Tags

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

იცოდე შენი შვილის უფლებები: მამობის დადგენა 

დღესდღეობით, პრობლემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, საკმაოდ მწვავედ დგას ქართველი დედების წინაშე. საჭიროა, დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. თუ როგორ, ამას მაშინ შეიტყობ, თუკი ამ სტატიის კითხვას განაგრძობ. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში,…

PLAY
სტიგმა & უფლებები

15 წლის გოგონა გენდერული თანასწორობისთვის 

თამთა კახაბერიძე მოხალისე ჟურნალისტია თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან. თამთა გენდერის თემებზე სკოლის მოსწავლეებთან მასალებს ამზადებს. მისი ინტერვიუები სკოლაში გენდერულ სტერეოტიპებს, ნაადრევ გათხოვებას და სხვა მისთვის ხელშესახებ და მტკივნეულ თემებს ეხება. მან ჟურნალისტიკის სასწავლო კურსი გაზეთ “ბათუმელებში” გაიარა და ახლა ინტერნეტ პორტალ “პრეს კაფე”-სთვის სიუჟეტებს ამზადებს. მედია წიგნიერების პროექტი IREX-ის…

სტიგმა & უფლებები

სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა 

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

გენდერული სიბრმავე: ორმაგი სტანდარტი საქართველოში 

რა არის გენდერული თანასწორობა? გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები. ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება. უფრო მარტივად და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გენდერული თანასწორობაა სქესთა თანასწორობა ანუ თანაბარი უფლებები…

სტიგმა & უფლებები, წარმატება

ქალი, რომელმაც დაამსხვრია მინის სახურავი 

“მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩი რასელის (კეტრინ რასელი – ამერიკის ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში) მიმართ თბილი წარდგენისთვის და ფენომენალური სამუშაოსთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ეწევა. ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანს (ჯონ კერი) ძალიან უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. ვიცი იმიტომ, რომ თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა, რათა ხუთჯერ დაერეკა ჩემთვის და მოებოდიშა. ბოლოს იძულებული…

სტიგმა & უფლებები

გენდერული თანასწორობა საქართველოში: “შეიცვალე აზრი” 

ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ასფალტზე განთავსებული სტენსილები რომ მოედო ქალაქს. არის თუ არა პოლიტიკა ქალის საქმე? შეიძლება თუ არა ქალი იყოს ლიდერი? ვისი საქმეა ოჯახის რჩენა? ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახში? Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by შეიცვალე აზრი.   Post by…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

“ოჯახის პატივისცემა”, ანუ ძალადობის თანამონაწილეები 

მგონი, ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოვყვე, ყველასთვის ნაცნობი იქნება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ უმკლავდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ საქართველოში რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია, ეს თავად ვნახე. ბავშვობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში დიღომში ვცხოვრობდი, ბებიასთან და რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოხუცი, ბებიაჩემიც ყველა მეზობელს ისე იცნობდა, მათ გენეალოგიურ ხესაც დახატავდა რომ დასჭირვებოდა,…

სტიგმა & უფლებები

“რას უნდა აკეთებდნენ ქალები?” — შოკის მომგვრელი სარეკლამო კამპანია 

ეს სარეკლამო პოსტერების სერია, დუბაიში არსებულმა Memac Ogilvy & Mather-მა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის (UN Women) შექმნა. პოსტერები საძიებო სისტემა Google-ის ნამდვილ რეზულტატებს იყენებს, რათა გამოავლინოს ფართოდ გავრცელებული სექსიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები ქალთა წინააღმდეგ. 2013 წლის 9 მარტის ძიების შედეგებზე დაყრდნობით, სარეკლამო პოსტერებზე გამოხატულია რეალური ნეგატიური განწყობები სტერეოტიპიზმიდან დაწყებული, ქალთა უფლებების…

თვითგანვითარება, სტიგმა & უფლებები

7 აუტანელი მოპყრობა შენდამი, რომელიც უნდა დაგმო 

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ცუდ კომპანიაში. შენი თავმოყვარეობა შესაძლოა შელახონ, შესაძლოა შენზე შურიც იძიონ და უსამართლოდ მოგეპყრონ, მაგრამ იცოდე, მას ვერავინ წაგართმევს, თუ საკუთარი ნებით არ დათმე. გამოსავალი ძალისხმევასა და საზღვრების დაწესებაშია. მანიპულატორ ადამიანებს რა დალევს?! არ დათმო და როდესაც გავიწროვებენ, თავადაც შეავიწროვე. დასაწყისშივე უნდა ეცადო, განსაზღვრო შენი ტერიტორია. თუ…

