ზარმაცი, მძინარა, მაგრამ საშიში… ვირუსი!
გსმენია ციტომეგალოვირუსის შესახებ? დღეისათვის უკვე არც ისე უცხოდ ხვდება ყურს ეს სიტყვა. თავად თუ არ ჩაგიტარებია გამოკვლევა, ახლობლებისგან მაინც გექნება გაგონილი, მაგრამ ზუსტად შეიძლება არ იცოდე რას წარმოადგენს და რატომ არის აუცილებელი ამ „პოპულარული“ ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორსულობას გეგმავ ახლო მომავალში. ამიტომ, მოდი, უფრო ახლოს და საფუძვლიანად გავეცნოთ.
რატომაა საშიში ციტომეგალოვირუსი?
ციტომეგალოვირუსი ჰერპეს ვირუსების ოჯახიდანაა წარმომავლობით და, როგორც ნებისმიერ მათგანს, სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში, თუკი ამ უკანასკნელის იმუნიტეტი რაიმე მიზეზით სათანადო სიმაღლეზე არ იმყოფება. ამ გართულებებს შორისაა: თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოების, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თვალის მძიმედ მიმდინარე დაავადებები.
ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ორსული ქალებისთვის, განსაკუთრებით, თუ პირველადი ინფიცირება ფეხმძიმობის პერიოდში მოხდა. შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, მკდვრადშობადობა და ნაყოფის სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები. ბავშვის დაბადებისას კი მისი განვითარების შეფერხებას განაპირობებს.
ადვილია თუ არა ციტომეგალოვირუსის მკურნალობა?
სამწუხაროდ, უშუალოდ ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ერთხელ საიმედოდ მოიკალათა, ჩვენი ორგანიზმიდან ამ ვირუსის გაძევება სრულიად გადაუჭრელი და უიმედო ამოცანაა.
ერთადერთი გზა ზოგადი ტიპის ანტივირუსული პრეპარატებით მისი მავნე ზემოქმედების შემცირება და ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. მკურნალობის სქემა კი, ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოცდილი სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად უნდა იქნას შემუშავებული.
როგორ ხდება ციტომეგალოვირუსით დასნებოვნება?
ციტომეგალოვირუსის გადაცემა შესაძლებელია საუბრით, კოცნით, სქესობრივი კონტაქტით, აგრეთვე, ქალიდან ბავშვზე – როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ისე მშობიარობისას ან ძუძუთი კვების გზით.
გამოდის, რომ, თუ ვირუსის გადამტანთან რაიმე ზემოაღნიშნული სახის კონტაქტი გქონდათ, მისგან თავის დაცვა ძალიან გაგიჭირდებოდათ. სწორედ ამ მიზეზით, მოზრდილი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, უკვე დასნებოვნებულია ხსენებული ინფექციით.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ თუ ადამიანის იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ამ აბეზარი, მაგრამ „მძინარა“ ვირუსის არსებობას ვერანაირად ვერ შევიგრძნობთ და, შესაბამისად, არც განვიცდით, თუმცა…
ციტომეგალოვირუსი საშიშია, ძირითადად, ორ განსაკუთრებულ შემთხვევაში:
- თუ ორგანიზმის იმუნიტეტი საგრძნობლად დაქვეითდა;
- თუ დასნებოვნება ფეხმძიმობის პერიოდში მოხდა.
როგორ დავიცვათ თავი ციტომეგალოვირუსით გამოწვეული საფრთხისაგან?
პირველ რიგში, ყველა ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიანი გამოკვლევა დაორსულობამდეა საჭირო და არა „პოსტ ფაქტუმ“, როგორც იტყვიან.
თუ ეს პირობა გაითვალისწინე და შესაბამისმა ანალიზმა შენს ორგანიზმში ვირუსის არსებობა, უფრო სწორად, მისი აგრესიულობის მაღალი დონე დაადასტურა, ბუნებრივია, სპეციალისტის კონსულტაცია და მიღებული რეკომენდაციების შესრულება გესაჭიროება.
თუ ორგანიზმში ვირუსი ჯერ არ მოხვედრილა, მაშინ კი განსაკუთრებული ყურადღება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა დაუთმო, რომ როგორმე თავიდან აირიდო ფეხმძიმობის პერიოდში დაინფიცირების რისკი.
