Tags

სტიგმა & უფლებები

ფროტერიზმი – ძალადობა ტრანსპორტში 

ქუჩაში ნებისმერი ქალი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გამხდარა თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალადობის მხსვერპლი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებთ.

ბევრ მამაკაცს სასაცილოდაც არ ყოფნის, თუმცა გადაჭედილი ტრანსპორტი, ჩხუბი და ხელების ფათური უკვე ყოველდღიურობადაც კი იქცა: როცა სასწავლებელში, სამსახურში, შეხვედრაზე გაგვიანდება და სავსე ტრანსპორტში ცალ ფეხზე დგომა გიწევს, ასეთ სიტუაციას ვერსად წაუხვალ…

კვება, სტიგმა & უფლებები, სხეული

კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია 

კვებითი აშლილობები დაავადებათა ჯგუფია, რომელთა საერთო სიმპტომი კვების არანორმალური რეჟიმია – არასაკმარისი ან ზედმეტი ოდენობით კვება. კვებითი აშლილობის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ნერვული ანორექსია (Anorexia nervosa) და ნერვული ბულიმია (Bulimia nervosa). აღნიშნული ტიპის აშლილობები ძირითადად გოგონებშია გავრცელებული, თუმცა მამაკაცებშიც ფიქსირდება. კვებითი აშლილობების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პოსტ-ტრავმატული სტრესის სინდრომი, რომელიც ქალბატონებში…

სტიგმა & უფლებები, სხეული

როგორ ხდებიან გოგონები… მამაკაცები! 

ჩვენს საუკუნეში იშვიათად თუ გაგაკვირვებს რამე. ამ მცირედს მიეკუთვნება იმ გოგონების საოცარი ტრანსფორმაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს, კაცები გამხდარიყვენენ. დიახ, ამ პოსტში წარმოდგენილ ყველა ფოტოზე ბიოლოგიური ქალები არინ გამოსახულნი, რომლებმაც გადაწყვიტეს, სქესი შეეცვალათ და მამაკაცებად ქცეულიყვნენ. სხვათა შორის, არცთუ ურიგო მამაკაცებად…

სტიგმა & უფლებები

არაბი ქალები და მათი უფლებები (თუ უუფლებობა?!) 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი საუკუნეა ფემინისტურმა მისწრაფებებმა დღის სინათლე იხილა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალები კონსტიტუციურად მამაკაცებთან თანაბარუფლებიანობით სარგებლობენ, მაინც არსებობს ქვეყნების (უმეტესად მუსულმანური) კატეგორია, სადაც ქალების მიმართ დამოკიდებულება წარმოუდგენლად უსამართლო და დაუჯერებელიც კია.

თვითსიყვარული, სტიგმა & უფლებები, სხეული

მენოპაუზა ანუ ახალი ეტაპი ქალის ცხოვრებაში 

მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი) – ის პერიოდა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს.

მენოპაუზის საშუალო ასაკი გახლავთ 51 წელი , თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. ქალების ერთი ნაწილი ამ დროს საერთოდ ვერ გრძნობს განსაკუთრებულ ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი სხვადასხვა სიმპტომებისაგან იტანჯება.

სტიგმა & უფლებები, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

სტიგმა & უფლებები, სხეული

აივ / შიდსი 

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.

სტიგმა & უფლებები

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.

ოჯახი, სტიგმა & უფლებები, წარმატება

მაშ, რა ქნას… ჭრელმა პეპელამ?! 

სხვათაშორის, ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე მოვისმინე: ქალი მდიდარი მეუღლისგან მოითხოვდა, სათანადოდ აენაზღაურებინა ყოველგვარი მომსახურება, რასაც იგი ოჯახს უწევდა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა – ამ მომსახურების ფულადი ექვივალენტი ლამის აღემატებოდა ქმრის შემოსავალს. ჭკუის სასწავლი ისტორიაა? ალბათ, თუკი ფართოდ გავრცელებული მამაკაცური შეხედულების საწინააღმდეგოდ, ქალს ეს უკანასკნელი ნამდვილად გააჩნია.