ფრჩხილები სტილის ნაწილია
მოგეხსენება, თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული სტილი და გემოვნება აქვს, თუმცა იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ფრჩხილები სტილის და, ზოგადად, იერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
საქართველოში ძალიან რთულია იყიდო ხარისხიანი და კარგი საშუალებები ფრჩხილების მოვლისთვის, ან შესაძლოა, შეიძინო რომელიმე ერთი ატრიბუტი კარგი, მაგრამ დანარჩენების უხარისხობის გამო იმ ერთმა სულ არ გამოიღოს შედეგი.
სწორედ იმისთვის, რომ ფული ტყუილად არ გადაყარო და შეიძინო იაფი, თუმცა ხარისხიანი პროდუქცია, გირჩევ რამდენიმე ძალიან კარგ საშუალებას ფრჩხილების მოვლისთვის.
Amazon-ზე ნივთის შესაძენად, დააკლიკე ფოტოებს.
ქლიბი
უპირველესი ფრჩხილების მოვლის საშუალებებიდან ქლიბია – ის, რაც პირველ ეტაპზე გვეხმარება მოვიყვანოთ ფრჩხილები მშვენიერ და სასურველ ფორმაში.
თუმცა ჩვეულებრივ ქლიბს არ ვგულისხმობ, ეს სპეციალური ქლიბი გახლავს – ზედაპირის გასაპრიალებლად და საბაზისო ლაქის წასმისთვის მოსამზადებლად.
პირველი ვარიანტი – ელექტრო ქლიბი რამდენიმე პირით
ეს ქლიბი ფრჩხილის ზედაპირს სხვადასხვაგვარად ამუშავებს – აპრიალებს, აშორებს უსწორმასწორობას, ხდის ერთგვაროვანს – ეს კი ძალიან კარგია იმისთვის, რომ ლაქი თანაბრად გადანაწილდეს.
მეორე ვარიანტია სტანდარტული, უბრალო „ბუფერ ბლოკი“
მქლიბავი ზედაპირი დატანილია ღრუბელზე, რაც საშუალებას იძლევა ყველაზე მიუდგომელ ადგილასაც კი გააპრიალო ზედაპირი. ბუფერ ბლოკების ერთი ცუდი თვისება ისაა, რომ საკმაოდ სწრაფად ცვდება ელექტრო ვერსიის პირებისგან განსხვავებით.
და ბოლო, ყველაზე უცნაური ვერსია – 7 საფეხურიანი გაპრიალება
ეს ქლიბი აკეთებს იმავეს, რასაც ელექტო ვერსია, თუმცა აქ ყველაფერი ერთადაა შერწყმული. მხოლოდ ერთი პატარა ქლიბის საშუალებით შეგიძლია გაისწორო ფრჩხილის ზედაპირი, გააპრიალო და განაახლო ზედა ფენა, გახადო ფრჩხილის ფაქტურა ერთგვაროვანი და საბოლოოდ გაასუფთავო ის ლაქის წასასმელად.
ახლა უნდა გადავიდეთ გალამაზებული ფრჩხილების გაძლიერებაზე.
გამაძლიერებელი
ამისთვის გთავაზობ რამდენიმე დასახელების ფრჩხილის ლაქს, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს ფრჩხილის ძირებს, არამედ ამაგრებს მათ და იცავს აფცქვნისაგან.
ეს 15 მლ-იანი ლაქი ამაგრებს ფრჩხილს და ეხმარება მას ზრდაში.
აქვე, სალი ჰანსენის ფრჩხილის გამამაგრებელი სითხე.
ასევე ოპის ლაქი, რომელიც არ შეიცავს მავნე მინარევებს, შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ცალკე, ისე საბაზისოდ ფერად ლაქთან ერთად. შრება სწრაფად.
არც მამაკაცებს დავწყვეტ გულს – გთავაზობთ ლაქს რომელიც არის გლუვი, შეუმჩნეველი, თანაც კვებავს და აძლიერებს ფრჩხილებს.
ამ ყველაფრის შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, გადავდივარ მთავარზე – ძირითად ფერზე.
ძირითადი ფენა
პირველი შემოთავაზება მოდური ფერის ლაქების ნაკრებია. ახლა მოდურია ნეონის ფერები.
თუ მაინცდამაინც არ გინდა ფრჩხილები ძალიან მკვეთრად ჩანდეს ტანსაცმელთან შეხამებაში, მაშინ „ჩაინა გლეიზის“ ლაქებს გირჩევ – ერთი ან რამდენიმე ნეიტრალური ფერი ნებისმიერ სამოსთან მშვენივრად და სადად გამოჩნდება.
სასურველი ფერის არჩევის შემდეგ აუცილებელია გამოიყენო ძალიან კარგი საშუალება – საბოლოო ფენა.
Top Coat
იმისთვის, რომ ლაქს განსხვავებული იერი მისცე, საბოლოო (top coat) ფენად სპეციალური მაგლუვებელი დაიტანე „ჩაინა გლეიზისგან“. ეს ლაქი ელვისებურად შრება და ძირითად ფერს განსაკუთრებულ ფაქტურას აძლევს. არ უნდა დაგვავიწყდეს – ახლა მოდაში გლუვი ლაქია.
შეგიძლია გამოიყენო სტანდარტული სწრაფად მშრობი ლაქი – ჩაინა გლეიზის ეს პროდუქტი ძირითადი ლაქის ყველა ფენას სულ რამდენიმე წამში გააშრობს და მანიკურის გაფუჭების საშიშროება აღარ გექნება.
მგონი, დაგარწმუნე, რომ მოვლილი და ლამაზი ფრჩხილებისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ სალონში სიარული. საკმარისია, სწორად შეარჩიო პროდუქტები და ფრჩხილებს ცოტა დრო დაუთმო!
Opi nail envy – ყველაზე კარგი საშუალებაა რბილი და დაყოფილი ფრჩხილების სამკურნალოდ. ყველაზე ეფექტურია 1 კვირა ლაქი არ წაისვათ და მხოლოდ ეს საშუალება იხმაროთ, შემდეგ კი გამოიყენოთ როგორც ბაზა. როდესაც მიხვდებით რომ შედეგი მიღწეულია, სხვა ბაზით შეცვალეთ ფრჩხილი რომ არ მიეჩვიოს და ყოველთვის ქონდეს სასურველი ეფექტი
da sad vikido es Opi nail envy?
Natia Bekurashvili ici-parishi iyideba tumca 34 lari girs, magram jobs amazonidan gamoiwerot, 8$-ad iyideba
7 safexuriani qlibi saqarTvelosh ar iyideba? sad viyido?
საქართველოში არ შეგვხვედრია. თუ სადმე გადააწყდები ჩვენც გაგვიზიარე :)