Home თავის მოვლა

ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი. დაახლოებით 15-16 წლის ასაკში, თავისთავად მოხდა ისე, რომ გავხდი და მას შემდეგ წონის პრობლემა არასოდეს მქონია. ყოველთვის, ან ძალიან გამხდარი ვიყავი ან საშუალო წონის. ახლაც გამხდარი უფრო მეთქმის, ვიდრე საშუალო. სიმართლე გითხრა, ჩემი სხეულის უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. პირველ ეტაპზე, მეგონა ცოტა დრო გავა და გაქრებათქო, მაგრამ უკვე თითქმის 3 წელი გავიდა და ჩემი “ღიპი” ისევ ადგილზეა. არცთუ ისე დიდია, რომ ტრაგედია იყოს, მაგრამ როცა ტანზე ძალიან გამხდარი ვარ და მუცელი მაინც მაქვს, რაღაცნაირ დისკომფორტს მიქმნის და ერთი სიტყვით, მინდა რომ გაქრეს!

რას ურჩევდი ადამიანს, რომელსაც სწორი და სექსუალური მუცელის მიღება სურს?

27514247693454693_b6rytXYK_c რა თქმა უნდა ვარჯიშს, დიეტას ან რამე ამდაგვარს. ზუსტად იგივე რჩევებს წავაწყდი ინტერნეტშიც, როცა ჩემს მუცელთან ბრძოლა გადავწყვიტე.

იცი, ვარჯიშიც და დიეტაც კარგია, მაგრამ არა საკმარისი.

ჩემმა მუცელმა პროგრესი მას შემდეგ განიცადა, რაც საკითხს სხვანაირად შევხედე. პირველ რიგში, გულდასმით დავათვალიერე სხეულის ეს ნაწილი და მერე ჩემს ბლოკნოტში მონახაზივით გავაკეთე; ჩემს უნიჭოდ დახატულ მუცლის არეს მოვუნიშნე ის ადგილები, რომელთა დაპატარავებაც მინდოდა.

შემდეგ, წარმოვიდგინე თუ რამდენად უფრო კარგი იქნებოდა ჩემი სხეული ამ ზედმეტი ნაწილების გარეშე და ენთუზიაზმის ტალღა მთელს სხეულში ვიგრძენი. ენთუზიაზმი, რომლის დოზაც პროგრესის პირდაპირ პროპორციულად იზრდება, აუცილებელია შედეგისთვის. ხოლო შედეგი, არა მხოლოდ შენს სხეულს, არამედ თვითშეფასებასაც აუმჯობესებს.

თუ შენ მზად ხარ ზედმეტ ცხიმთან ბრძოლისთვის, Let’s Go!

ყველა სხეული ინდივიდუალურია, შესაბამისად ერთსა და იმავე დიეტაზე ან ვარჯიშზე, ორი სხეული სხვადასხვანაირად რეაგირებს.

დიეტა

არც ერთი დიეტა არ არის სრულყოფილი, მაგრამ… არსებობს რჩევები, რომლებიც ყველა ორგანიზმის შემთხვევაში ამართლებს:

1. დალიე ბევრი წყალი.

glass-of-drinking-water

ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების მოსაშორებლად ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. წყალს გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან და ხელს უწყობს ცხიმების წვას. გარდა ამისა, წყალი ძალიან კარგად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე და აუმჯობესებს მას. შეგიძლია წყალი კვების სტიმულატორადაც აქციო. მაგალითად, თუ შენ გშია მაშინ, როცა წესით არ უნდა გშიოდეს, დალიე წყალი. იმის გაგება, შენ სვამ თუ არა საკმარისი ოდენობის წყალს შენი ორგანიზმისთვის, ძალიან მარტივია: უბრალოდ უნდა დააკვირდე საკუთარ შარდს და ფერის მიხედვით შეიძლება განსაზღვრო რამდენად სწორი რაოდენობის წყალი გაქვს მიღებული. თუ ის მუქი ყვითელია, ესეიგი შენს ორგანიზმს კიდევ სჭირდება წყალი, ხოლო თუ ღია, თითქმის გამჭვირვალეა, ესეიგი საკმარის ოდენობას ღებულობ. მიუხედავად ამისა, არ დაგავიწყდეს, წყალი არასოდეს არის ზედმეტი.

2.  მიიღე ხილი და ბოსტნეული

group-of-fruits-and-vegetables

საკვები, რომელიც გაჯერებულია ფიბრონივთიერებით (Fiber |  fibre), ხელს შეუწყობს შენი მუცლის (და არამარტო) სრულყოფას, დაბრტყელებას და ელასტიურობას. გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინს. ამ მხრივ, ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული არის ბროკოლი. ასევე, ძალიან სასარგებლოა კენკრა.

