Home თავის მოვლა

რამდენიც გინდა, იმდენი ქალი ან თუნდაც გოგონა მინახავს გათხოვების შემდეგ სახლში ჩამჯდარი, მხოლოდ ბავშვების მოვლით, საჭმელების კეთებით, სარეცხის რეცხვით და სახლის დალაგებით რომ ირთობს თავს. პრობლემებიც არ აყოვნებს:

მეუღლე უფრო და უფრო გვიან მოდის სახლში ან თუ მოდის ყოველგვარი ინტერესი დაკარგული აქვს და დაძინების გარდა საძინებელში არაფერი არ სურს!!! ვერც გაამტყუნებ, შოკოლადიც ყველას ლამაზად შეფუთული უყვარს!

დამერწმუნეთ მშვენიერია მოვლილ-დაბანილ-დავარცხნილი ბავშვები, მყუდროა დალაგებული – დაკრიალებული – დაწკრიალებული სახლი. შესანიშნავია  ნაირნაირი კერძებით სავსე მაცივარი. ეს ყველაფერი აუცილებელია და სავალდებულო, თუმცა არა მთავარი.

აბა წარმოიდგინეთ რა ფასი აქვს ამ ოჯახურ იდილიას თუ სახლში დაბრუნებულ მეუღლეს ყველაფერი წესრიგში დააახვედრეთ საკუთარი თავის გარდა?

აუცილებლად გამონახეთ დრო, რათა მუდამ იყოთ ლამაზი და მომხიბვლელი. ყველაფერს აზრი  და ფასი ეკარგება თუ კი თქვენს მშვენიერებას დასაბანი თმებით დამალავთ, ანდა ჭუჭყიანი და უფორმო ტანსაცმელით.

ნახატი ეკუთვნის Rebecca IoseBath

ყოველდღიურად შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ – მერე რა, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი და დრო ოჯახის მოვლას დავუთმე (გავაკეთე სადილი ან სადილები, ვუვლიდი პატარა ბავშვს ან ბავშვებს, დავრეცხე, დავაუთოვე, დავალაგე  სახლი), მე ქალი ვარ მაშასადამე უფლება არ მაქვს ფორმაში არ ვიყო და ცუდად გამოვიყურებოდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე – გამოვნახე ცოტაოდენი დრო გამეკეთებინა:

1) ძალიან ადვილი, თუმცა ლამაზი ვარცხნილობა

გაჩეჩილ თმებს ყველაზე უბრალო ცხენის კუდი ჯობია, შუბლზე გადაწეული თმა ჟელეთი დაააფიქსირეთ-განუმეორებელია )

2) გაიკეთეთ მაკიაჟი

გადახედეთ ამ სტატიას: მაკიაჟი 5 წუთში

3) ჩაიცვით ლამაზი და მოხერხებული სამოსი სახლისთვის

გირჩევდით ელასტიკს და მომდგარ მაისურს – მოხერხებულია და სექსუალურიც

4) მოიწესრიგეთ ფრჩხილები

ფრჩხილები მუდამ მოწესრიგებული რომ იყოს ამითვის დიდი ძალისხმევა ნამდვილად არააა საჭირო. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მანიკური და საოჯახო საქმეეების დროს აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი.

5) არასოდეს არ იწუწუნოთ, რომ ძალიან დაიღალეთ

მეუღლეს აუცილებლად დახვდით ღიმილით.

6) გაიკეთეთ წარბები

მგონი არ ღირს შეხსენება, რომ ეპილაციის და ლამაზად ამოქნილი წარბების გარეშე სილამაზეს სრულყოფილება არ უწერია.

ამ ყველაფერთან ერთად თუ იქნებით მუდამ   მზრუნველი  და მოსიყვარულე აუცილებლად სამუდამოდ დაატყვევებთ ქმარს – ის აღფრთოვანებული იქნება თქვენით და გვერდზე არასოდეს გაიხედავს.  სახლში ხომ ქალი-სასწაული ელოდება, რომელიც მუდამ ლამაზია, ფორმაშია და ბავშვების დაძინებისთანავე მზადააა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

P.S. ვიღაც წაიკითხავს და იტყვის სათქმელად ადვილია, გაკეთებააა ძნელიო – მაგრამ გული არ გაიტეხოთ, თუ გსურთ ყველაფერს მოახერხებთ! ყველაფერს მოასწრებთ!

პირადად მე ამ პოსტში აღწერილი თითოეული პუნქტის შესრულება მიწევს ყოველდღიურად, ასე რომ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია.

