Home თავის მოვლა

ბევრ მოზარდს აწუხებს გამონაყარი სახეზე. გთავაზობთ მათთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებებს:

  1. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი – ყოველდღიურად 7–8 ჭიქა წყლის მიღება გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს.
  2.  მიმართეთ თაფლს – კანის სწრაფად აღსადგენად,  გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათი წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  3. მიირთვით პომიდორი – A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას.
  4. რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ ან შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები.
  5. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ (მეტჯერ არა) – გამოიყენეთ ნელ–თბილი წყალი და ნაზი საპონი.
  6. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით.
  7. დაძინებამდე მოიშორეთ მაკიაჟი.
  8. გამოიყენეთ ალოე ვერას გელი – ალოე ვერას გელი ან წვენი წაისვით გამონაყარზე და დაიტოვეთ.
  9. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი – ვაშლის ძმარი სწრაფად აღადგენს თქვენს კანს, კლავს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები (1 ს/კ ძმარი გააზავეთ 8 ს/კ წყალთან) და გაიჩერეთ 10 წუთით.   ვაშლის ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.
  10. გამოიყენეთ კვერცხის ცილა – პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ.
  11. გამოიყენეთ შვრიის ფაფა – მოამზადეთ შვრიის ფაფა (წყლით, შაქარს ნუ დაუმატებთ) და სუფთა სახეზე დაიდეთ ნიღაბივით. გაიცერეთ 10–15 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.
  12. გამოიყენეთ ყინულის კუბები – კანის განსაჯანსაღებლად ყველაზე მარტივი და ადვილი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ დაუყონებლივ შედეგს არ იძლევა, რეგულარული გამოყენებით (გაიჩერეთ ყინულის კუბიკები გამონაყარზე ყოველდღიურად 10–15 წუთის განმავლობაში) ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
  13. ერიდეთ სტრესს – როგორც ბევრი სხვა პრობლემის სათავე, გამონაყარიც ხშირად სტრესის შედეგი ყოფილა.

ვერიდოთ სტრესს და გავივარდისფროთ ცხოვრება!

 

7 კომენტარი to this post
  1. კარგი რჩევებია და ვისაც ჭირდება აუცილებლად უნდა გამოიყენოს!

  2. პაწია შენიშვნა: მგრძნობიარე კანის პატრონებმა და ალერგიულებმა თაფლის გამოყენებისგან შეიკავეთ თავი ^^
    ისე კი, ნამდვილად საჭირო რჩევებია ^_^

  3. ე.ი სახე არავითარ შემტხვევაში არ უნდა დაიბანოტ, მხოლოდ სპეციალური გამწმენდი საპონით სამ დღეში ერთხელ. გამოიყენეთ სპირტზე და ანტიბიოტიკებზე დამზადებული გასაწმენდი საშუალება. ბამბის ტამპონზე დაასხიტ ეს სიტხე და გაიწმინდეთ. დიეტა არ შველის თუ საჭმლის გამო არ გაყრის. ნიგოზი, თხილი და მზესუმზირა არ ჭამოთ მთავარია, დანარჩენს იტანს კანი. ძილის დარღვევა იწვევს გამონაყარს. თუ პრობლემური კანი გაქვთ ეცადეთ ღამე არ გაათიოთ. აუცილებლად გაიწმინდეთ კანი, ოღონდ თუ ანთებითი პროცესი გაქვთ ხელი არ ახლოთ. რაც შეეხება გაწმენდას, ჯობს კოვზით გაიწმინდოთ, ვიცი მტკივნეული, მაგრამ ეფექტური. რაც მთავარია არ იწვალოთ გამონაყარი. თუ ერთბაშად დაგაყარათ მიიღეთ ანტიჰისტამინები. ძალიან ეფექტურია ასევე აზიმაკის გამოყენება, უბრალოდ ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ. მთელი ცხოვრება გამაწამა ამ გამონაყარმა, ასე რომ ყველაფერი მაქვს ნაცადი.

  4. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად მოგვაწოდოთ სახის გასაცმენდი ხსნარის, ლოსიონის ეფექტური რეცეპტი ცხიმიანი, ფორიანი კანისთვის, შიგადაშიგ გამონაყარით, და კიდევ თუ არსებობს მოდუნებული სახის კანისთვის ეფექტური ნიღაბი ცხიმიანი და ცოტა პრობლემური კანისტვის. წინასწარ გიხდით მადლობას.

  5. მამაკაცებში სახის პარსვის შემდეგ გამონაყარის გასაქრობად თუ გაქვთ რამე რჩევა ან რეცეპრი?

შენ რას იტყვი?