Home თავის მოვლა

ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები, რაც ამა თუ იმ დაავადების მიზეზი ხდება, მკაფიოდ აისახება ჩვენს გარეგნობასა და თვითშეგრძნებაზე.

ადვილი შესაძლებელია, კანის გამოშრობა ან ინტენსიური თმის ცვენა – თავის მოვლის საშუალებებით, მუდმივი დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება – დაძაბული სამუშაო გრაფიკით, ხოლო ხელების კანკალი და გახშირებული გულისცემა შენი ვნებათაღელვის ობიექტის დანახვით არ იყოს გამოწვეული.

აღნიშნული გამოვლინებები ძალიან ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლითაა განპირობებული და ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის საჭიროებას ააშკარავებს.

farisebri jirkvali

ფარისებრი ჯირკვალი ყელის მიდამოში მოთავსებული პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, გულის, თავის ტვინის, კუნთების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და რეპროდუქციული ორგანოების მუშაობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირაა დამოკიდებული ორგანიზმის იოდით მომარაგებაზე, ხოლო მისი ფუნქციის მოშლა ძირითადად ორი მიმართულებით: გამომუშავებული ჰორმონების სიჭარბით ან, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. დაავადებათა სიმპტომებიც ამის შესაბამისად იჩენს თავს.

iodine

როგორ მივხვდეთ, რომ ავად ვართ?

როცა ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს (ჰიპერთირეოზი), თითქმის ყოველთვის შეინიშნება:

  • წონაში უმიზეზო კლება;
  • აგზნებადობა;
  • გადამეტებული ემოციურობა;
  • ოფლიანობა;
  • შიშის გრძნობა და უძილობა;
  • ხასიათის ხშირი ცვალებადობა;
  • გულის ფრიალი, ქოშინი;
  • მაჯისცემის გახშირება;
  • ხელების კანკალი;
  • სისუსტე;
  • ნაწლავთა ხშირი მოქმედება;
  • მაღალი ტემპერატურის აუტანლობა;

ხოლო, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები საჭირო რაოდენობით არ გამომუშავდება ორგანიზმში (ჰიპოთირეოზი), ვლინდება:

  • წონის მატება;
  • დეპრესიულობა;
  • აპათიურობა;
  • კანის სიმშრალე,
  • თმის ცვენა;
  • ფრჩხილების მტვრევადობა;
  • შეკრულობა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ძილიანობა;
  • მაჯისცემის შენელება;
  • მცივანობა.

ქალებისთვის საყურადღებოა იქნება ის ფაქტიც, რომ იოდდეფიციტური დაავადებები ხელს უშლის ორსულობის ნომრალურ მიმდინარეობას. შეიძლება განვითარდეს: თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის პათოლოგიები, მკვდრადშობადობა. ბავშვებში კი იგი ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას განაპირობებს.

ფუნქციის მოშლასთან ერთად (ან მის გარეშე), შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ანატომიური აგებულებაც დაირღვეს და მან ზომაში მნიშვნელოვნად მოიმატოს. ეს პათოლოგია ჩიყვის სახელითაა ცნობილი.

chiyvi

ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების (აუტოიმუნური თირეოიდიტი, ტოქსიკური ჩიყვი) გართულების სახით შეიძლება განვითარდეს ზოპტალმია (თვალების გადმოკარკვლა) და მხედველობის ფუნქციის სხვადასხვაგვარი მოშლილობა.

ekzoptalm

მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სიმპტომების და მოსალოდნელი გართულებების სიმრავლისა, დროულად დიაგნოსტირებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა რთული არაა და უმეტეს შემთხვევაში წარმატებულად მიმდინარეობს.

ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სათანადო ეჭვის გაჩენისთანავე, მივმართოთ ექიმს და მკურნალობის სრული კურსი (დაუშვებელია მისი თვითნებურად შეწყვეტა) ჩავიტაროთ!

როგორ დავიცვათ თავი იოდდეფიციტისაგან?

იოდდეფიციტის პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი გზა  იოდიზირებული მარილის რეგულარული ხმარებაა. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250მკგ იოდის (დღიური ნორმა) მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება.

