Home თავის მოვლა

  • თუ ხარ ქალი
  • იღებ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ აბებს
  • ეწევი სიგარეტს
  • გიყვარს ყავა და გაზიანი სასმელები
  • ცომეული, ცხარე და მარილიანი კერძები
  • ხშირად ხვდები სტრესულ სიტუაციებში
  • არ ხარ დაკავებული სპორტით

მაშინ დიდი შანსია, ერთ დღეს სხეულზე კანის უსწორმასწორო, პატარა ბორცვაკებით დაფარული რელიეფი შეამჩნიო. სხვა სიტყვებით: შენი კანი ფორთოხლის ქერქს დაემსგავსოს.

ცელულიტი – ესაა კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილება, რომლის დროსაც ირღვევა მიკროცირკულაცია და ხდება სითხის შეკავება.  თეძოები, დუნდულები, მხრები _ ის ადგილებია, სადაც ცელულიტი ჩნდება. ძირითადად ქალებს აწუხებთ, სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში.

ბრძოლა ცელულიტთან  ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს, თუმცა არც თუ ისე წარმატებულად. იყო დრო, როცა კანის ეს მდგომარეობა სულაც არ მიიჩნეოდა არაესთეტიურად, მაგრამ მე-20 საუკუნეში გადაწყვიტეს, რომ ცელულიტი დაავადებაა და რომ მას “უნდა ვებრძოლოთ”.

ცელულიტის პირველი სტადია (ნაკლებად შესამჩნევი)  ქალის მეორად სქესობრივ ნიშნად მიიჩნევა.  პირველისგან განსხვავებით ცელულიტის მეოთხე სტადია საშიში და საზიანოა ჯანმრთელობისთვის: კანის არათანაბარი რელიეფი მისი გაჭიმვის გარეშეც კარგად ჩანს, ცელულიტთან შეხება კი ტკივილს იწვევს.

ცელულიტის გაჩენის  მიზეზები

ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ცელულიტი მხოლოდ ჭარბწონიან, ფიზიკურად არააქტიურ ადამიანებს უვითარდება. ცელულიტი ჩნდება როგორც გამხდრებში, ასევე ჭარბი წონის მქონეებში, როგორც არასპორტულ, ასევე სპორტით დაკავებულ ადამიანებშიც. თუმცა, ნორმალური წონის მქონე და ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში ის შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული… ცელულიტის გაჩენის მიზეზები ბევრია და ბოლომდე გამოუკვლეველი, თუმცა დიდ როლს თამაშობენ ჰორმონები და გენეტიკა. ასევე მიუთითებენ ფიზიკურ არააქტიურობაზე, არასწორ კვებაზე… ერთი სიტყვით, არაჯანსაღი ცხოვრების წესზე.

ძირს ცელულიტი!

ცელულიტთან ბრძოლა შრომატევადი საქმეა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ ანტიცელულიტური კრემის წასმით მოაგვარებს ამ პრობლემას, ცდება.

ოპერაციას, სახელწოდებით “ძირს ცელულიტი”, კომპლექსური მიდგომა ჭირდება. თუმცა შედეგის მიღწევა ასეთ დროსაც ძნელია.  ცელულიტს პირველივე სტადიაში უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ის შესაძლებელია შემდეგ სტადიაში გადაიზარდოს, ამ სტადიებში კი მისი მკურნალობა გაცილებით რთულია. იმისთვის, რომ თავი აარიდო ცელულიტის გაჩენას ან უკვე გაჩენილ ცელულიტს ებრძოლო, უნდა შეცვალო ცხოვრების წესი:

1) ისევ და ისევ სწორი კვება: გამორიცხე კვების რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ცხარე საკვები, ცომეული, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ნალექიანი ყავა, კონსერვანტების შემცველი პროდუქტები.

2) თუ ეწევი, დაანებე თავი მოწევას, ასევე ალკოჰოლის მიღებას.

3) დაკავდი სპორტით, ივარჯიშე.

4) გაიკეთე ანტიცელულიტური მასაჟები.

5) გამოიყენე ანტიცელულიტური კრემები.

6) მიიღე ბევრი სითხე.

ამ ყველაფრის გაკეთება (გარდა ანტიცელულიტური მასაჟებისა) თავად,  სახლის პირობებში შეგიძლია. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ანტიცელულიტური პროგარამა (პრესოთერაპია, ვაკუუმოთერაპია, მეზოთერაპია…), რომელიც ასევე დაგეხმარება ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მთავარია გახსოვდეს: ოპერაცია “ძირს ცელულიტი” ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

მსგავსი სტატიები
25 კომენტარი to this post
  1. ეს მართალია ნეტა? ანტიცელულიტურ კრემებს თუ იყენებ შეიძლება მერე უარესი დაგემართოსო? ანუ მერე სულ უნდა ისვ?

