Tags

დასვენება, წარმატება

10 სიმღერა, რომელიც სამუშაო განწყობას გაგიუმჯობესებს 

ხშირად ერთფეროვანი სამუშაო დღე პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულის განწყობაზე. ოფისისთვის დამახასიათებელი ფუსფუსი, ქუჩიდან შემოსული ხმები, სამუშაოზე კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. ასეთ დროს საუკეთესო საშუალებაა ყურსასმენების გაკეთება და მუსიკის მოსმენა. თუმცა ეს არც ისე მარტივია. სიმღერას ადამიანის განწყობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ საჭიროა ისეთი მუსიკის შერჩევა, რომელიც იმ მომენტში სასარგებლო და სასიამოვნო…

წარმატება

გასაუბრებაზე დაშვებული 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა 

გასაუბრება პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც პოტენციურ დამქირავებელზე ახდენ, შესაბამისად, ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპია. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გამსაუბრებელს კანდიდატზე შეხედულება უყალიბდება შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ რაც უნდა გააკეთო შემდგომ, ვერ შეცვლი მის წინასწარ შექმნილ განწყობას შენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით გასაუბრებაზე ქცევის მიღებული…

წარმატება

რაზე მეტყველებს შენი სამუშაო მაგიდა 

კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავილები ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება. ცნობილია, რომ მოდის გურუები პროდუქტიულობასა და კრეატიულობის მოზღვავებას ფლორისა და ფაუნის მეშვეობით აძლიერებენ. მაგალითად, J. Crew-ს პრეზიდენტისა და ამავე დროს კრეატიული დირექტორის, ჯენა ლაიონსის მაგიდას მშვენიერი სურნელოვანი პიონები ამშვენებს. შენი სამუშაო მაგიდის მოწყობას მნიშვნელოვნად შეუძლია იმოქმედოს შენს პროდუქტიულობასა…

ოჯახი, წარმატება

3 მითი საქმიანი ქალების შესახებ 

სიტყვა “წარმატებული”-ს გაგონებაზე რატომღაც მამრობითი სქესი ახსენდებათ, რატომ ხდება ასე? ჩვენ შეგახსენებთ რამდენიმე მითს ქალებსა და მათ კარიერაზე და ვეცდებით, დაგანახოთ პრობლემის გადაჭრის გზა. მითი #1: ქალები და კაცები ყველაფერში თანასწორი არიან სიმართლე: სტატისტიკის მიხედვით ქალებს უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 2012 წლის მონაცემებით მამაკაცების საშუალო ხელფასი 859.6 ლარია,…

წარმატება

10 ბიზნეს გაკვეთილი შენი წარმატებისთვის 

ასაკთან ერთად ადამიანი გამოცდილებასაც იძენს, მაგრამ თუ კომერციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ათი რამ აუცილებლად უნდა იცოდე და გახსოვდეს: 1. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ მიუხედავად იმისა რამდენს იშრომებ ან ვის იცნობ. რაც უფრო მალე გააცნობიერებ ამას, მით ნაკლები იქნება ამაო მცდელობათა რაოდენობა. აკონტროლე ის, რისი კონტროლის უნარიც შეგწევს და ნუ მოცდები იმაზე,…

წარმატება

9 რამ, რის არ გაკეთებასაც ინანებ 

ერთერთი ყველაზე მტკივნეული, რაც მოსვენებას არ გვაძლევს სინანულია. ყველას გვქონია შეგრძნება, როცა რაღაც შეგვშლია და გვინატრია დროის უკან გადაწევა საკითხის გამოსასწორებლად. რა შეიძლება იყოს გამოუყენებელ შანსებზე უფრო დასანანი? ალბათ, ის ურთიერთობები, რომლებზეც შიშის გამო ვთქვით უარი. გადაწყვეტილებები, რომელთა მისაღებადაც დიდი დრო დაგვჭირდა. ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც არ ვთქვით და ქმედებანი, რომლებიც…

წარმატება

9 მავნე ჩვევა, რომელიც უნდა მოიშორო 

ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ რა საკუთარს, სხვის მავნე ჩვევებს უფრო მარტივად ვამჩნევთ. ასე მაგალითად, ჩემს რამდენიმე მეგობარზე ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ ის, რაც მაღიზიანებს მათში, მეც მახასიათებს. რა თქმა უნდა, უფრო მცირე დოზით, მაგრამ მაინც. კარგად დაფიქრდი, ეს მავნე ჩვევები შენც ხომ არ გაქვს გამჯდარი, თუ კი, მაშინ ერთად დავიწყოთ “გამოსწორების” პროცესი….

