Home თავის მოვლა

 თვალები სულის სარკეაო ამბობენ, დაახლოებით ასევეა ფრჩხილებიც. ფრჩხილები მიგვახვედრებს, თუ როგორ ყურადღებას უთმობს ადამიანი თავის გარეგნობას. ყველასათვის ნათელია, რომ ფრჩხილები ხშირად სხვადასხვა ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს, სწორედ ამიტომ ბავშვებს პატარაობიდანვე ვუშლით მათ კვნეტას და ვცდილობთ, დროულად მოვაჭრათ. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ მუსიკოსებს და ექიმებს ყოველთვის ძირში დაჭრილი, სუფთა და მოვლილი ფრჩხილები აქვთ, უბრალოდ მათი პროფესია მოითხოვს ამას.

ადამიანთა უმეტესობა ახალ ნაცნობს ფრჩხილების მიხედვით აფასებს. პირადად ჩემს მაგალითზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადამიანთან პირველი შეხვედრისას მის ფრჩხილებს ვაკვირდები და შესაბამისად მიმიწევს ან არ მიმიწევს გული მისკენ.

არსებობს რამოდენიმე რჩევა, რომელთა ნაწილს მე პირადად წარმატებულად ვიყენებ. მაშ ასე:

  1.   არ გამოიყენო ლითონის ქლიბი – შეიძინე რბილი ქლიბი და ფრჩხილები ნაზად დაიმუშავე.
  2.  არასდროს მოაძრო ფრჩხილით საცობი, არ გახსნა მაგარი საკეტი. რეცხვისას გაიკეთე  რეზინის სპეციალური ხელთათმანები.
  3.  ფრჩხილიდან ლაქის მოსაცილებელი ხსნარი კვირაში ორჯერ მეტად არ იხმარო.
  4.  ძალიან საზიანოა იაფფასიანი ლაქის ხმარება, ზამთარში კი უმჯობესია თუ საერთოდ არ გამოიყენებ ლაქს და დააასვენებ ფრჩხილებს, რადგან დაბალი ტემპერატურა მათ ისედაც ვნებს.
  5.  თუკი შენი ფრჩხილები დაზიანებულია, მის მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის აბაზანები, რომელიც შემდეგნირად უნდა გაკეთო: ერთ ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარე ორი სუფრის კოვზი ზღვის მარილი. როგორც კი წყალი ოდნავ შენელდება, ჩაყავი ხელები და 10-15 წუთი დააყოვნე. ეს პროცედურა 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე ჩაიტარე. პროცედურის შემდეგ ხელები არც დაიბანო და არც შეიმშრალო – დაელოდე, ვიდრე წყალი ზედ არ შეგაშრება. ზეითუნის ზეთში ჩააწვეთე ლიმონის რამდენიმე წვეთი და მიღებულ ხსნარში ხელები 10 წუთით ჩაყავი. პროცედურის შემდეგ არ დაიბანო, შეიმშრალეთ ხელსახოცით.
  6.  იოდის რამოდენიმე წვეთისა და ზეითუნის ზეთის ნარევით მიღებული ხსნარი ძალიან სასარგებლოა შენი ფრჩხილებისათვის.
  7.  საუკეთესო საშუალებაა ფრჩხილებზე სუფთა ძმრის წასმა, ასევე ლიმონის და მოცვრის წვენის შეზელა.
  8. მიირთვი კალციუმით გაჯერებული საკვები.
  9. შეიზილე ფრჩხილებში A და D ვიტამინით მდიდარი კრემები. ასევე კარგია თუ მათ ხელისკანზეც წაისვამ.

წარმატებას  გისურვებ.

მსგავსი სტატიები
15 კომენტარი to this post
  1. უფერო ლაქი ყველაზე კარგი გამოსავალია ყველანაირი სიტუაციისთვის, ჩემი აზრით რა თქმა უნდა :)

  2. ყოველდღე ვიცვლი ლაქს და ისეთი ძლიერი ფრჩხილები მაქვს, რომ მივუშვა გაიზრდება უსასრულობამდე. ყველაზე მეტად მგონი ვიტამინების პრობლემაა მტვრევადი ფრჩხილები.

    • კი მეც მასე ვიცი, რომ ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, მაგრამ ლაქის მოსაცილებელი ხსნარი მისპობს ხოლმე ფრჩხილებს, ისე შენ რა მაგარი ფრჩხილები გქონია :)

  3. შორენა ვეკუა, სასინლად თხელი ფრჩხილები მხოლოდ ვიტანიმების ნაკლებობის გამო არ გექნება, მიაკითხე ენდოკრინოლოგს. კარგი რჩევებია, მაგრამ ხშირ შემტხვევაში, ფრჩხილების აქერცვლა,გათხელება, იოლად მტვრევა, და ასევე ზოლების გაჩენა მიანიშნებს ენდოკრინულ პრობლემებზე. მხოლოდ მოვლა არ შველის საქმეს.. ფრჩხილები სარკეა იმ დაავადებებისა, რაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. ძალიან ბევრი დააბადება აისახება პირველ რიგსი ფრჩხილის მდგომარეობაზე. ამიტომ, ფრჩხილებზე ზრუნვა საკუთარი ორგანიზმს გამოკვლევით და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაიწყეთ და ყველაფერი კარგად იქნება მერე.

  4. dzalian problemuri prchxilebi maqvs advilad memtvreva da meprcqvneba .am zapxuls iappasian laqs vxmarobdi da tan sul sxvadasxvebs imis mere miyvitldeba prchxilebi da mainteresebs gamosavali raaris/an zgvis marili sad shevidzino?

  5. მე ვხმარობ “აევიტის” კაფსულებს, რომელიც ყველა აფტიაქში იყიდება. ეს არი ა და ე ვიტამინით გაჯერებული ზეთი, რომელსაც ფრჩხილის ზედაპირზე ვიზელ. ჯობია ეს პროცედურა ღამით გაიკეთო და წყალი აღარ მიიკარო. ერტკვირაში ფრჩხილები საოცრად ჯანსაღი და ბზინვარე ხდება. იაფასიან ლაქებს კი მართლაც უნდა ერიდოთ.

  6. ფრჩხილების სწრაფად გასაზრდელად რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდით?

შენ რას იტყვი?