იოდიზირებული მარილი მჭიდროდ თავდახურულ, მუქ ჭურჭელში უნდა შევინახოთ. უნდა მოვარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას, ხოლო მოხმარებისას თავი დიდი ხნით არ ავხადოთ.

გაითვალისწინეთ: იოდიანი მარილი კერძს  ემატება არა მომზადების პროცესში, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ, რათა იოდმა მაღალი ტემპერატურის გავლენით ინაქტივაცია არ განიცადოს.

ისიც უნდა გაითვალისწონოთ, რომ ქლორირებული ანუ ონკანის წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ სასმელად, ფარისებრი ჯირკვლიდან იოდის „გამოძევებას“ ახდენს, მისი მიღება კი საკვებში იოდის დამატების საჭიროებას გვიქმნის.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ჩვენი საკვები რაციონი აუცილებლად შეიცავდეს იოდშემცველ პროდუქტებს, როგორიცაა: თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა), რძის პროდუქტები, ბურღულეული (წიწიბურა, ფეტვი), ზღვის კომბოსტო, თაფლი, ლიმონი, ნიგოზი.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პროფილაქტიკაზე ფიქრისას, არც ცხოვრების ჯანმრთელი წესი უნდა დავივიწყოთ, მოვერიდოთ რადიაციას და ვისწავლოთ სტრესებთან გამკლავება.

28 კომენტარი to this post
  1. დიახ, ანა, სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია.

  2. მე დიდი გამოცდილება მაქვს ფარისებური ჯირკვლის დაავადებასთან დაკავშირებით: მქონდა ნორმაზე შვიდჯერ მეტი იოდის სიჭარბე,სრულიად ახალგაზრდა გოგონას გამიკეთდა ოპერაცია,ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და დაახლოებით 12 წელი არ მქონდა არავითარი ჩივილები,თავს ვგრძნობდი ენერგიულად,ლაღად,ბედნიერად,მიუხედავად იმისა,რომ ჩემს ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა სტრესსაც და ნერვიულობასაც… ჰო და უკვალოდ არაფერი გადის, დამეწყო ისევ შინაგანი კანკალი,ხშირი პულსი, ნაოპერაციები ჯირკვალი კვლავ გაიზარდა…მივმართე საუკეთესოთა შორის საუკეთესო ენდოკრინოლოგებს,ექიმებმა კვლავ იგივე წამლები დამინიშნეს,რაც ოპერაციამდე -მერკაზოლილი,ანაპრილინი და ა.შ. იმაზეც იყო ლაპარაკი,რომ განმეორებით იქნებოდა საჭირო ოპერაცია… ეს უკვე ჩემთვის მეტისმეტი იყო და გადავწყვიტე,რადაც უნდა დამჯდომოდა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება! ღმერთმა მიშველა და 1996 წლის ნოემბერში,ნიუ იორკში მოვხვდი! იქ 3 თვიანი გამოკვლევების შემდეგ, დამიდგინეს ზუსტი დიაგნოზი და დამალევინეს რადოაქტიური იოდის საშუალო დოზა,თან დააყოლეს,რომ ჩემი თირეოტოქსიკოზი არ იყო იმთავითვე საოპერაციო,მაგრამ თქვენს ქვეყანაში ის გააკეთეს,რისი თავიც ჰქონდათო… გული მეტკინა,თურმე ოპერაცია არ იყო სავალდებულო!… რადიოაქტიურმა იოდმა,რა თქმა უნდა,ფარისებრის ფუნქცია დაბლა დასწია და ბალანსის აღსადგენად დამინიშნეს 100მგ სინტროიდი (იგივე ელთიროქსინი) 1 აბი დღეში. სისხლის ანალიზი თვენახევარში ერთხელ აუცილებელი იყო და მეც სიხარულით მივდიოდი პრინსტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ასე გავიდა 1 წელი.შემდეგ 3 თვეში ერთხელ მიმოწმებდნენ სისხლს,შემდეგ 6 თვეში ერთხელ,მაგრამ 100მგ დოზას არ მიკლებდნენ. 5 წლის თავზე ჩამოვედი თბილისში.აქ ისევ დამხვდა სიდუხჭირე… გავეშურე ჩიყვის დისპანსერში, იქაც გავიკეთე ანალიზები და ჩემმა მკურნალმა ენდოკრინოლოგმა მითხრა,რომ შეგვიძლია დოზა გავანახრვროთ 50 მილიგრამადე. ასეც მოვიქეცი. უნდა გითხრათ,რომ ისე კარგად ვგრძნობდი თავს,რომ ბოლო 6 წელი საერთოდ არ გამიკეთებია სისხლის კონტროლი… ეს შეცდომა იყო ჩემის მხრიდან.წელს,როგორც მოგეხსენებათ,
    საშინლად ცხელი ზაფხული იყო,სამწუხაროდ ჩავრჩი ამ ხვატში თბილისში,დამეწყო სისუსტე და თავბრუსხვევა,რა თქმა უნდა მივმართე ექიმებს,ანალიზებმა გვიჩვენეს ძალზე დაქვეითებული ფარისებრის ფუნქცია და ელთიროქსინის დოზა ამიწიეს ისევ 100მგ-დე. დღეს უკვე მე10 მივიღე გადიდებული წამლის დოზა,თავს უკეთ ვგრძნობ,მაგრამ სისხლის წნევის მერყეობამ დამღალა,თან ხოლისტერინიც მომმატებია… აქაც,თვენახევარში ერთხელ, კვლავ უნდა გამიკეთთდეს სისხლის ანალიზი. ექიმების თქმით,საგანგაშო მდგომარეობა არა მაქვს,2 კვირის შემდეგ ორგანიზმში აღსდგება ჰარმონია და ელთიროქსინის უფრო მეტი დოზა იქნებ არ დამჭირდეს…
    P.S ყველაფერი მოგიყევით დეტალურად. ფარისებრი ჯირკვალი ყველფრის მარეგულირებელია ორგანიზმში, მის ჯანსაღ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი გუნება-განწყობა,ჩვენი აქტიურობა და ბედნიერება!