წარმატება

ბედნიერების 20 მარტივი მიზეზი 

ადამიანები ხშირად, ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ამიტომ გირჩევთ, შეადგინო სია იმ ყველაფრის, რაც შენს მადლიერებას იმსახურებს. ჩამონათვალი მოათავსე ისეთ ადგილას, რომ ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობ, გადახედო, მაგალითად, ბლოკნოტში, რომელსაც მუდამ თან ატარებ, ან სმარტფონში. სანამ სიას შეადგენდე და შემდგომაც, შესაძლოა გამოგეპაროს ქვემოთ მოცემული საჩუქრები, რომლითაც ცხოვრებამ დაგაჯილდოვა. შენ…

წარმატება

როგორ მივაღწიოთ წარმატებას მამაკაცების სამყაროში 

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით რთულია მამაკაცების სამყაროში წარმატების მიღწევა. ამის ძირითადი მიზეზი ამ საკითხისადმი მამაკაცების უმრავლესობის დამოკიდებულებაა. ხელს რაც გვიშლის,  ისაა, რომ “ძლიერი” სქესის წარმომადგენლები სხედან იქ, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს და ახლოს არ აჭაჭანებენ ქალებს იმის შიშით, რომ მათ მიერვე შექმნილი ეს მითი არ დაემსხვრეთ თავზე. თუმცა, მამაკაცებს რა ჰგონიათ, რა…

წარმატება

იცოდე, რისი უფლება გაქვს სამსახურში 

შენს უფროსს ეღიმება. მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი. შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ტყუილად კი არ იყო ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი. შენ გაქვს მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა გამოყენებამაც, შესაძლოა ზემოხსენებული ცინიკური ღიმილი მოაშთოს შენი დამსაქმებლის სახიდან. შენ გაქვს უფლება: 1. გამოთქვა საჩივარი სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გააპროტესტო და მოითხოვო ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსწორება….

ურთიერთობები, ფლირტი, წარმატება

ფლირტი და ურთიერთობა სამსახურში 

სრულიად გიჟური სამსახური მაქვს. ძალიან ხშირად ვხვდები ახალ „სასტავებში“ და ძალიან სწრაფად მიწევს მორგება ყველა ტიპის ადამიანთან. ძირითადად ისეთ ხალხთან ვკონტაქტობ, თავი „ძერსკები“ რომ ჰგონიათ და თბილისში ყველა cool „დვიჟენიაში“ რომ “იჩითებიან”. ასეთ ხალხთან ურთიერთობისას, გინდა თუ არ გინდა, შენც გიწევს რაღაცების შეცვლა და ცოტა სხვანაირად მოქცევა, მაგრამ შინაგანად მე მაინც მე…

წარმატება

შვებულება, მისი ხანგრძლივობა და გაცემის წესი 

ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი შრომითი ხელშეკრულების არსებით – ძირითად პირობას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტით ან შრომის შინაგანაწესით არ არის განსაზღვრული შვებულების შესახებ ნორმები, მოქმედებს კოდექსით გათვალისწინებული წესები, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე: დამსაქმებელს არ შეუძლია უარესი პირობები შემოგთავაზოს, ვიდრე შრომითი…

წარმატება

იუმორი – წარმატების გასაღები სამსახურში 

ძნელია სამსახურში, მით უმეტეს ახალში თავის დამკვიდრება. თუ შენს პოზიციას ვერ გაამყარებ, ვერც წარმატებას მიაღწევ. იუმორი, ზოგადად, მარილივითაა, თითქმის ყველაფერს უხდება. განსაკუთრებით რეკომენდებული კი სამსახურშია, რამდენადაც ის შესაძლოა შენი წარმატების წყაროც გახდეს. თუ გაინტერესებს, რატომ – განაგრძე კითხვა. 1. ხალხი ისიამოვნებს შენთან თანამშრომლობით. ადამიანებს სურთ ისეთ ადამიანებთან მუშაობა, ვინც მათში…

წარმატება

უქმე დღეები ანუ როდის ისვენებ შენ? 