სტიგმა & უფლებები, ურთიერთობები

ოჯახური ძალადობის სახეები და დაცვის საშუალებები 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით – განგვიმარტავს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. თურმე ისეც ხდება, რომ ოჯახი, რომელიც მრავალ ჩვენგანს გარესამყაროს აგრესიისგან დამცავ ციხე-სიმაგრედ წარმოუდგენია, საპყრობილედ ექცევა ხოლმე…

სტიგმა & უფლებები

გერმანიაში მესამე სქესის ცნება ოფიციალურად მკვიდრდება 

2013 წლის ნოემბრიდან გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად ცნობს “მესამე სქესს”. გერმანელ მშობლებს შეეძლებათ შვილის დაბადების მოწმობის შევსებისას სქესის გრაფაში მიუთითონ მდედრობითი, მამრობითი და “განუსაზღვრელი”, რის შედეგადაც თავისი სქესის შესახებ არჩევანის გაკეთების უფლება სამომავლოდ ბავშვს რჩება. კანონი ძალაში 1-ლი ნოემბრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 6 კვირის წინ…

თვითსიყვარული, ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

მშობიარობის შემდგომი მუცელი, ანუ შუქი აანთეთ, ბნელა! 

როდესაც სოციალურ ქსელებში ახალნამშობიარევი ქეით მიდლტონისა და პატარა უფლისწულის პირველი ფოტოები დაიდო, გაგიკვირდება და ბევრს ფოტომონტაჟი ეგონა. მიზეზად კი ქეითის მუცელს ასახელებდნენ: „თუ უკვე იმშობიარა, ამხელა „ღიპი“ რატომ აქვს?“ თავიდან მეგონა, რომ მსგავსი კითხვები მარტო ქართველებს თუ გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ამასწინათ, როდესაც პატარა პრინცისა და მისი დედის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას…

თვითსიყვარული, ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

ძალადობრივი ტრადიცია 

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის…

სტიგმა & უფლებები

“ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!” 

“ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!” –  ამ განცხადებით facebook-ზე ღონისძიება გამოჩნდა, რომლის ორგანიზატორიც ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფია. ღონისძიების კედელზე წერია: “მოდით ყველა, ვინც თვლით, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი შედეგია საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი მოვლენების, როგორებიცაა: ქალის სექსუალობის კონტროლი, სექსიზმი, ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ორმაგი მორალური სტანდარტები, სექსის დემონიზაცია და სექსის ტაბუირება (ქალისთვის) და ა.შ., რაც…

სტიგმა & უფლებები

ყოველწლიური მარათონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 

2013 წლის 29 ივნისს, შაბათს, 11:00 საათიდან – 13:00 სთ-ზე ვაკის პარკიდან კუს ტბის მიმართულებით გაიმართება 5კმ-იანი გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ – ნუ გაჩუმდები! ”. გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის „გენდერ.ჯი“-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები, სხეული

4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა] 

აბორტზე, როგორც სამედიცინო პროცედურასა და მის შესაძლო გართულებებზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ახლა კი, მოდი, ორსულობის შეწყვეტის იურიდიულ და ეთიკურ მხარეებს შევეხოთ, ხოლო მანამდე გავარკვიოთ, რა აიძულებს ქალს აბორტის გაკეთებას. უმეტეს შემთხვევაში, ესაა: დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა ან სოციალურ-ეკონომიკური დაუცველობა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სიტუაცია, თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მეტისმეტად პრობლემური და დამთრგუნველია,  ქალს სხვა გზა…

სტიგმა & უფლებები, სხეული, ფლირტი

რას ნიშნავს აბორტი და რა საფრთხეს უქმნის ის ქალის ჯანმრთელობას 

აბორტი! ნებისმიერ ქალს, ერთხელ მაინც უწევს ცხოვრებაში, ამ სიტყვის მნიშვნელობა გაიაზროს. თუმცა ძალიან ბევრმა შეიძლება არაფერი იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რითიც იგი ჩვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას ემუქრება. ამიტომაც, მგონია, დაგაინტერესებს, ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. რა არის აბორტი? აბორტი ანუ მუცლის მოშლა, ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტას ნიშნავს, რაც შეიძლება მოხდეს…

თვითგანვითარება, სტიგმა & უფლებები

გმირს სქესი არ აქვს! 

“არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში იატაკზე ვიჯდე. მხოლოდ განათლება მინდა და არავის მეშინია.” – ამ სიტყვების ავტორი 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც ქალთა განათლების უფლებისთვის იბრძვის. 11 წლის ასაკიდან იგი BBC-სთვის ბლოგს აწარმოებდა, სადაც პაკისტანში თალიბანური მმართველობის შედეგებზე ყვებოდა. ჩემი აზრით, ეს გოგონა გმირია და მისი ისტორია ყველამ უნდა გაიგოს. განსაკუთრებით კი…