 

45 კომენტარი to this post
  1. kidevv kaii qmarii ar myavsss nuu jerrr jerobitt..!:D mere mec damchirdeba albattt es yvelaperii: )))))))) isee getanxmebii (qaleeebo am yvelapers tu gaitvaliswinebbbt tqventviss yoveli dge upro lamazi iqnebaa radan am yvelapritt shegidzliatt upro da upro sheayvarot taviii tqvenss meugleebss)) :*

  2. მეორე და მეხუთე პუნქტები ლოლ ))) ბარემ მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი რობოტი უყიდე ქმარს და ის დაახვედრე სახლში :დ.

  3. შუბლზე გადაწეული თმა ჟელეთი დაააფიქსირეთ-განუმეორებელია ) the yvelas rom ar uxdeba? uazro rcheva iyo.

  4. perwkwklkw:D
    shennairad fkrobs naxevari sakartvelo, da mere profilshi dasjgavian ertmanets kmarma mimatovao :D
    ho esea, bevri unda gaigokmristvis… sheegue am azrs da ise gatxovdi :D:D:*

  5. ხო ეგ მეც არ მომეწონა, მსუქნებს და მუწუკიანებს ნაღდად რ უხდებათ!

  6. Rebecca IoseBath ზოგი საერთოდ რომ არ ხმარობს მაკიაჟს ეგ არ გაგხსენებია? :დ ეგ ერთი და 40 გრადუსი სიცხიანი ბავშვი რომ გიწევს ქმარს გაბადრული ეგებები ხოლმე, რაღაც არ მჯერა :დ

  7. პერწკლი წკლიპერინა
    ra tkmaunda, roca vici romagdenis takucebi ar makvs amitomac jer daviarebi eulad da ar vtxodebi.. :D
    mara gatxovili tu xar , aucileblad unda mihyve am wesebs .ubralo mizezia,kmars koveldge unda xiblavde da aara mxolod imistvis ro colad mogiyvanos:*

  8. Rebecca IoseBath მე უკეთესი მეთოდი ვიცი, ვაბამთ ყელზე რკინის ჯაჭვს, მერე ამ ჯაჭვს ვამაგრებთ კედელში კარგად და ვსო, მონუსხულჯაჭვულია და არსად აღარ მიდის. 100% მუშაობს, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ ,თუ გაგიგეს, ციხეში ჩაგსვამენ :დ

  9. 100% ვეთანხმები ამ სტატიას. ფორმაში ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც გემრიელი სადილის მომზადება და მყუდრო გარემოს შექმნა სახლში. ამაში შეუძლებელი ნამდვილად არაფერია ურალო მობილიზებაა საჭირო და რასაც აკეტებ ყველაფერის კეტებიტ სიამოვნება უნდა მიიღო. ეს არის და ეს.

  10. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება ანუ თუ მოვახერხებ საწოლამდე მილასლასებას დაღლილ_ დაქანცული :)))

  11. ვეთანხმები სტატიის ავტორს რათქმაუნდა არც ერთ კაცს არ მოწონს საღამოს სახლში მისულს გაწეწილი ცოლის ყურება ნივრის სუნს რომ აპკურებს სუნამოს მაგივრად.საკუთარი თავისთვის ახალგაზრდა ქალმა ყოველთვის უნდა გამონახოს დრო პირად ჰიგიენას წინ არანაირი “სახლს ვალაგებდი ” გასასამართლებელი პასუხი არ უდგას .მაგრამ ამასთანავე დავამატებ რომ როგორც ქალისთვის ასევე კაცისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორ გამოიყურება. არც ქალს არ მოსწონს მოუვლელი კაცები.

  12. msgavsi sisulele cxovrebashi ar wamikitxavs!!! jer erti rom saxlshi sachmlis gaketeba, saxlis dalageba da bavshvis movla qalis VALDEBULEBA ar aris, bevri qali MUSHAOBS dgis ganmavlobashi… da romc ar mushaobdes amdeni ragacis ketebis garda kide is adarde rom karg xasiatze da PORMASHI daxvdes qmars.. da ise KACEBMA araperi ar unda gaaketon imistvis rom chven shegvinarchunon? tu ubralod imdenad bednierebi unda viyot rom archies chventan ertad yopna, rom chveni movaloebaa yvelperi gavaketot mat shesanarchuneblad?? gatxovili var, vmushaob. saxlshi dalagebashi, da sachmlis gaketebashi qmari mexmareba da chem qmars marto "pormashi" roca var mashin rom movwonde arc gavyvebodi colad. mecodeba YVELA vinc amas etanxmeba da vinc tvlis rom es aris qalis movaleoba… martla gulit mecodebit. da p.s. … mag logikit rac ar unda pormashi iyo, mainc daberdebi bolos da migatovebs qmari :)