მე, როგორც იურისტს, სამსახურში “დამატებითი“ საქმეც მიჩნდება – თანამშრომლების კითხვებზე პასუხის გაცემის სახით. ზოგიერთი კითხვა, მართლა ძალიან საინტერესო და სამსჯელოა; თუმცა მათი უმრავლესობის შინაარსი ძირითადად, ასეთია: – ნინოობას ვისვენებთ? გიორგობას ახლა ვისვენებთ თუ მერე? იმ დღეს ვისვენებთ? ამ დღეს რატომ არ ვისვენებთ? შრომის კოდექსში ყველას შეგიძლიათ ჩაიხედოთ, მაგრამ სპეციალურად შენთვის – ზედმეტად რომ…

წარმატება

10 რამ, რაც ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა გააკეთო 

სამუშაო დღის პირველი საათები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი დღის მუშაობაზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია შეიმუშაო ყოველდღიური რიტუალი, რომელიც სამუშაოს რუტინაში ჩართვაში დაგეხმარება, გახდები უფრო პროდუქტიული და წარმატების მიღწევაშიც ხელს შეგიწყობს. ეს სტატია დაფუძნებულია მსოფლიო HR-ექსპერტების მოსაზრებებზე და ნამუშევრებზე. 1. დროულად გამოცხადდი სამსახურში დასაქმებულ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ზოგიერთები ვერ…

წარმატება

7 თანამშრომელი, რომელთანაც უნდა იმეგობრო 

შენ ყოველთვის ბევრს მუშაობდი, გამირჩეოდი ბრწყინვალე იდეებით და კარგად შესრულებული პროექტებით, ამიტომაც დაგაწინაურეს. გილოცავ! :)  ეს ძალიან კარგია და იმედია აქ გაჩერებას არ აპირებ. თუ გინდა კარიერული კიბის შემდეგ საფეხურზე ახვიდე, აუცილებელია სამსახურში თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. თუ ყველასთან არა, იმ 7 ადამიანთან მაინც, რომლებიც შენს წინსვლას ხელს შეუწყობენ. 1….

სტილი, წარმატება

MaruSinka Shoes – წარმატებული ბიზნესი 

თბილისში ფეხსაცმელის შეკერვა არც ახალი და არც მოძველებული ფენომენია. ვისაც ოდესმე ფეხსაცმელი შეგიკერავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ მკერავთა უმრავლესობა ასაკიანია, რომელმაც შეიძლება არც ისე სარფიანი და მოდას აყოლილი რჩევა მოგცეს. MaruSinka Shoes სწორედ ამით გამოირჩევა სხვებისგან. 25 წლის მარიამ სამხარაძე ფეხსაცმლის დიზაინერია, რომელსაც შავი ზღვის ქუჩაზე თავისი პატარა სახელოსნო აქვს. აქ მომხმარებელს თანამედროვე…

წარმატება

10 რამ, რაც ყველა გოგომ უნდა იცოდეს 

ხანდახან მარტივი ჭეშმარიტებებიც სადაო ხდება. 1. როგორ მიიღო კომპლიმენტი? შენ გასაოცრად გამოიყურები. თუმცა ამის მიუხედავად როდესაც ვინმე კომპლიმენტს გეუბნება, წარმოდგენა არ გაქვს რა თქვა ან გააკეთო. მთავარია, არ დაიმორცხვო და არ დაიწყო შენს უარყოფით მხარეებზე ლაპარაკი: „ეს კი მიხდება, მაგრამ აი, ცოტა გამხდარი რომ ვიყო… აი, ცოტა მაღალი რომ ვიყო…“…