Home თავის მოვლა

აბორტი! ნებისმიერ ქალს, ერთხელ მაინც უწევს ცხოვრებაში, ამ სიტყვის მნიშვნელობა გაიაზროს. თუმცა ძალიან ბევრმა შეიძლება არაფერი იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რითიც იგი ჩვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას ემუქრება. ამიტომაც, მგონია, დაგაინტერესებს, ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.

რა არის აბორტი?

აბორტი ანუ მუცლის მოშლა, ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტას ნიშნავს, რაც შეიძლება მოხდეს თავისთავად (ქალის ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი ცვლილებების ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად) ან ხელოვნური ჩარევის გზით.

რა შემთხვევებში, როდის და როგორ კეთდება აბორტი?

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შეიძლება იყოს აუცილებლობით გამოწვეული (მაგალითად, ნაყოფის სიკვდილის ან ორსულობის პათოლოგიურად მიმდინარეობის შემთხვევაში) ან ქალის პიროვნული გადაწყვეტილების შედეგი. ამ უკანასკნელის მორალურ და იურიდიულ მხარეებზე სხვა სტატიებში ვისაუბროთ, ამჯერად კი, მხოლოდ აბორტის სამედიცინო ასპექტებს და მის შესაძლო გართულებებს შევეხები.

აბორტი შეიძლება განხორციელდეს მედიკამენტოზური ან ქირურგიული გზით.

მედიკამენტოზური აბორტი

ესაა გარკვეული სამედიცინო პრეპარატების მიღების შედეგად ორსულობის შეწყვეტის გამოწვევა. იგი დასაშვებია მხოლოდ ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე (5 კვირამდე) და უნდა ხდებოდეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატები, რომლებიც მუცლის მოშლას იწვევს, არ შეიძლება იყოს თავისუფალ გაყიდვაში და გამოყენებული იქნას თვითნებურად.

aborti3

ქირურგიული აბორტი

გულისხმობს, როგორც ინსტრუმენტული გზით  ნაყოფის მოშორებას, ასევე შედარებით ნაკლებ ტრავმული და ქალის ორგანიზმის დამზოგავი მეთოდით – ვაკუუმური ასპირაციით – ორსულობის შეწყვეტას.

ასპირაცია, რომელსაც ხშირად „მინი აბორტის“ სახელით მოიხსენიებენ, მხოლოდ ორსულობის 5 კვირამდეა რეკომენდებული, ინსტრუმენტული გზით აბორტს კი 12 კვირამდე მიმართავენ.

aborti2

რა გავლენას ახდენს აბორტი ქალის ორგანიზმზე?

ჰორმონული კატასტროფა

ორსულობის დადგომისთანავე ქალის ორგანიზმი სათანადო მომზადებას იწყებს ნაყოფის გამოზრდისა და მშობიარობისთვის, რაც, პირველ რიგში, ჰორმონული ცვლილებებით გამოიხატება. აბორტის დროს კი, ხდება უკვე ამუშავებული ჰორმონული რეგულაციის მექანიზმის მკვეთრი და უეცარი ბლოკირება. ბუნებრივ პროცესებში ასეთი უხეში და უცერემონიო ჩარევა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

შედეგად, თითქმის ყველა ქალს რაიმე ფორმით ეწყება ჰორმონული დარღვევების გამოვლენა. შეიძლება განვითარდეს ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის მძიმე დაავადებები, სქესობრივი მოშლილობა, უშვილობა.

ინფექციის შეჭრა

თუ აბორტი არასათანადო სტერილიზაციის პირობებში ჩატარდა ან აბორტის შემდგომ პერიოდში ექიმის მიერ სწორი დანიშნულება არ გაიცა, მოსალოდნელია, იგი ანთებითი ხასიათის პროცესებით გართულდეს. ამ პროცესების გაქრონიკულება კი უშვილობის და სხვა მძიმე დაავადებების მიზეზად იქცეს.

