Tags

სტილი

ფრჩხილები სტილის ნაწილია 

მოგეხსენება, თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული სტილი და გემოვნება აქვს, თუმცა იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ფრჩხილები სტილის და, ზოგადად, იერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ძალიან რთულია იყიდო ხარისხიანი და კარგი საშუალებები ფრჩხილების მოვლისთვის, ან შესაძლოა, შეიძინო რომელიმე ერთი ატრიბუტი კარგი, მაგრამ დანარჩენების უხარისხობის გამო იმ ერთმა სულ არ გამოიღოს შედეგი. სწორედ იმისთვის,…

სტილი, წარმატება

MaruSinka Shoes – წარმატებული ბიზნესი 

თბილისში ფეხსაცმელის შეკერვა არც ახალი და არც მოძველებული ფენომენია. ვისაც ოდესმე ფეხსაცმელი შეგიკერავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ მკერავთა უმრავლესობა ასაკიანია, რომელმაც შეიძლება არც ისე სარფიანი და მოდას აყოლილი რჩევა მოგცეს. MaruSinka Shoes სწორედ ამით გამოირჩევა სხვებისგან. 25 წლის მარიამ სამხარაძე ფეხსაცმლის დიზაინერია, რომელსაც შავი ზღვის ქუჩაზე თავისი პატარა სახელოსნო აქვს. აქ მომხმარებელს თანამედროვე…

სილამაზე, სტილი, სხეული

4 წინდაუხედავი ექსპერიმენტი (ამაზე შენც გიფიქრია!) 

ვფიქრობ, გარეგნობაზე ჩატარებული ექსპერიმენტები ყველა ქალის დიდი სისუსტეა. მეც ზუსტად ასეთი ქალების რიცხვს მივეკუთვნები. ცოტათი ყოველთვის მეშინია, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მძლევს და მაინც ვაკეთებ ბევრ სისულელეს. ასეთი ექსპერიმენტების რიგში არის თმის ქიმიურად დახვევა, დრედები და მოკლედ, ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ სტატიაში იმ ურყოფით დეტალებ გამოვყოფ, რაც ზოგიერთ ექსპერიმენტს თან ახლავს და მინდა,…

სილამაზე, სტილი

პრობლემიანი ხუჭუჭა თმა 

ბევრს ჰგონია, რომ ხუჭუჭათმიანებს თმასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს: დაიბან, გაიშრობ და ეგაა. თუმცა, სინამდვილეში საქმე არც ასე მარტივადაა. სხვისთვის მარტივი შხაპი ჩემთვის 10 წუთიანი თმის ვარცხნაა, რათა ყველანაირი თმის ნასკვი გავხსნა. გაშრობით კი, ყოველთვის სხვადასხვანაირად მიშრება და ხშირ შემთხვევაში, არც ისე კარგ ფორმას იღებს… ბავშვობაში ძალიან ხუჭუჭა თმა მქონდა…

სტილი, სხეული

როგორ უნდა აარჩიო სპორტული ბიუსტჰალტერი 

ვარჯიში, სირბილი, ფიტნესი ძალიან კარგია ფიგურისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ სპეციალური ბიუსტჰალტერის გარეშე მკერდს შეიძლება ზიანი მიაყენო. ჩვეულებრივი ლიფები როგორც წესი, უხეშია და  აქტიურ მოძრაობაზე არაა გათვლილი. ვერც მკერდს აფიქსირებს კარგად და მიკროტრავმების მიღების შანსიც საკმაოდ მაღალია. მართალია, სპორტული  ბიუსტჰალტერი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მიღებული  კომფორტი ნამდვილად…

სახლი, სტილი

როგორ მოვაწესრიგოთ ზამთრის ტანსაცმელი 

ზამთარში ჩვენი ტანსაცმლის რაოდენობა და მოცულობა იზრდება, გარდერობი კი სამწუხაროდ, იგივე ზომის რჩება. შედეგად, საყვარელი სვიტრის მოძებნა რთულდება იმის გამო, რომ ერთ თაროზე ძალიან ბევრი ტანსაცმელია შეკუჭული. ამის თავიდან ასაცილებლად და კარადის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ. გათავისუფლდი ზედმეტი ნივთებისგან შეინახე საზაფხულო /თხელი ტანსაცმელი  და ფეხსაცმელი გადადე, შემდეგ ცალკე კონტეინერებში ჩაალაგე…

სილამაზე, სტილი

ტუჩსაცხის შერჩევის 6 წესი 

ტუჩსაცხი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიო. სწორად შერჩეული ტუჩსაცხი ქალის სილამაზეს უსვამს ხაზს და პირიქით, არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება დათვური სამსახური გაგიწიოს. ამ სტატიაში მოკლედაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი, საკვანძო კრიტერიუმები, რითაც ტუჩსაცხის ფერის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელო, თუმცა არც ის დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია….

