Home თავის მოვლა

მე თქვენ უკვე საკმარისად ბევრი მოგიყევით დასაწყისის შესახებ , ახლა კი ისევ გავაგრძელებ დანარჩენი დღეების ისტორიას.

აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

დღე 13:

მთელი დღე გარე – გარე დავეხეტები. მიუხედავად იმისა, რომ ძლივს დავჩანჩალებ – ერთ ადგილას მაინც ვერ ვჩერდები.

დაღლა

დღე 14:

მეორე ციკლის დასასრული. უკვე იმაზე მეტად მოდუნებული მაქვს სხეული ვიდრე ვისურვებდი. სულ მცივა და სულ დაღლილი ვარ, უმეტესწილად მძინავს.

დამრჩა ბოლო 7 დღიანი ციკლი. ფაქტიურად ვეღარ ვსვამ წყალს. რამდენიმე ყლუპის შემდეგ ისე ვიყეყები, თითქოს ერთი ქორწილის სამყოფი სუფრა მეჭამოს.

გამორეცხვები – SUCKS

დღე 15:

აუცილებლად უნდა გავიდე ბოლომდე მაგრამ ეს უკვე ძალიან ძნელი ხდება. ყველაზე და ყველაფერზე გაცეცხლებული ვარ!

დარჩა 6 დღე!

დღე 16:

აღარ მინდა!

გული მერევა!

სუსტად ვარ!

დაღლილი ვარ!

ვაიმე.

განწყობა

დღე 17:

საოცარია…

ნუთუ შიმშილობა რაღაც ახალი თავგადასავალის მომასწავებელია?

იქნებ როცა რაღაცას თმობ სხვა რამეს იღებ? იქნებ დამთხვევაა და მე შეცდომით ვაკავშირებ?

სულ რაღაც 4 დღე დარჩა. ახლა ვხვდები რატომ მეუბნებოდა დედა საკმაოდ რთულია 21 დღეო, მართალი ყოფილა, მაგრამ რადგან ვთქვი უნდა გავაკეთო კიდეც – შუაში მიტოვება ვის გაუგონია. თანაც ასე არ შეიძლება შეწყვეტა – რამდენი დღეც ვიშიმშილე იმდენივე დღე მინდა ჭამის თავიდან დასაწყებად.

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
14 კომენტარი to this post
  1. ბრავოოოო:):):) ალბათ ასეთ დროს არ უნდა იმუშაო და სახლში უნდა იჯდე ან უფრო უნდა იწვეეე:):) ფიზიკურადაც და ფსოქოლოგიურად სუსტად ხარ:):) პოლ ბრეგი ”შიმშილობის სასწაული”და ხარ უჯანმრთელესიოოო:):)

  2. 5 დღეში 6 კგ ძალიან მაგარია,მაგრამ როგორც ვიცი 1 დღით უნდა დაიწყო და ნელ-ნელა უმატოოო

  3. მართალია : ) ბრეგის სისტემაა : ) თუმცა წოლა რეკომენდებულია მხოლოდ 21დღის შემდეგ : )

  4. 3 დღიანი განტვირთვა არსებობს კი. მინერალურ წყალზე უნდა იყო. თუმცა მაგის შემდეგაც ჭამის უცებ დაწყება მიზანშეწონილი არაა. : )

  5. ღმერთო ჩემო როგორ გაძელი! ერთ დღიანს კი არა 6 საათიან შიმშილზე გრიზლი ვარ ხოლმე:( 2 კვირაშ ერთი დღე სასარგებლოა!

  6. მართლა ძალიან გამძლე ხარ! შენ ადგილას ვერ შევძლებდი… დიეტებთან მიმართებაში ნებისყოფა არ მაქვს :s :s :s ყოჩაღ!

  7. მთავარია ძალიან ძლიერად გინდოდეს : ) ნებისყოფა მერე ჩნდება საიდანღაც )

  8. შეიძლება სულ შიმშილობა , საშიში არაა თუ ყველაფერს სწორად ასრულებ : ) თუ დაიკლებ მერე არ მოიმატებ თუ სწორად კვებას იწყებ და ჯამრთელი ცხოვრების წესით აგრძელებ : )

შენ რას იტყვი?