B და D ჰეპატიტები
B ჰეპატიტი
ძირითადი ფაქტები:
- B ჰეპატიტი ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და შესაძლოა ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა.
- ვირუსი გადადის სისხლთან ან ინფიცირებული ადამიანის სხვა სითხეებთან კონტაქტით.
- ჰეპატიტის შედეგებით ყოველდღიურად დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება.
- ჯანდაცვის მუშაკებისათვის B ჰეპატიტი ერთ-ერთ ძირითად პროფესიულ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება.
- მისგან თავის დაცვა შესაძლებელია ვაქცინაციით.
B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით მსოფლიოში 240 მილიონი ადამიანია დაავადებული. სიკვდილის მიზეზი ღვიძლის ციროზი ან კიბო ხდება. 1982 წელს შემუშავებული იქნა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 95%-ით იცავს ინფიცირებისა და შემდგომი გართულებებისაგან და კიბოს ერთ-ერთი სახეობის პირველ ვაქცინადაა მიჩნეული.
ინფექციის გავრცელების გზები
B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის ძირითადი გზა პარენტერალურია (სისხლის და/ან მისი კომპონენტების გადასხმა ინფიცირებული დონორისგან), სქესობრივი გზა და დედიდან შვილზე.
ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან გამოვლენამდე) საშუალოდ 75 დღეა, შეიძლება გამოვლინდეს 30-60 დღეში და ორგანიზმში დარჩეს სხვადასხვა დროით.
რისკ-ჯგუფები:
- პირები, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სისხლი და სისხლის პროდუქტები: დიალიზზე მყოფნი, დიდი ზომის ტრანსპლანტანტის მიმღებნი და ა.შ.
- საინექციო ნარკოტიკების მომხმარებელნი;
- HBV ქრონიკული ინფექციის მტარებელთა სექს-პარტნიორები;
- ადამიანები, რომლების ხშირად იცვლიან პარტნიორს;
- ჯანდაცვის სისტემაში მომუშავენი;
- ენდემურ რეგიონებში მოგზაურები, რომლებსაც სრულად არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია.
სიმპტომები
მწვავე პერიოდში შესაძლოა პაციენტს ჩივილი არც ჰქონდეს. ძირითადი ჩივილებია: საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა, სხეულის ტემპერატურის მატება 37-38 გრადუსამდე, კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე, შარდის გამუქება, გულისრევა და ღებინება.

სიყვითლე
დიაგნოსტიკა
კლინიკური ნიშნების მიხედვით B ჰეპატიტის სხვა ვირუსული და/ან არავირუსული გენეზის ჰეპატიტებისაგან დიფერენცირება შეუძლებელია. დიაგნოზის დასასმელად არსებობს სისხლის კვლევები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა და პროცესის სიმწვავეც.
B ჰეპატიტზე ეჭვის დროს კვლევა იწყება HBsAg-ის კვლევით (H-hepatitis B S-superficial(surface) Ag-antigene).

B ჰეპატიტის პირველადი სკრინინგი _ HBsAg-ის განსაზღვრა
- მწვავე HBV (Hepatitis B Virus) ინფექციის დროს სისხლში მატულობს HBsAg და IgM (იმუნოგლობულინ M) ბირთვის ანტიგენის, HBcAg-ის (Hepatitis B Core Antigene) მიმართ. ინფექციის საწყის ეტაპზე ასევე დადებითია HBeAg
- ქრონიკული ინფექციისათვის დამახასიათებელია HBsAg ტიტრის მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება (>6 თვე), ამავდროულად HBeAg შეიძლება იყოს ან არ იყოს მომატებული. HBsAg-ის მდგრადი მატების არსებობა ღვიძლის ქრონიკული დაავადების და ჰეპატოცელულური კარცინომის (ღვიძლის კიბო) განვითარების ძირითადი მარკერია.
- სისხლში HBeAg-ს არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ინფიცირებულის სისხლი და სხვა სითხეები კონტაგიოზურია (გადამდებია) და ინფიცირების რისკი მაღალია.
სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში ხდება ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები, ბილირუბინის დონის მატება.
მკურნალობა
B ჰეპატიტის მწვავე ფორმის დროს სპეციფიური მკურნალობა არ ტარდება, ინიშნება დიეტა და დამზოგავი რეჟიმი. ქრონიკული ფორმის დროს ძირითადი სამკურნალო საშუალება ინტერფერონია.
D (იგივე დელტა) ჰეპატიტი
D ჰეპატიტი ღვიძლის მწვავე დაზიანებით და ინტოქსიკაციით მიმდინარე ინფექციაა, მისი დამაზიანებელი მოქმედების გამომჟღავნდების აუცილებელი წინაპირობა B ჰეპატიტის გამრავლებადი ვირუსის არსებობაა. დელტა ვირუსული ინფექცია არსებობს ორი ფორმით: კოინფექცია, როდესაც D ვირუსით და B ვირუსით ინფიცირება ხდება ერთდროულად და სუპერინფექცია _ ხდება HBV ზედაპირული ანტიგენის მქონე პაციენტის D ჰეპატიტით ინფიცირება.
პროფილაქტიკა
თავის დასაცავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რისკ-ფაქტორების გამორიცხვა, მაგრამ B ჰეპატიტის სპეციფიური პრევენცია ხდება აცრით, რაც, თავისთავად, წარმოადგენს D ჰეპატიტისაგან თავის დაცვის მეთოდსაც.

მე B ჰეპატიტის აცრა გავიკეთე, შენ რას აპირებ?
დროული დიაგნოზი და მკურნალობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გაგიჩნდა ეჭვი, აუცილებლად მიმართე ექიმს.
morshenadia100%-
მხოლოდ იმ შემთხვევაში, დროულად თუ დიაგნოსტირდა.
tu xandazmulia “B” qronikuli hepatiti da tan dartulia “D” igive delta ramdenia procenti interferonit mkurnalobis shemtxvevashi?
15 20%
თუ ვერ უშველა ინტერფერონმა დ ჰეპატიტს, დაახლოებით რამდენი წელი დარჩება პაციენტს სასიცოცხლო?