სისხლდენა

აბორტის დროს, საშვილოსნოს კედელზე ძალისმიერი ზემოქმედების შედეგად ან იმის გამო, რომ არ მოხდა სრულყოფილი გამოფხეკა (რისგანაც დაზღვეული არავინაა) მოსალოდნელია ძლიერი სისხლდენა განვითარდეს, რასაც, არაკვალიფიციური ან არაოპერატიული სამედიცინო ჩარევის პირობებში, ქალის სიკვდილიც კი შეიძლება მოჰყვეს.

ძლიერი სტრესი

რაც არ უნდა სერიოზული ეჩვენებოდეს ქალს მიზეზები, რომლებიც მას მუცლის მოშლას აიძულებს, უმეტეს შემთხვევაში, მაინც არ აღმოჩნდება ხოლმე საკმარისი ამ მოქმედების გასამართლებლად. აბორტის დროს ქალის ფსიქიკა აუნაზღაურებლად ზარალდება, რამაც შეიძლება, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ნევროზების და სხვა ნერვული აშლილობების სახით იჩინოს თავი.

როგორც ხედავ, აბორტი იმდენად დიდ და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს ქალის ორგანიზმისათვის, ვერაფრით შევძელი ამ თემაზე ნაკლებად სერიოზული ტონით მესაუბრა. ამიტომ სანამ ორსულობის შეწყვეტის მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებ, ყველაფერი სათანადოდ აწონ-დაწონე და ერთხელ კი არა, ასჯერ დაფიქრდი იმის შესახებ, თუ რითი ემუქრება იგი, თუნდაც, მხოლოდ შენს ჯანმრთელობას.

საქართველოში გაკეთებული აბორტები რიცხვებში

15 კომენტარი to this post
  1. მორალი რა შუაშია. შოთა, ფსიქიკაც ქიმიაა, როგორც სხვა ყველა დანარჩენი ქალის და, თუ გნებავთ, მამაკაცის ორგანიზმშიც. ორსულობისთვის მომზადებული ქალის ორგანიზმისთვის აბორტი ბიოქიმიური და ჰორმონული კატასტროფაა პირდაპირი მნიშვნელობით და ამ მხრივ ფსიქიკას არანაკლები ზიანი ადგება სხვა ყველაფერთან ერთად.

  2. თამრი ხეიძე შოთას იმდენი აბორტი აქვს გაკეთებული რომ ზუსტად იცის რა და როგორაა : )))))))))))))))))

  3. თქვენი აზრით ასეთი პროპაგანდისტული მოწოდებებით არასასურველ ორსულობას სასურველს გახდით თუ როგორაა?

    არასასურველ ბავშვს მხოლოდ უპასუხისმგებლო ადამიანი თუ გააჩენს ”ღვთის იმედით” და (სინამდვილეში) ნათესავ-ახლობლების. იმას კი ვისაც შვილი არ უნდა, მსგავსი სტატია ნამდვილად ვერ გადაარწმუნებს. ესეთი მონაჩმახები გათვლილია ქალის ნამუსზე ასაგდებად, ისიც ისეთი ქალის, ვინც კარგად არ არის საკითხში ჩახედული. ჯობს, ყველამ თავის საშვილოსნოს მიხედოს და თავისი მორალი თავისთვის შეინახოს.
    ცოტა ობიექტურიბა არ აწყენდა ავტორს საკითხთან მიმართებაში.

