Home თავის მოვლა

გადაწყვიტე, დიეტა დაიწყო?

დიეტა ომია. შენ კი უნდა ეცადო, მისგან მინიმალური დანაკარგი და მაქსიმალური შედეგი მიიღო. ეს რამდენიმე რჩევა აუცილებლად დაგეხმარება, უფრო ადვილად და ეფექტურად დაიკლო წონაში.

მაშ ასე:

მიზანი

დიეტის დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმე შენი წონა და გადაწყვიტე, რამდენი კილოგრამის დაკლებას აპირებ. სასურველი რიცხვი შენი შემდგომი დიეტური ცხოვრების თანმდევი უნდა გახდეს. დიეტის დაწყებამდე აუცილებლად გადაიღე ფოტო, რომელსაც სასურველი წონის თანდათანობით დაკლების შემდეგ ახალ ფოტოებს შეუდარებ. მშვენიერი before after მოტივატორი პროექტი გამოგივა.

სტრატეგია

ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ დიეტა ომია! ომს კი მომზადებული უნდა შეხვდე! წინასწარ დაგეგმე და საგულდაგულოდ მოარგე შენი დღის რეჟიმი შენს ყოველდღიურობას მაქსიმალურად ისე, რომ მისი დარღვევა არ მოგიხდეს. შეიძინე სპორტული სამოსი სავარჯიშოდ, საკვების კონტინერი თან სატარებლად და სამზარეულოს სასწორი.

მოტივაცია

ამობეჭდე ფოტო ან სლოგანი, რომელიც სასურველ მოტივაციას შეგიქმნის. შეგიძლია, მსგავსი დეკორით მაცივარიც გააფორმო. თუმცა, ჩემს პირად რჩევას თუ გაითვალისწინებ, საუკეთესო მოტივატორი ის ტანსაცმელია, რომელიც ძალიან მოგწონს, მაგრამ არ გეტევა. წინასწარ შეიძინე ლამაზი კაბა, რომელსაც დიეტის დასრულების შემდეგ ჩაიცვამ გამარჯვების  და იმის ნიშნად, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია.

ნებისყოფა

ისწავლე,  უთხრა შენს თავს არა! დიეტის არსი ის არაა, რაც შეიძლება ნაკლები ჭამო. მთავარია, ისწავლო საკვების სწორად დოზირება და იმდენი კალორია მიიღო, რამდენიც შენს ორგანიზმს ესაჭიროება და არა იმდენი, რამდენიც მადას სურს.  შეეცადე, სრულიად თქვა უარი იმ პროდუქტებზე, რაც კალორიულია და  “ერთი ფილა შოკოლადი რას მიზამს” პრინციპით ნუ იხელმძღვანელებ.

საკვები

ეცადე, საკვები თავად დაამზადო. ასე კუჭს მის მისაღებადაც მოამზადებ და მონელების პროცესიც უფრო გაადვილდება. ასევე გაითვალისწინე, რომ საკვები, უმჯობესია, ცივი იყოს, რადგან ორგანიზმს მის საჭირო ტემპერატურამდე გათბობისთვისაც ესაჭიროება ენერგია და შედეგად კალორიებიც იწვება. თუ მარილის ამოღებასაც გადაწყვეტ რაციონიდან, აუცილებლად მიიღე მინერალური წყალი არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში. გახსოვდეს, წყალი მეტაბოლური პროცესების საუკეთესო სტიმულატორია და მინერალების კარგვისგანაც გიცავს.

ცხოვრების წესი

ეცადე, მოაწესრიგო რეჟიმი და ჭამო ერთი და იმავე დროს (ოპტიმალურია დღეში 4-ჯერადი კვება 4 საათიანი ინტერვალებით). დიეტისას და არამხოლოდ ამ დროს აუცილებელია ჯანსაღი ძილი, რადგანაც საკვების შემცირება, მით უმეტეს, პირველ ხანებში, სტრესია, რასაც ძილზე უკეთ მხოლოდ ფრანგული კოცნა თუ უმკლავდება. :)

საერთოდაც, დიეტა ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და უფრო ლამაზებსა და სიცოცხლით სავსეებად გვაქცევს.

იყავი ლამაზი, ჯანმრთელი და შეიყვარე შენი თავი.

15 კომენტარი to this post
  1. ამაზე კარგი და მართლა კომპეტენტური რჩევები იშვიათად მომისმენია, ან ვინც დაწერა თვითონ არის წონის კლების საკითხში გამოცდილი, ან ბევრი წაუკითხავს :)

    • ოო,მართალია,
      ამ რჩევებს უკვე მეოთხე თვეა, მე თვითონ ვცდი პრაქტიკაში და სახეზეა უკვე 20 დაკლებული კილოგრამი :))

  2. კაბა მაქვს რომელიც დიეტის შემდეგ ჩამეტევა… დიეტას ხვალიდან ვიწყებ :)

  3. მთავარია მონდომება და ყევლაფერი გამოვა <3
    წარმატებას გისურვებ.

  4. მინერალური გაზიანი წყლები ცელულიტს აგროვებს, რამდენადაც ვიცი :/

  5. გამარჯობა!რა მაინტერესებს… :) დღის განმავლობაშ წყალს არ ვსვამ,ამას ძალით არ ვაკეთებ,უბრალოდ არ მინდება.სითხეს ძირითადად ჩაის,ყავის ან წვენის(ძირითადად უგაზო) სახით ვიღებ.რას მირჩევთ?დაკლებას ეს ხელს უშლის თუ პირიქით

  6. ყველა იმ ტანსაცმელს გამოვალაგებ რომლებიც არ მეტევა იქნებ მან მაინც მიშველოს.თაკო მარმალიძე არც მე ვსვამ წყალს და თურმე ეს ყველაზე მეტი მტერია ცხიმების და ცელულიტის დაგროვების, თუ გინდა რომ დაიკლო წყალი აუცილებლად სვა. ვიცი მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვიყენებ ამ რჩევას

  7. ყველაზე ეფექტურად მე მაინც დარბაზში ვარჯიშს ვთვლი საიმისოდ, რომ მოტივაცია გაიზარდო წონაში დაკლების, როცა ვარჯიშს იწყებ აღარ გინდება ჭამო ის საკვები რომელიც გასუქებს, და ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვული გაძლევს კარგ შედეგს)) წონა მოკლებული, მაგარი ფორმები და დიდი ენერგია

  8. dieta sisulelea xalxooooo !!! ar daitanjot magit tavi, ikvebet jansagi sakvebit , me 3 tveshi 14 kilo movikeli, da aranair dietaze ar var ubralod vikvebebi ise rogorc sachiroaa ! tavs arachveulebrivad vgrdznob aranairi grdznoba ar maq imisa rom titqos dietaaze var. dieta nishnavs stress, strisia am dros psiqologiuric da organizmistvisac, ar gindat aseti tanjvaaa https://www.facebook.com/agiarerommogwons esaa fbs gverdi sadac dzalian dzalian bevr rchevas miigebt, aseve piradshic mogvweret da yvela shemtxvevas individualurad miiudgebian adminebi

შენ რას იტყვი?