3.  მიიღე 5 სახის საკვები დღეში.

salad2

შეეცადე ყოველ 3-4 საათში ჭამო რამე. ეს ხელს შეუწყობს შენს ორგანიზმში მეტაბოლიზმის მუშაობას. 5 სახის საკვებიდან, კარგი იქნება, თუ 2 იქნება სასუსნავი. შეეცადე, რომ ისინი, მსუბუქი და ჯანსაღი იყოს. კარგი არჩევანია მაგალითად: ვაშლი ან მიწის თხილის კარაქი, ხილის სალათი, უცხიმო იოგურტი, თხილი.

4.  მოერიდე არაჯანსაღ საკვებს.

junk food (6)

ძირითადად ეს რჩევა რადიკალურ ხასიათს ატარებს ხოლმე და დიეტოლოგების თუ გამოცდილი მეგობრების აზრით, ჩიპსის, შოკოლადის ან ნაყინის შესახებ საერთოდ უნდა დაივიწყო. მე ამ აზრს არ ვეთანხმები და ვფიქრობ, ზოგჯერ არაჯანსაღი საკვებიც საჭიროა – მაგალითად, კვირაში ერთხელ. მთავარია სისტემატური ხასიათი არ მიიღოს! ჩემს მაგალითს მოვიყვან – ერთი პერიოდი, თანაც საკმაოდ ხანგრძლივი, დაახლოებით 4-5 წელი, ყოველდღე ვსვამდი მინიმუმ ნახევარ ლიტრ კოლას. რამდენიმე კვირის წინ, გადავწყვიტე, რომ კოლა აღარ უნდა დავლიო. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს დავლევ. უბრალოდ, სპეციალურად აღარ ვყიდულობ და თუ მის სიახლოვეს მოვხვდები (ვთქვათ სახლში მოიტანენ), მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამ, თუ ძალიან მომინდება. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები დიეტის დროს რომელიმე საკვების აკრძალვას, რადგან მგონია, რომ ეს პირველი მტერია ენთუზიაზმის, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნე, ენთუზიაზმი ყველა დიეტის მაცოცხლებელი ძალაა.

5.  ჭამე!

original

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები წონის შემცირების მიზნით უშვებენ შიმშილია. ჯერ ერთი, შიმშილი არ მოიტანს შედეგს და მეორეც – ეს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. კიდევ ერთი საკვებზე უარის თქმით დაშვებული შეცდომაა დილა საუზმის გარეშე. ხშირად ვხვდები ადამიანებს (და მეც იგივე დამოკიდებულება მქონდა ერთ დროს) რომლებიც ამბობენ, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ დილით ჭამა. იმისთვის, რომ დილას შიმშილი იგრძნო, საჭიროა ღამით მხოლოდ მსუბუქ საკვებს დასჯერდე და ამასთანავე ძილის წინ მსუბუქად ივარჯიშო. დილას აუცილებლად მოიმატებს შენი მადა და ეს შენს ჯანმრთელობაზეც ისევე აისახება, როგორც ფიგურაზე.

 ვარჯიში

ძალიან მარტივია ვარჯიში თუნდაც სახლის პირობებში, youtube სავსეა ვიდეო გაკვეთილებით, მაგრამ…

ყველა სხეული ინდივიდუალურია (ვოლ.23423) და შესაბამისად შენ გჭირდება ვარჯიში სწორედ შენი ცხიმების წინააღმდეგ!

დააკვირდი, ფოტოზე მოვნიშნე 4 პრობლემური ნაწილი მუცლის არეში:

tumblr_m5pixsPRKD1rxk17go1_1280

რომელი ნაწილში გაქვს ზედმეტი ცხიმი? 1.  გვერდებზე. 2. მუცლის ქვედა მხარეს. 3. მუცლის ზედა მხარეს. კარგად დააკვირდი საკუთარ მუცელს. ვარჯიშის შერჩევისას აქცენტი იმ ნაწილზე გააკეთე, რომელსაც შენი აზრით მეტი მუშაობა სჭირდება.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვირჩევ ვარჯიშს, რომელიც წესით მთლიანად მუცლისთვის არის, მაგრამ მაგალითად, ქვედა ნაწილში დატვირთვას საერთოდ ვერ ვგრძნობ. ამიტომ, სანამ ვარჯიშს დაიწყებ, აუცილებლად უყურე ვიდეოს (დააკვირდი), იტვირთება თუ არა სწორედ ის ნაწილი, რომლის გაუმჯობესებაც შენ გინდა.