    • TSH ნორმა 0.3-4.0 ფარგლებში მერყეობს დაახლოებით, ნორმის მაჩვენებლები სხვადასხვა ლაბორატორიაში განსხვავდება ხოლმე მეათედებით, მაგრამ 1.0 ყველა შემთხვევაში მშვენიერი მაჩვენებელია, იდეალური ფაქტობრივად.

  3. me dzalian kargi mkurnali eqimi myavda saqartveloshi marina lomidze . merve savadmyoposhi meshvide sartulze da kide chachibaia , romelmac operacia gamiketa. amjamad sazgvargaret vcxovrob da yovel sam tveshi ertxel mec mchirdeba analizebis chabareba mxolod gadamowmebis miznit. zustad igive diagnozi damisves aq rac saqartveloshi. sauketeso eqimia qalbatoni marina

  4. გამარჯობათ…თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ , ფარისებრი ჯირყვალს თუ შეუძლია ტკივილი გარეგანი გამოხატულებით,,ეხოსკოპიამ აჩვენა რომ მარჯვენა მხარე მაქვს გადიდებული უფრო და რაღაც სითხე მაქვს მომატებული თან მისივდება ხოლმე და ტკივი არ ქრება ზოგჯერ ხელსაც ვერ ვიკარებ ზოგჯერ ვერც კისერზეც,ზოგჯერ ვერც ვსუნთავ ასე მგონია დავიხჩობითქო…4 წლის განმავლობაში ექიმები რას არ ამბობენ ზოგი იძახის გარეგანი ტკივილები არ ახასიათებსო ზოგი კიდევ გაგივლის როგორც კი იმკურნალებო ბოლოს ექიმმა კი მითხრა ნორმაშია ყველაპერიო მკურნალობის შედეგადო მაგრამ შედეგი იგივეა,უკვე ნერვოზიც ჩამომიყალიბდა…ტოკსიკური ჩიყვი შეიძლება იყოს და ვერ მიხვდენ ? ახლა ვარ 22წლის

  5. gamarjobat,myavs 4 wlis gogona,aqvs jarbi oplianoba.sad ar vumkurnalet.kalci normashi aqvs.piltvebic kargsdaaqvs.mamasac jarbi oplianoba aqvs.nervopatologi meubneba genetikuriao,chiyvze arasodes aravis utqvia,sajiroa tu ara chiyvi gamokvleva?da ra analizebi unda avugo.madloba winaswar.

შენ რას იტყვი?