  13. anu daskvna: raxan qmari saxlshi mexmareba da aragamopranchulic movwonvar MASHASADAME mgalatobs :))))))) good to know… da rom gatxovdebi gamec makiajit da "seqsualuri elastikit" daidzineb? tore aba dilit ro gaigvidzebs qmari da daginaxavs xo egreve migatovebs :)))))

  14. Rebecca IoseBath
    ძვირფასო რებეკავ! ნეტა ყველას ისეთი ქმარი ჰყავდეს როგორიც ელენეს ჰყავს :)))))))) და ნეტა ყველა ისეთი იყოს, როგორიც ელენეა! :)

  15. Rebecca IoseBath romel wesebs??? :D es ra dakanonebulia rom am wesebit unda icxovro meuglestan… :D jer erti yvela kaci individia da zogs moscons roboti kalebi zogs ara… me aseti coli arasdros viknebi magram euli sulac ar var amis gamo :D

  16. აქ ისეა ყველაფერი ჩამოყალაიბებული, თითქოს მთელი მსოფლიო მამაკაცს ეკუთვნის. უნდა იშრომო, ყველაფერი წესრიგში უნდა მოიყვანო და მერე დაღლილმა ეს არ შეიმჩნიო და თავიც წესრიგში მოიყვანო იმიტომ, რომ მამაკაცს ასიამოვნო. ქალებო, იმას რატომ ვერ ხვდებით, რომ თქვენც ღირსი ხართ ისიამოვნოთ ცხოვრებით?

  17. "არასოდეს არ იწუწუნოთ, რომ ძალიან დაიღალეთ

    მეუღლეს აუცილებლად დახვდით ღიმილით."—- meramdened vambob ukve, magram ai martla araa chveni sashveli. tan imas tu carmoidgent, rom amas qali cers, sartod gekargeba kvelapris khalisi.

  18. ყველა ეს პრობლემა და მომენტი თავისთავად მოგვარდება,თუკი ქალი არ იქნება ოჯახის ,,მონა”, თუკი მას ექნება თავისი საქმე და სამსახური (ნებისმერი!), საიდანაც იღებს მატერიალურ და მორალურ მოგებას. სახლიდან თნდაც 1 საათით გასასვლელი როცა გაქვს ყოველდღიურად,იქ მაკიაჟიც შემოგრჩება, ვარცხნილობაც და ფიგურაც. და რაც მთავარია, გუნება-განწყობა გაცილებით უფრო ამაღლდება, სახლში ჯდომასთან შედარებით.
    თან თუ დაუკვირდებით, საოჯახო საქმეებს, სადილების კეთებას არ მიაქვს დიდი დრო – საღამოს 7-8 საათიდან დაწყებაც შეიძლება.
    აი შილებს რაც შეეხება, ეს ცოტა ისეთი თემაა… 2-3 წლიდან საბავშვო ბაღი. ბავშვიც უფრო კარგად ვითარდება და თქვენც გაქვთ მეტი დრო

  19. კაცებმა იფიქრონ იმაზე თუ როგორ გაგვახარონ მეუღლეები და გვქონდეს იმის ხალისი რომ მუდამ ფორმაში და ენერგიულები ვიყოთ.. თორემ ქალებსაც შეგვიძლია მიტოვება და იდარდონ კაცებმა რააა…

  20. qali rodesac mowesrigebulia,titonac tavdajerebulad grdznobs tavs da xasiatzec metad modis.mgoni umetesoba asea.marto mamakactan tavis mowoneba araa.da ratomac ara tu shen meugles mtel samyaros miscem,masec unda iyos wyvilma ertmanetistvis yvelaperi sasiamovno unda gaaketos

  21. maka turashvils- …saxlshi jdebian utvinoebi… rogor fiqrob es scoria? me magalitad arc ganatleba maklia arc xalisi da arc moxerxeba magram ver vmushaob da ramdenia kide chems mdgomareobashi.mkavs shvili romelic avadaa(cerebraluri damblit) vercert sabavshvo bags ver mivachvie.aravin damxvare ar mkavs meugle sul gasulia mshaobs ravqna mivatovo bavshvi da gavide samushaot? arc imdeni shemosavali ar maqvs ro momleli avukvano.es moklet danarchenze ar davcvrilmandebi da ase rom sanam tqveni mokle tvinit rames dacerdet dafiqrdit iqneb tqventvis advilat misagcevi sxvistvis miugcevelia garkveuli problemebis gamo? madlobt!

შენ რას იტყვი?