როგორ შევარჩიოთ შამპუნი სულფატების გარეშე
შამპუნები სულფატების გარეშე – პროდუქტი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია სტილისტები აქტიურად უწევენ რეკომენდაციას. ტრადიციულ შამპუნებთან შედარებით, მათ მეტი კარგი თვისება აქვთ, თუმცა არის უარყოფითი მხარეებიც.
რა არის სულფატები?
ნივთიერებები, რომელიც შამპუნის სქელ ქაფს წარმოქმნის. სულფატები შედარებით იაფფასიანი ინგრედიენტია და გამოიყენება როგორც შამპუნებში და შხაპის გელებში, ასევე საპონში, კბილის პასტაში და ა.შ. ხშირადაა აღნიშნული, როგორც sodium laureth sulfate და ammonium laureth sulfate.
რატომ უნდა გამოვიყენოთ შამპუნი სულფატების გარეშე?
მართალია სულფატები შედარებით იაფფასიანია, ვიდრე სხვა დეტერგენტები, მაგრამ ზოგჯერ კანს აღიზიანებს. თმის გაუხეშებას, გაფუებას და საღებავების გამორეცხვას სწორედ სულფატები უწყობს ხელს. შამპუნის თვალში მოხვედრისას თვალის აცრემლებასა და წვაშიც სწორედ ეს ინგრედიენტია დამნაშავე.
დადებითი მხარეები
- დაბანისას თმა ნაკლებად ზიანდება და შრება
- კარგია მგრძნობიარე კანისთვის
- არ აუფერულებს შეღებილ თმას
- თმა ხდება მორჩილი და არ არის აუცილებელი დამატებითი ნიღბების, კონდიციონერების და ბალზამების გამოყენება
- ვინაიდან ასეთი შამპუნები უფრო “რბილია”, თმა ნაკლებად ცხიმიანდება
- კერატინით გასწორებისას შედეგი ბევრად უფრო ხანგრძლივია
უარყოფითი მხარეები
- ასეთი შამპუნები შედარებით ნაკლებად ქაფდება, ამიტომ საბოლოო ჯამში შეიძლება იმაზე ძვირი დაგიჯდეს, ვიდრე ჩვეულებრივი შამპუნი
- არარეკომენდებულია ძალიან ცხიმიანი თმისთვის
სად ვიპოვოთ ასეთი შამპუნები?
გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომლის შეძენაც ამაზონზე შეგიძლია. პროდუქტის შესაძენად დააწკაპუნე სახელწოდებაზე.
1. L’Oréal Paris
2009 წლიდან L’Oréal Paris ორი ტიპის სულფატებისგან თავისუფალ შამპუნებს უშვებს. EverPure შეღებილი თმისთვის და EverStrong – ყველა ტიპის თმისთვის.
2. DermOrganic Conditioning Shampoo
ანტიოქსიდანტებით, ვიტამინ E-თი და არგანის ზეთით გამდიდრებული შამპუნი იცავს თმას თერმული ზემოქმედებისგან.
3. Sweet Baby Shampoo
სულფატებისგან თავისუფალი შამპუნი სპეციალურად ბავშვებისთვის. თუმცა დიდებსაც შეუძლიათ გამოყენება, განსაკუთრებით მათ, ვისაც ძალიან თხელი თმა აქვს.
4. Miracle Volumizing Shampoo
შამპუნი მოცულობისთვის, რომელიც თმას კვებავს, ანიჭებს მბზინვარებას და ამასთან, შეღებილი თმისთვისაცაა განკუთვნილი.
სულფატებისგან თავისუფალი შამპუნები, ისევე როგორც “ჩვეულებრივები”, ყველა ტიპის თმაზე ინდივიდუალურად მოქმედებს, ამიტომ თუ პირველივე ცდაზე არ მოგეწონა, კიდევ სცადე, რომელიმე აუცილებლად მოუხდება შენს თმას.
natura sibirika-davamatebdi chventan aris gakidvashi da sulfatebis gareshea,arc parabenebs sheicavs…
აქ რომ ვიპოვოთ (გამოწერის გარეშე) ისეთებს ვერ გვირჩევთ?
არსებობს ამერიკული კომპანია, SISEL,რომელსაც ხელმძღვანელობს ლეგენდარული მეცნიერი, ბიოქიმიკოსი-ტომას მაუერი. მან შექმნა უნიკალური პროდუქცია,ჯანმრთელობის და სილამაზისათვის,რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.. აღიარებულია დღეისათვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ ბიოპროდუქციად მსოფლიოში. ის 3 წელია უკვე საქართველოშიცაა. ეს მათი საიტია. http://www.mysisel/lalo
Davines – is yvela shampuni aris sulfatebis da parabenebis gareshe
hm, sainteresoa. aqamde ratom ar vicodi
& Ana Getashvili – ესეც აქვე შეძენის მსურველებს :)
http://gpc.ge/?menuid=29&lang=1
http://gpc.ge/?menuid=29&lang=1
http://www.beautyheaven.com.au/hair/shampoo/14357-schwarzkopf-professional-bc-bonacure-hairtherapy-colour-save-sulfate-free-shampoo/reviews# ამ პროდუქტის შეძენა საქართველოში შეგიძლიათ სალონებსა და “ქალთა ბედნიერების” მაღაზიათა ქსელში.
Sad aris aq logika? !
რატომ უნდა გამოვიყენოთ შამპუნი სულფატების გარეშე?
მართალია სულფატები შედარებით იაფფასიანია, ვიდრე სხვა დეტერგენტები, მაგრამ ზოგჯერ კანს აღიზიანებს. თმის გაუხეშებას, გაფუებას და საღებავების გამორეცხვას სწორედ სულფატები უწყობს ხელს. შამპუნის თვალში მოხვედრისას თვალის აცრემლებასა და წვაშიც სწორედ ეს ინგრედიენტია დამნაშავე.
დადებითი მხარეები
დაბანისას თმა ნაკლებად ზიანდება და შრება
კარგია მგრძნობიარე კანისთვის
არ აუფერულებს შეღებილ თმას
Ver unda iyos amis damceri sag azrovnebaze.
დადებითი მხარეები იგულისხმება სულფატების გარეშე საპნის და არა სულფატების :))
მე გეტყვით სოდიუმ ლაურინ სულფატი არის ნავთობიდან მიღებული პროდუქტი. რატომ არ უნდა გამოვიყენოოოოოოოოთ? მეცნ. დაამტკიცეს,რომ 80% არის მიზეზი სიმსივნის პირადი ჰიგიენის საშუალებების მოხმარება.