Tags

დასვენება

Sossusvlei Area- ნამიბის უდაბნოს წითელი ქვიშები 

  Sossusvlei- მკვდარი და ჭაობიანი ასე უწოდებენ ნამიბიის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ნამიბის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში არსებულ დაჭაობებულ წყალსატევს,  რომელიც ულამაზესი  დიუნებით, ანუ ქვიშის დიდი ბორცვებითაა ცნობილი. დიუნების ფერი ვარდისფერიდან ნარინჯისფერამდე მერყეობს, ქვიშაში რკინის მაღალი შემცველობის გამო. წლის უმეტეს დროს წყალსატევი დამშრალია, მხოლოდ წვიმების დროს ხდება მისი წყლის მარაგის შევსება.  …

დასვენება, სხეული

მედიტაცია ყველგან და ყოველთვის 

უმეტესობა ჩვენგანს აწუხებს სტრესი.

სტრესთან ბრძოლისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი, შედეგიანი და პრაქტიკული მართლაც, რომ მედიტაციაა.

წარმოიდგინეთ, თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველგან იოგას ვარჯიშები, არ შეგიძლიათ სვათ წამლები, ან იაროთ ფსიქოლოგთან, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ასეთ დროს?

დასვენება

ზურმუხტისფერი სანაპირო 

მოგწყინდათ ბანალური სანაპიროები ყვითელი, თეთრი და შავი ქვიშებით, ან/და ქვებით? მაშინ დროა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს, მწვანე სანაპიროს ეწვიოთ. Papakolea Beach, პაპაკოლეას სანაპირო, ჰავაის კუნძულების ყველაზე დიდ კუნძულზე მდებარეობს, მის უკიდურეს სამხრეთ წერტილში (South point), მაჰანას ყურეში. მას სხვანაირად მწვანე სანაპიროსაც ეძახიან, რადგან შორიდან თუ გავხედავთ, ხასხასა მწვანე ფერი აქვს….

დასვენება

Shell Beach 

Shell beach, ანუ ნიჟარების სანაპირო დასავლეთ ავსტრალიაში,  ზვიგენის ყურეში მდებარეობს. აქ წელიწადის უმეტეს დროს თბილა და მზიანი ამინდია, სტანდარტული ყვითელი ქვიშის მაგიერ კი თვალისმომჭრელად თეთრი სანაპირო ესაზღვრება ოკეანეს. ამ სანაპიროზე ვერ შეხვდებით  ფეშენებელურ ოტელებს, ბუნგალოებს, კლუბებს. აქ არც ოკეანის პირას შეზლონგზე  წამოწოლა, გარუჯვა და კოქტეილის წრუპვაა შესაძლებელი.  მიზეზი ძალიან მარტივია:…

დასვენება

6 რჩევა თუ როგორ გამოვიზამთროთ ბედნიერად 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს კარგად მხოლოდ ზაფხულობით გრძნობენ, უყვართ მაღალი ტემპერატურა, მზეზე ნებივრობა და ზამთრის მოახლოება მათთვის გაფუჭებულ ხასიათთან, ნაცრისფერ დღეებთან და დათვივით თბილ “ბუნაგში” შეძვრობასთან ასოცირდება. ბევრი ადამიანი კი სეზონურ დეპრესიას და უგუნებობას უჩივის. დროა,  ზამთარშიც ბედნიერები და ხალისიანები ვიყოთ, აღარ  ველოდოთ ზაფხულის დადგომას სულმოუთქმელად და აღარ დავკარგოთ ყოველ…

დასვენება, სიყვარული

სად დავისვენოთ საქართველოში საყვარელ ადამიანთან ერთად II – კახეთი 

ამ სერიის პირველ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რისი ნახვა შეიძლება იმერეთში (თუმცა რა თქმა უნდა ეს მხოლოდ საწყისი მიმოხილვა იყო რეგიონის), მოდით ახლა კახეთისაკენ გადავინაცვლოთ და ამ უზარმაზარ ველზე მიმოფანტულ სილამაზეებზე ვისაუბროთ. კახეთი საუკეთესო ადგილია პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ. მეგობრული ატმოსფერო – რომელიც ნებისმიერ, ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი თავს სახლში…

დასვენება

საკონდიტრო სახლი – Ladurée 

ლადურე – სიტკბოს მწარმოებლები, ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული საკონდიტრო სახლია, რომელიც 1862 წლიდან უგემრიელეს ტკბილეულობებს ამზადებს.

მათი სავიზიტო ბარათია ნუშის მრგვალი ნამცხვარი-მაკარონი. იგი საკონდიტრო სახლის “ლადურეს” შედევრია.