  4. Shota Khinchagashvili რა თქმა უნდა, შენი თანდასწრებით არაფერს აქვს აზრი, მსჯელობას მით უმეტეს :*

  5. მთავარი იდეა ის არის, რომ დაცული სექსი უნდა გქონდეს და არა ის, რომ აბორტის "იმედად" იყო…

  6. წარმოდგენა არა მაქვს, რა კავშირი აქვს მორალისტობასთან აბორტის მავნე შედეგებზე მსჯელობას, რაც არაერთგზისაა დადასტურებული და დამტკიცებული. კი, ბატონო, ვიძახოთ, თუ გესიამოვნებათ, რომ გრიპივით იოლი (თუმცა არასერიოზული დამოკიდებულება გრიპის მიმართაც არაა გამართლებული) გადასატანია ეს პროცედურა და ქალის ორგანიზმიც მშვენივრად "ირგებს", მაგრამ ამით რეალობა შეიცვლება? თავის ქვიშაში დამალვა, დავიჯერო, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ამ ინფორმაციის მონელება? დამისახელეთ თუნდაც ერთი ქალი, რომლის ჯანმრთელობასაც სასიკეთოდ წაადგა აბორტი და ვაღიარებ, რომ სუბიექტური ვიყავი სტატიაში.

  7. გველი სისინა :), მხოლოდ უპასუხისმგებლო ადამიანი თუ დაორსულდება არასასურველ ბავშვზე კონტრაცეპტივების საუკუნეში, არ მეთანხმებით?

  8. Ketevan Gogiashvili getanxmebisruliad ketevan. da mitumetes is adamiania im bavshvtan ertad gadasagdebi romelic saqmrosgan orsuldeba da mainc aborts iketebs -_- ukacravad magram chemi neba rom iyos eget adamianebs ar vagirsebdi bavshvs cxovrebashi maseti abortis mere -_-

  9. გამარჯობა დედამიწავ , მალე შემოვაბიჯებ,
    მალე ვიტყვი პირველ სიტყვას და გადავდგავ ნაბიჯებს.
    მალე ვნახავ მშობელ მამას, დედას ჩავეხუტები,
    სითბოთი და სიყვარულით მალე დავიმუხტები

    იცი რამდენს ვიოცნებებ? იცი რამდენს ვიცინებ?
    დედას სულ არ გავაბრაზებ, არასოდეს ვიტირებ.
    იცი როგორ მეყვარება შენი მიწა, შენი ზღვა,
    შენი მდელო, მთები, ქვიშა, ულურჯესი შენი ცა.

    ვინავარდებ, ვითამაშებ შევიყვარებ სამყაროს,
    შევეცდები რომ სიბილწემ არასოდეს დამსვაროს.
    არ დავკარგავ უქმად დღეებს, დილით ადრე ავდგები
    ბებო ჩემით იამაყებს, დიდი კაცი დავდგები

    შევიკრიბავ ირგვლივ ოჯახს, ჩემს საყვარელ მომვლელებს
    გავამხიარულებ ყველას, დავავიწყებ პრობლემებს
    სულ ცოტაც და მეღირსება კაშკაშა მზის სხივები
    სულ ცოტაც და ამ ქვეყანას წყნარად მოვევლინები …

    ვაი… რატომ ვიყინები? რატომ ვგრძნობ ამ სიცივეს?
    ან ეს ხმები რატომ ისმის? ასე რატომ იცინეს?! …
    დედა… დედი გევედრები … ბოლო ხმაზე ვყვირივარ
    გთხოვ… რომ ეს არ ჩაიდინო, მე ხომ შენი შვილი ვარ…

    დედი ირგვლივ სიშავეა… მხოლოდ მუქი ფერები,
    რომ გავჩნდები გეფიცები სულ შენ მოგეფერები
    დედი… სულ მთლად გავიყინე, ვეღარ ვგრძნობ მე ვერაფერს
    დედი… იცი?… შენ მერჩივნე ამ ქვეყნყნად მე ყველაფერს…

  10. Gamarjobat gushin gavikete prveli aborti 10 kviris viyavi arc namshobiarebi var dges movliti tkivili mkonda muclis qveda areshi meubnebian normaluri ambavia ramdenime dge maqsimum 2 3 dgeoese geqnebao mere gadagivlis ukve menstruaciac mogivao mainteresebs sashishi xom araferia?winaswar didi madloba

შენ რას იტყვი?