  2. ზოგიერთ ანტიცელულიტურ კრემს აქვს მომენტალური, მაგრამ დროებითი ეფექტი, ამიტომ ამ კრემებს რეგულარულად იყენებენ. შეიძლება აქედან გამომდინარეობს ის აზრი, რომ “ანტიცელულიტური კრემები სულ უნდა ისვა”, თუმცა, არ გამიგია, რომ კრემის ხმარების შეწყვეტის შემთხვევაში ცელულიტი უფრო განვითარებულიყოს.

    • იქნებ მიუთითოდ რომელ კრემს აქვს მომენტალური ეფექტი? მე ვერ მივაგენი :(

  3. ანტიცელულიტური კრემები საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით, თუ მასაჟებს ან მასაჟიორს მიაშველებ :)

    • კი, თუ იცი გაკეთება ანტიცელულიტური მასაჟის :დ იუთუბზე ბევრი ვიდეო დევს, სადაც ასახულია როგორ უნდა გაკეთდეს ეს მასაჟი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სჯობს პროფესიონალმა მასაჟისტმა ჩაატაროს ეს პროცედურა.

  4. ეს ბრძანებითი კილო არ მომწონს ხოლმე სტატიებშI…
    უნდა …
    უნდა…

    ცოტა ტკბილად უნდა შეგვაპაროთ :D :D

  5. aris specialuri sharvlebi da is caicvit, me rom vicmev 1 kvirashi gluvi xdeba chemi kani, mara es mudmivad unda icva, to agar gacvia isev gibrundeba, anu droebiti efetqi aqvs mara magari efeqti aqvs

  6. მე მაქვს ზოლი ცალ ფეხზე უკანა მხარეს, მასაჟის მერე უფრო მკვეთრი გახდა :(
    ყველაზე ეფექტური აკვააერობიკაა ცელულიტის მოსაცილებლად და სწორი კვება რათ
    ქმაუნდა

  7. გამორიცხე კვების რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ცხარე საკვები, ცომეული, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ნალექიანი ყავა, კონსერვანტების შემცველი პროდუქტები. :(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

  8. მასაჟორები თუ შველის ნეტავ?თუ უფრო აჩენს.ტელე შოპებში რო იყიდება ეგენი

  9. სწორი კვება და ვარჯიში აუცილებელია.მსუქანას ვეტყვი რომ თაფლის მასაჟზე სწორად დაუწყია სიარული.ყველაზე ეფექტურია,როგორც გასახდომად ასევე ცელულიტის მოსაშორებლად.თავად მასაჯისტი ვარ ასე რომ ყველას ვისაც სტრიების,ცელულიტის და ცხიმების მოშორება უნდა ვურჩევ თაფლის მასაჯებს,თუ პატარა დიეტასაც დაიცავთ მასაჟებტან ერთად შედეგი თავადვე აღგაფრთოვანებთ. გისურვებთ წარმატებებს♡♡♡

  10. რა სისულელეა ვიშის ანტიცელულიტის კრემით და სპეციალური მასაჟორით 1 თვეში გავიქრე საერთოდ აღარ მაქვს, ძაან ბევრი არც მქონია მაგრამ რაც იყო ისიც გაქრა

  11. კავიტაცია არის ყველაზე აეფექტური მეთოდი ცელულიტის მოსაშორებლად . ეს არის უსისხლო ლიპოსაქცია რომელიც ეფექტურად შლის ცხიმს, აღდგენს დაზიანებულ კოლაგენს და ელასტიურობას სძენს კანს. გთავაზობთ კავიტციის 2014 წლის მოდელს რომელიც ორიენტირებულია კანქვეშა ცხიმოვანი ფენის შემცირებაზე , მეთოდი დამყარებულია თერმული მოქმედებით ლიპოლიზის გააქტიურებასთან, სტიმულაცია ახალი თაობის ადიპოციდებით ჰიპერტროფიული ცხიმოვანი უჯრედების ჩანაცვლებაზე.თერმორეგულაციით აღდგენს დაზიანებულ კოლაგენების სინთეზს უზრუნველყოფს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას, რფ ლიფტინგი რომელიც ამკვრივებს ,ჭიმავს და აახალგაზრდავებს! მისაღებ ფასად მსურველებმა დამიკავშირდით ეწვიეთ ჩემს გვერდს მოიწონეთ და ნახეთ ჩემი შედეგები გმადლობთ

შენ რას იტყვი?