩამოვწეროთ ამ ტიპის ოპერაციების. მადლობა წინასწარ.

    • გამარჯობა. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო დაწესებულებები თვითონ ადებენ ფასს ამათუიმ მომსახურებას, რის გამოც ფასებშიც სხვაობა იქნება. ვინაიდან ჩვენ რეკომენდაციას კონკრეტულ კლინიკას ვერ გავუწევთ, შესაბამისად ვერც კონკრეტულ ფასს დაგისახელებთ.

შენ რას იტყვი?