აი, რამდენიმე ვიდეო გაკვეთილი, რომელიც შეგიძლია სახლში სცადო:

1. ვარჯიში, რომელიც კარგია მუცლისთვის, განსაკუთრებით გვერდების არეში:

2.  ეს ვარჯიში განსაკუთრებით კარგია მუცლის ზედა ნაწილისთვის:

3. ეს ვარჯიში კი, მუცლის ქვედა ნაწილისთვის არის:

დამატებითი ზრუნვა სხეულზე, ანუ სრულყოფილი მუცელი

შენი სხეული ყოველთვის გრძნობს მისდამი დამოკიდებულებას. ის რეაგირებს შეხებაზე, ტემპერატურაზე… სხეული განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება წყალთან (სითხესთან) ურთიერთობისას. სცადე ბანაობისას სპეციალური ჯაგრისით სხეულის მასაჟი. ეს არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც არის, ხელს უწყობს ცელულიტის შლას/შემცირებას. პირველად რომ დავინახე, მომეჩვენა, რომ ძალიან არაპრაქტიკული ნივთი იყო, შემდეგ უბრალოდ იმიტომ ვცადე, რომ ექსპერიმენტები მიყვარს. ახლა კვირაში რამდენჯერმე ვიყენებ მას!

cellufit-brush

“თუ შენ სრულყოფილი მუცელი გინდა მიიღო, ხშირად უყურე, შეეხე, მოეფერე შენს მუცელს. სწორად გაგზავნილი სიგნალები აუცილებლად მიაღწევს შენს ორგანიზმამდე.” (C) Me

მე მჯერა შენი შესაძლებლობების, გისურვებ წარმატებას!

57 კომენტარი to this post
    • კი თამრ მე ძალიან მადგება და ძლივს ვაიძულე თავი, რომ ყველა ჩამომეწერა : ))

  1. dzalian ketili da sayvareli da rac mtavaria sasiketo statiaa, etyoba avtoris sitbo da ketilgancyobaa chadebuli. jer es videoebi ar micdia mara titkos rtuli mechvena da shevshindi. me pirikit mshobiarobis shemdeg iseti muclit gamovedi ikidan pirikit shignit mkonda sheznekili, idialr tanze viyavi da 2 celi shevinarchune, mere mushaoba davicye, mere gvian chama da ager 1 celia ukve rac zedmetma 10-ma kilom shemacuxa xoda ra vici ra vici :( kidec vvarjoshob kidec vcurav, kidec vcdilob scorad vikvebo magram chem 55 kilograms ver davubrundi :(

  2. gadasarevii rchevebiaa, me 27 wlis var da daaxl. 15 wlidan vaketeb presis varjishebs,bavshvi rom gavachine maleve tavisit chamidga pormashi muceli,meubnebian shen rat ginda presis varjishio,magram mand cdebian,jobia sanam muceli dagedeba manamde aketo vidre mere,roca ukve ase tu ise dznelia dzveli pormis dabruneba :) warmatebebi yvelaas :*

  3. მინდა მივმართო მათ,ვინც დილით ”ვერ ჭამს” .. მეც ეგრე ვიყავი ადრე მაგრამ მას შემდეგ რაც ნახევარი საათით ადრე ადგომა დავიწყე ჩვეულებრივად ვჭამ დილითაც,უბრალოდ ახალ გაღვიძებულზე თითქოს კუჭს ჯერ კიდევ სძინავს და არ გინდება საჭმელი,პირს რომ დაიბან კბილებს გაიხეხავ წყალს გადაივლებ და გამოფხიზლდები ნელნელა ჭამაც გინდება აი სცადეთ რამდენჯერმე და ნახეთ თუარ იმოქმედოს

  4. saertod ar michirs dilit chama piriqit mapxizlebs.. ubralod ver vaswrebdi xolme amgram rac eseti rchvebi wavikitxe gadavwvyite martla adre avmdgariyavi da mechama… wyalsac bevrs vsvam magram tqven warmoidginet da movimate daklebis magivrad :))) rodiesac dilit cham maleve gshivdeba da tu iseti grafiki gaq rom gatvlil saatebsa da wutebze chamas ver axerxeb namdvilad jobia dilit ar chamo :D piradi gamocdilebit vlaparakob amas :D :D

  5. ამაზონზე შეგიძლიათ შეძენა, ესეც ბმული: http://www.amazon.com/Cellulite-Body-Brush-Strap-Count/dp/B0088K2W4Q/ref=as_li_ss_tl?ie=UTF8&camp=1789&creative=390957&creativeASIN=B0088K2W4Q&linkCode=as2&tag=pinkge-20

  6. აუ ესეთი მუცლის მასაჟორი სად ვიყიდო?და მაინტერესებს relax and tone თუ დამეხმარება მუცლის მასაჯისთვის?