დასვენება, სიყვარული

სად დავისვენოთ საქართველოში საყვარელ ადამიანთან ერთად I – სათაფლია 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმერეთში არსებულ მიწისქვეშა საოცრებებზე და იურიული პერიოდის გადმონაშთებზე – დიახ, არ შემცდარხართ, დღევანდელი თემაა სათაფლია და პრომეთეს მღვიმე.

დასვენება, ფლირტი

საინტერესო ადგილები სექსისთვის II 

როდესაც საუბარი სექსს ეხება მეტად თუ ნაკლებად, ადრე თუ გვიან – ჩნდება კითხვა “სად?”. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, ვისთან ერთად, რამდენად ხშირად გაქვთ სექსი და სხვა. ეს კითხვა აუცილებლად თან სდევს ყველა ურთიერთობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთფეროვნება, ექსტრემის სიყვარული ან უბრალოდ ზოგჯერ ”გაგიჟების” უნებლიე და მოულოდნელი სურვილი.

მაშ ასე ჩვენ პირველ ნაწილში უკვე ჩამოვთვალეთ 10 სხვადასხვა საინტერესო ადგილი ექსტრემალური სექსისსთვის, მოდით სია ცოტა კიდევ გავზარდოთ და რაოდენიმე არანაკლებ საინტერესო შემთხვევები განვიხილოთ:

დასვენება

შოკოლადის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები 

La Madeline au Truffe , მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ხელნაკეთი შოკოლადის ტრიუფელები 1999 წელს შეიქმნა. ტრიუფელის სოკოს (იშვიათი ჯიშის ფრანგული სოკო, Perigord truffle) ფარავენ 70%-იანი შოკოლადის, შაქრის, ტრიუფელის ზეთის, ვანილის და ნაღების ნარევით, შემდეგ ავლებენ შავ შოკოლადში და კაკაოს პუდრას აყრიან. ტრიუფელის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მხოლოდ 7 დღეა, და იმისთვის, რომ ეს შოკოლადი გასინჯოთ, წინასწარ უნდა შეუკვეთოთ, იმიტომ რომ ტრიუფელის სოკოები საფრანგეთიდან იგზავნება.

დასვენება, ფლირტი

საინტერესო ადგილები სექსისთვის I 

როდესაც საუბარი სექსს ეხება – მეტად თუ ნაკლებად, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა “სად?”. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, ვისთან ერთად, რამდენად ხშირად გაქვთ სექსი და სხვა. ეს კითხვა აუცილებლად თან სდევს ყველა ურთიერთობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთფეროვნება, ექსტრემის სიყვარული ან უბრალოდ ზოგჯერ ”გაგიჟების” უნებლიე და მოულოდნელი სურვილი. მოდით ჩამოვწეროთ რამოდენიმე შესაძლო ვარიანტი თავისი პლიუსებითა თუ მინუსებით.

დასვენება

საჩუქრის შერჩევის ხელოვნება 

საჩუქრის არჩევას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ მამაკაცებს , ახლა კი მოდით უფრო განვაზოგადოთ თემა და საერთოდ საჩუქრის არჩევის კრიტერიუმებსა და ”წესებზე” ვისაუბროთ. იმისათვის რომ საჩუქარი შესაფერისი იყოს უნდა გავითვლისწინოთ – სქესი, ასაკი, ინტერესების სფერო, პროფესია, ტრადიციები, ზოგჯერ საცხოვრებელი ადგილიც კი. შეცდომების…

დასვენება

გაიხალისეთ დასვენების დღეები ახლებურად! 

ყველა ჩვენთაგანს ძალიან გვიყვარს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება, მაგრამ ხდება ისეც, რომ კაფეები და ბარები გვბეზრდება სახლში კი ვიწყენთ – მაშინ რა ვქნათ ასეთ დროს?

ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე იდეას თუ როგორ გაიხალისოთ შაბათ-კვირა და დასვენების დღეები სახლში მოწყობილი საინტერესო ღონისძიების საშუალებით.

დასვენება

დასვენება შავი ზღვის პირას 

დღეისთვის ძალიან აქტუალურია შავი ზღვისპირა აჭარის უმშვენიერესი ქალაქი ბათუმი. პრინციპში ყველა კურორტს ძალიან უხდება: კარგი არქიტექტურა, კარგი კაფეები, დაწესებულებები, რომანტიული ქუჩები და მითუმეტეს, თუ ამ კომპლექტს ბუნებრივად ზღვაც მოჰყვება. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ნებისმიერი კურორტის მთავარი საიდუმლო, რომელიც ასე იზიდავს დამსვენებლებს.

უკვე მეორე წელია რაც ბათუმის აქტიური დამსვენებელი ვარ, მანამდე მის მიმდებარე კურორტებს ვსტუმრობდი და იქ ხშირად ჩავდიოდი, თუმცა როგორც ასეთი – არ დამისვენია.