“დროა ხალხი მიხვდეს, რომ დაუნის სინდრომი შეიძლება სექსუალური იყოს!”

მოდის სფერო მუდმივ გარდასახვას და ცვალებადობას განიცდის, მუდმივად იცვლება სტანდარტები, სტილი და ზოგადად, სილამაზის აღქმა. თუმცა არსებობს ცვლილებები, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრია სხვა მიმართულებით წაიყვანოს და უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

ეს 23 წლის მედელინ სტუარტია ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინიდან. იგი პირველი პროფესიონალი მოდელია დაუნის სინდრომით, უყვარს ცურვა, ცეკვა და თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს. მედელინმა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე 8 სეზონი იმუშავა, Instagram-ზე კი თითქმის 350 ათასი მიმდევარი ყავს. მიუხედავად მისი გენეტიკური თავისებურებისა, მედელინი დაუღალავად შრომობს იმისთვის რომ  მოდის რთულ ინდუსტრიაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს.

მედელინმა სამოდელი კარიერა დედის, როსეინის დახმარებით დაიწყო, რომელიც ქასთინგებზე დაყვებოდა შვილს. დედის დახმარებით გოგონამ 18 კილო ფიტნესზე ორიენტირებული ცხოვრების წესის და ჯანსაღი კვების ხარჯზე დაიკლო.

მედელინი იმედოვნებს, რომ თუ იგი დასახულ მიზანს მიაღწევს, ეს მისი გენეტიკური მდგომარეობის შესახებ ყველანაირ სტიგმას დაამსხვრევს და საზოგადოების ხედვას საგრძნობლად შეცვლის.

“ვფიქრობ რომ, დროა ხალხი მიხვდეს, დაუნის სინდრომი შეიძლება სექსუალური და ლამაზი იყოს” – ამბობს მედელინის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში. “მათ ყველაფრის კეთება შეუძლიათ, უბრალოდ ამას საკუთარი ტემპით და გზებით აკეთებენ. მიეცით მათ შანსი და თქვენი მოლოდინი ნამდვილად გამართლებული იქნება” – განმარტავს როსეინი.