ბუნებრივია, ყურადღების გარეშე არ უნდა დაგრჩეს არც იმუნიტეტის ანუ ორგანიზმის ბუნებრივი დამცველი მექანიზმის მოფრთხილებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც, ზოგადად, სრულფასოვან კვებასა, სტრესებისგან თავდაცვას, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების თავიდან აცილებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაში გამოიხატება.
Tsitela virusze ra me xom ar icit 8 tslis tsin moixada da exla amoitesa kidev tu rame icit
vaime keti shemeshinda, saubrtit ranairad gadais da ra aris saertod, ra analizi unda gaviketot ro davadginot gvakvs tu ara???? ui dzaan shemeshinda
cito megalo virusi maq 9,4 % G pormashi,orsulad viayavi da samwuxarod orsuloba shewyda am virusidan gamomdinare,romeli preparatia sauketeso am virusustvis?
"უშუალოდ ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია. ერთადერთი გზა ზოგადი ტიპის ანტივირუსული პრეპარატებით მისი მავნე ზემოქმედების შემცირება და ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. მკურნალობის სქემა კი, ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოცდილი სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად უნდა იქნას შემუშავებული." ჩვენ არ გვაქვს პრეპარატების მითითების უფლება, სალომე.
წითელაზე არის სტატია ჩვენს საიტზე http://pink.ge/articles/beauty-health/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%91/ კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
თუნდაც დასნებოვნებული ვიყოთ, თუ არც ორსულად ხართ და არც იმუნიტეტი გაქვთ დაქვეითებული, არაფერია საშიში-მეთქი, ხომ ვთქვი. ზედმეტი ნერვიულობა კი იმუნიტეტს აქვეითებს, ამიტომ არ ღირს :). გამოკვლევას რაც შეეხება, ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.
gmadlobt qalbatono qetevan.magram eg chems organizmshi ramdenad sashishia daorsulebistvis?da nayopze moqmedebs tu ara?sheidzleba rame patologiit daibados?madloba winaswar
arachveulebrivia dzalian damexmara prezentaciis momzadebashi
mainteresebs ra aris herpesi?ra iwvevs da rogor sheizleba gankurneba
bavshvi myavs axla 9 tvis citomegalo virusis pasuxia dadebiti aqvs 49. mainteresebs ramdenad sashishiaa da mkurnalobas eqvemdebareba tu ara… tavis garshemowerloba aqvs 40. bruns ar aketebs, ar zis, satamashoti ar interesdeba,shublis midamoebshi higroma, kortikaluri hipoplazia ormxriv shublis sa safetqlis polusebis midamoshi.. CMV Ig g titri momatebulia..
gamarjobat , dzalian gtxovt mipasuxot kitxvaze.momeshala muceli mesame tveshi viayavi, gavikete analizebi citomegalovirusebze, CMV Ig M maqvs 0.19 da G maqvs 18 , shesadzlebelia muclis moshlis mizezi es yopiliyo? dapexmdzimebis shemtxvevashi embrionze imoqmedebs? didi madloba winaswar
pirveli orsuloba momcilda da agmomachnda citomegalovirusi 2,5 qronikul formashi sachiroebs tu ara am etapze mkurnalobas?
gamjoba var 6 kviris orsuli, cinat chatarebuli makvs kvelanairi gamokvlevebi da aravitari seriozuli ar gamivlinda, 10 dgis ukan gavikete citomegalurze analizi da AGMOMACHDA 0,27%. arsebobs tu ar muclis moshlis sashishroeba? cinascar gmadlobt
გინეკოლოგს აუცილებლად გაესაუბრეთ ამ თემაზე და არ დაელოდოთ აღრიცხვისთვის 12 კვირას.
სასურველია, მეუღლეც თუ გაიკეთებს ანალიზს.
gamarjobat dges avige analizebis pasuxi da citomegalo virusli 8 maqvs . 11 kviris orsuli var davgegme orsuloba da manmade analizebi kargi mkonda dzalian vnerviulob
gamarjobat priveli orsulobisas agmomachnda citomegalo virusi es iyo 5 wlis win da exla meored davorsuldi,chavitare analizebi da citomegalo ar dafiqsirda da shesazlebelia ess? anu es virusi xom rcheba organizmshi rogorc vici..
vinmem mipasuxet gtxovt sanam davrchebodi osulad agmomachnda citomegalo da eqimma mitxra roca organzmshi aris da sheguebulia ar aris sashishio da oca orsulobisas gxvdeba mashinaa sashishi,anu me jer agmomachnda maqvs da exla davrchi pexmdzimed aris moshlis sashishroeba/