5 რჩევა საუზმის სასარგებლოდ
რატომ?
ერთი ფინჯანი ყავა, აი მოსახლეობის დიდი ნაწილის საუზმე. უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება, რომ დილით საუზმობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას.
ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი საუზმე ეხმარება, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს რომ იყვნენ ნაკლებად გაღიზიანებულები, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები.
რა?
ფინჯანი ჩაი და ბუტერბროდი ყველაზე გავრცელებული იოლად მოსამზადებელი საუზმეა. თუმცა ასეთ საუზმეში ძალიან ცოტაა უჯრედისი, რის გამოც საკვები ორგანიზმში ადვილად შეიწოვება და ძალიან მალე კვლავ შიმშილის გრძნობა შეგვაწუხებს. ამის გამო სასურველია, დილით ფაფების და სხვა უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მირთმევა.
ასეთებია მარცვლოვანი კულტურები: წიწიბურა, ბურღულეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი. აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტებში და ხორცში ანუ ცხოველური წარმოშობის საკვებში უჯრედისი არ გვხვდება.
როგორ?
რადგანაც ღამე ჭამის მავნე ჩვევას კვლავაც ვერ გადავეჩვიეთ და კარგად დანაყრებულები ვიძინებთ, მთელი ღამის განმავლობაში კუჭი დაკავებულია მონელების პროცესით, რაც დილის უმადობას განაპირობებს. თუ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ვივახშმებთ და ვახშმის შემდეგ აღარაფერს შევჭამთ (წყლის და ცოტაოდენი ხილის გარდა), რა თქმა უნდა, დილის უმადობაც უკვალოდ გაქრება.
ტყუილი
თუ ფიქრობ, რომ საუზმე გეხმარება წონის დაკლებაში და შეგნებულად არიდებ თავს, ძალიან ცდები. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ საუზმის უგულებელყოფით შეიძლება წონაში მოიმატო კიდეც. დილის საათებში საკვებზე უარის თქმა გამოიწვევს ორგანიზმის მოშიებას, ამიტომ დარჩენილი დღის (განსაკუთრებით საღამოს) განმავლობაში ის ინაზღაურებს დაკარგულს.
თუ დილით კარგად დანაყრდები, ღამე ბუნებრივია ჭამა არ მოგინდება. მოკლედ მოჯადოებული წრეა – გარღვევა თუ გადაწყვიტე, არ ჭამო ღამე და ისაუზმე დილით!
დრო
აქაც იგივე და მოჯადოებული წრეა: გვიან ვიძინებთ – გვიან ვიღვიძებთ და საუზმის დრო არ გვრჩება. ასეთი რეჟიმი სიკეთეს არავის მოუტანს, თუმცა არსებობენ გამონაკლისი “ბუ” ადამიანები, რომლებიც ღამე უფრო შრომისუნარიანი არიან. დანარჩენებმა – შეეცადეთ, უფრო ადრე დაწვეთ დასაძინებლად, რათა კარგად გამოძინებულნი ადგეთ დილით და საკმარისი დროც გქონდეთ თავის მოსაწესრიგებლად და თუნდაც საუზმისთვის.
აბსოლუტურად! თუმცა მე უცნაურობა მჭირს: ღამეც ვჭამ და დილითაც. თან დილით ჭამას უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე მაკიაჟს:)
აუ შენ ყოჩაღ მართლა რა:) მაკიაჟის გაკეთებაზე მეტს რომ ჭამას ანდომებ :)
Khatia Narimanidze caikitxeee da shecvale sheni rejimi:)
სასარგებლო და საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ, ძალიან მომეწონა :)
მადლობთ ალექსანდრა<3
sasargeblo rchevaa
კარგი სტატიაა
მომიწევს დღის რეჟიმის შეცვლა.
გმადლობ სტატიისთვის. ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი.
გეთანხმებით თქვენს რჩევებში. საუზმე ჩემი საყვარელი კვების დროა და მისი წყალობით წლების განმავლობაში ერთი და იგივე წონას ვინარჩუნებ. არასოდეს დამითვლია კალროები, დამიცავს დიეტა და მითვქია უარი რაიმე საკვებზე.
გმადლობთ რომ არსებობთ :)
aww <3 მადლობა თქვენ, რომ ჩვენი მკითხველი ხართ <3
საუზმე ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა ამისთვის <3
ძალიან გვიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი სტატიები <3
getanxmebi gvanca jbia dilit adre danayrde makiaji meore xarisxiani xdeba xolme ))
dzalian momwons tqveni gveri <3 dzalian karg statiebs debt :* yochag :)
maqsimalurad vcdilob sauzmed wiwibura an shvria mivirtva, plus chai….. yavas arasdros ar vsvam uzmoze
game rac ar unda bevri vchamo dilit mainc dzaan mshia.tan rac ufro adre vigvidzeb mit ufro magari mada maqvs :D am bolo dros game chamas cotati movukeli.vcdilob kuchi davipatarao janmrteli da sasargeblo kvebis xarjze.dzalian bevr bostneuls vcham(isedac vgijdebi bostneulze). xoda vanxot)) p.s. 20 wlis var 50 kilo.wonas ar vuchivi
bu var :v
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ დილით ჩამა არ გამასუქებდა პირიქიტ მეგონა რომ დილით არ უნდა ვჭამო მადლობა ამ რჩევისათვის აწე ყოველთვის დილით ვჩამ