  7. ამაზონზე შეგიძლიათ შეძენა, ესეც ბმული: http://www.amazon.com/Cellulite-Body-Brush-Strap-Count/dp/B0088K2W4Q/ref=as_li_ss_tl?ie=UTF8&camp=1789&creative=390957&creativeASIN=B0088K2W4Q&linkCode=as2&tag=pinkge-20

  8. ფიბრონივთიერებით მდიდარი საკვები რომელია, კონკრეტულად შეგიძლიათ მითხრათ?

  9. თუ ვინმემ გააკეთეთ მაინტერესებს შედეგინია თუ არა ასეთი ვარჯიშები?

  10. “თუ შენ სრულყოფილი მუცელი გინდა მიიღო, ხშირად უყურე, შეეხე, მოეფერე შენს მუცელს. სწორად გაგზავნილი სიგნალები აუცილებლად მიაღწევს შენს ორგანიზმამდე.” am nawilze gavgijdi <3 chemi sayvarfeli gipuca :D

    • ოპერაციის შემდეგ როგორც ვიცი არ შეიძლება რაღაც პერიოდი ვარჯიში, პირველ რიგში ექიმს მიმართე და გაიარე კონსულტაცია

  11. kargi rchevebia namdvilad. dietic wonas daikleb, mucelit dagipataravdeeba magram shemdeg uaresad moimateb. amitom sauketeso gamosavali mxolod swori kveba da varjishia.

  12. Shegiliat kitxvaze damexmarooot

    mmshobiarobis mere arc stribi maqvs ar gawelili muceli magram araa gamoyvanili rogorc mshoboarobamdee… Mainteresebs ra gavakeeto rooom swori muceli davibrunoo

    • წესით ძალიან მარტივად შეძლებ ფორმის აღდგენას, ბევრი წყალი და ვარჯიში, ჯანსაღ კვებასაც თუ დაუმატებ კიდევ უკეთესი

  13. შიმშილი ყველაზე საშინელი რამაა…თავს ვიკლავდი და ბოლოს იმ ზომამდე მივედი კოლაფსი მემართებოდა..ეხლა ჭკუა ვისწავლე…პური ამოვიღე რაციონიდან…დავიწყე სწორად კვება, ბოსნეული, ხილი, განსაკუთრებით გრეიფუტი და ვარჯიში ვარჯიში ვარჯიში…ნახევარ დღეს ვარჯიშს ვუთმობ..სადაც მომიხერხდება ყველგან :)

  14. momecona statia, sruliad vetanxmebi. ar aris orientirebuli xalxis shimshilze, rasac sxvebi ceren xolme. zustad igivenairad mec putkuna viyavi cotati da tavistavad davikeli 10 kilo. mas shemdeg vici rogor unda vchamo, arafers vizgudav, absoliturad ar veridebi arc comeuls da arc tkbileuls, ubralod vici ra raodenobit unda vchamo da mshvenivrad vgrdznob tavs. amastan darbazshi davdivar da vvarjishob. mxolod sigamxdre chemi azrit ar aris silamaze. silamaze lamazi formis sxeulshia

  15. დიდი მადლობა სტატიის ავტორს…ვარჯიშებიც მომეწონა აუცილებლად გავაკეთებ….რაღაც ენთუზიაზმით ავივსე წაკითხვის შემდეგ

    • ივარჯიშე, ფეხები ავარჯიშე ცალკე რომ უფრო გააძლიერო და ელასტიური გახადო და მერე გამოგივა

  16. აზრი არ აქვს ბოღმისგან გასიებულ ხალხს ვერ გიშველით ეს სტატია :დ ზოგიერთი კი მიხვდება :დ :დ

  17. დიდი მადლობა ყველას <3
    ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და ძალიან მიხარია, რომ ჩემს პოსტს ასეთი კარგი შეფასებები აქვს <3

  18. sakeisros mere,nakeris magla maqvs pataraze gamoweuli muceli,minda isic agar mqondes, dro didia gasuli,anu shemidzlia varjishi, tu mishveli romelime? ro amboben sakeisros mere yvela kunti ar ikerebao? :(

  19. მე ეს საიტი ვნახე პირველად და ძალიან მომეწონა იმედია შედეგი სწრაფი და კარგი იქნება :დ <3

შენ რას იტყვი?