Home თავის მოვლა

ბლოგპოსტების ამ სერიაში მოგიყვებთ იმის შესახებ, თუ როგორ ვიშიმშილე 21 სრული დღე.

მერწმუნეთ ეს არც ისე რთულია, მაგრამ თვითნებურად ამის გაკეთება დაუშვებელია, ჯამრთელობისთვის საზიანო და სიცოცხლისათვის საშიში.

21 დღე მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ვყავი და თან დღიურს ვაწარმოებდი, რომ შემდეგ კარგად დავკვირვებოდი ცვლილებებსა და შედეგებს.

მაშ ასე გთავაზობთ პოსტების სერიას : ჩემი შიმშილობის დღიური

რეალურად ეს ყველაფერი გავაკეთე ჩიყვის ფუნქციის აღსადგენად და წონაში დასაკლებად ერთდროულად!
შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

დღე 1:

დილიდან დავიწყე გამოხდილი წყლით. მეტი არაფერი არც შეიძლება,

გამოხდილი წყალი

სიგარეტსაც თავი დავანებე. ფაქტიურად სიგიჟეა – ჭამა და მოწევა ერთბაშად მივატოვე. კარგად ვგრძნობ თავს. გარშემომყოფები გიჟს მეძახიან და ჰგონიათ, რომ მოვკვდები. ვერ მივართვი – ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს.

დღეს პირველად უნდა გამეკეთებინა კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა , არ გავაკეთე. ეს ყველაზე საშინელი ნაწილია შიმშილობის. სხვა ყველაფერს მარტივად ავიტან, მაგრამ ეს მძაგს.

დღე 2:

გვიანობამდე მეძინა და თავის ტკივილით გავიღვიძე. საწოლის გვერდზე 2 ლიტრი გამოხდილი წყალი დამხვდა. არაფრის გემო არ აქვს ამ წყალს , თანაც ცივის დალევაც არ შეიძლება, აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ფუჰ საშინელებაა – თანაც ორივე ლიტრი უნდა დავლიო დღეს.

გული არ მერევა, არც თავბრუს ხვევა მაქვს, თუმცა საჭმლის სუნებზე შეგრძნებები გამიმძაფრდა.

გამორეცხვები საშინელებაა – სისასტიკე, თუმცა რამდენი სიბინძურე გროვდება თურმე ორგანიზმში ვერ წარმოიდგენთ.

არაჯანსაღი საკვები

დღე 3:

გმირი ვარ! დღეს მე დაბადების დღეზე ვიყავი მეგობართან და ხელიც კი არ წამცდენია არაფერზე.

ეგ კი არა, არც ნერწყვი წამომდენია და არც კუჭი ამწანწალებია, მშვიდად ვუმზერდი სუფრას.

სახლში მოსვლისას კიდევ ერთი ”ინფარქტი” დამხვდა ლახათლუხუმის სახით – მაგასაც გავუძელი.

დღეს გულძმარვა მქონდა დილით, თუმცა მალევე გამიარა. კუჭი ჯერ ვერ მიხვდა, რომ საჭმელი უნდა დაივიწყოს ცოტა ხნით.

ავტორი
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
18 კომენტარი to this post
  1. ახლა რომ ამ ყველაფერს ვკითხულობ ვხვდები – მაგარი ნებისყოფა მაქვს ♥.

  2. გიჟი ხარ! :ო:ო აიაიაია არ ვიცი :დ რა მინდა გკითხო ვინმეს დანიშნულებით გააკეთე თუ როგორ? ანუ თვითნებურად დაშვებელიაო და… Mariam Blanc

  3. ჰო რა თქმა უნდა მცოდნე ადამიანის (ექიმის, ენდოკრინოლოგის) ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს, იმიტომ რომ არის რაღაც ეტაპები რომელიც ნუ კონსულტაციას საჭიროებს

  4. mec gamiketebia orjer, ertxel 20 dge, meorejer 14 dge. 20 dgis dros 12 kg davikeli. 14 dgis dros 8kg. martla dzalian efeqturia, yavac ki ar damilevia 20 dge, samagierod dzalian msubuqad da mxned viyavi.

  5. ანუ სავარაუდოდ მე თუ ამას ექიმის გარეშე გავიმეორებ, გარანტიას ვერავინ მომცემს რომ ცუდი არაფერი დამემართება? საწყენია… მაგრამ მაინც ვცდიდი მსუბუქ ფორმებში.

  6. Ni to shto garantias veravin mogcems rom araferi dagemarteba, aucileblad shars autexav tavs!!!!!! msubuq formebshi tu ginda kvirashi erti dge mineralur cyalze da rzeze iyavi ucximoze ) eg iqneba gantvirtva : )

  7. Mariam Blanc მადლობა, მთელი შენი დღიურის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ ექიმთან მივიდე :)) წარმატებები ცხოვრებაში, საინტერესიდ წერ :):*

  8. mec gamiketebia , ogond 14 dge ,anu ori kvira , shmdegi dgeebi magaria , game shimshilisgan guli rom migdis da mainc bedniers rom gzinavs im gancdit dilas rom 1 kv-ist naklebit adgebi ))sigijea magram ise ufro magari shegrznebaa rom xdebi

  9. შიმშილისგან გული თუ მიგდის, შიმშილობა არ შეიძლება. ან არასწორად აკეთებდი ყველაფერს ან უბრალოდ საკუთარი ჯანმრთელობა უდიდესი რისკის ქვეშ დააყენე

  10. დიახ, სულ გამოხდილ წყალზე ვიყავი და მეტი არაფერი, მაგრამ აქვე შეგახსენებთ რომ ამის გაკეთება ექისმის და მცოდნე ადამიანის მეთვალყურეობის გარეშე დაუშვებელია – შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიხვიდეთ.

შენ რას იტყვი?