ფოტოსესია საკუთარ თავთან: 68 კილოს დაკლების შემდეგ
დაახლოებით 3 წლის წინ, ტორონტოში მცხოვრებმა ბეტ ბერდმა კუჭის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ამის შემდეგ მან ორი წლის განმავლობაში 68 კილო დაიკლო!
თუმცა ეს ყველაფერი არ არის: მან გადაწყვიტა ეს მოვლენა სახალისო და მამოტივირებელი ფოტოსესიით აღენიშნა. იდეის განხორციელებაში ფოტოგრაფი მეგობარი – ბლეიკ მოროუ დაეხმარა. სანამ წონაში დაიკლებდა, მათ ‘Before’ ფოტოსესია გადაიღეს, ორი წლის შემდეგ, როცა ბეტმა მიზანს მიაღწია, ‘After’ ფოტოები. ფოტოები ფოტოშოპის დახმარებით შეერთდა, თუმცა ბლეიკ მოროუ ირწმუნება, რომ მას ბეტის სხეულის საერთოდ არ შეუცვლია.
იხილეთ ფოტოები და დატკბით ამ სტიმულის მომცემი და პოზიტიურად შთამაგონებელი ისტორიით :)
ბოლო რა მაგარია! <3
კარგი იუმორი ჰქონია :))))
ჰო, ძალიან! <3
აუ რა მაგარიაააა
kaiaa <3