სილამაზე, სტილი

მაკიაჟის ფუნჯები – რა რისთვისაა 

იდეალური მაკიაჟი რომ გქონდეს, ამისთვის კარგი კოსმეტიკა და უფრო კარგი ფუნჯია საჭირო. თუმცა თუ არ იცი, რომელი მათგანი ზუსტად რისთვისაა გამიზნული, შეიძლება შეცდომებიც დაუშვა მაკიაჟის კეთებისას, რაც შენს გარეგნობაზე ნამდვილად აისახება.

სტილი

როგორ შევკრათ ჰალსტუხი 

მე თუ მკითხავთ, ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს. რა არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე საყვარელი მამაკაცისთვის სამსახურში წასვლამდე ჰალსტუხს შეკვრა და რამდენიმე რომანტიკული წუთის გატარება გამოსამშვიდობებლად?

სტილი, სხეული

როგორ მოვიშოროთ სვირინგი (ტატუ)? 

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ლაზერი არ არის განკუთვნილი ტატუს წასაშლელად. სამწუხაროთ, ზოგი გამოიყენებს ტატუს წასაშლელად ისეთ ლაზერს, რომელსაც სხვა დანიშნულება აქვს, განსხვავებით იმ ლაზერისა, რომელიც ტატუს წასაშლელად არის განკუთვნილი, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს სხეულზე შრამი.

სტილი

Nail Deco: ფრჩხილის ახალი ლაკი Alex Avien–ისგან 

ფრჩხილების მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მაგალითად, თმის, ჩაცმულობის, ან ნებისმიერი სხვა დეტალის, რომელიც სარკეში პირველივე შეხედვისას თვალში გვხვდება.

თვითსიყვარული, სტილი, ფლირტი

რამდენიმე სექსუალური ნივთი ქალის კარადაში 

ზოგჯერ სრულიად უბრალო და ერთი შეხედვით გამოუყენებელი ნივთების ყიდვა გვავიწყდება, რომელთა გამოყენებაც სინამდვილეში არაჩვეულებრივად შეიძლება: მაშინაც, როცა მარტო ხარ, მაშინაც, როცა მეგობრებთან ერთად ხარ და მაშინაც, როცა საყვარელი ადამიანი გიმშვენებს გვერდს.

სტილი

სანამ სათვალეს გაიკეთებდე 

დღეს სათვალე უკვე მოდურ აქსესუარად იქცა, ნაირ-ნაირი ფერის, ფორმის და ზომის ჩარჩოების არჩევანი ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ მოსაწონი მოდელი შეარჩიოს.

სახლი, სტილი

სამკაულის მოვლის საშუალებები 

სამკაულის სერიოზული დეფექტების აღმოფხვრა მხოლოდ კვალიფიციურ იუველირს თუ ხელეწიფება, ამიტომ სჯობს, უსიამოვნო სურპრიზების თავიდან აცილებაზე წინასწარ ვიზრუნოთ.

სტილი, სხეული

ბიუსტჰალტერი და მისი სწორად შერჩევა 

იცოდით რომ ევროპაში ბიუსტჰალტერი გაჩნდა კორსეტებთან ბრძოლის შედეგად? იმ კორსეტებთან, რომელიც აფუჭებდა ფიგურას და ვნებდა ჯამრთელობას. 1903 წელს ექიმმა ქალმა გოშ-სარომ ქალებს შესთავაზა განცალკევებული სახით კორსეტი, რომელიც მხოლოდ წელს დაიჭერდა და ნაკლებად დააზიანებდა მას და ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს გააჩერებდა სასურველ ფორმაზე. მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა სიტყვა ბიუსტჰალტერის ჩანაცვლება…

სილამაზე, სტილი

აარჩიე თმის ფერი შენი კანის მიხედვით 

თმის შეღებვისას, როცა ფერის არჩევაზე მიდგება საქმე, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება იმის გათვალისწინება, როგორი ტონალობის კანი აქვს.

სპეციალისტები ფერის არჩევისას როგორც წესი, კანის ტონალობას ითვალისწინებენ. მაგალითად, პლატინისფერი ქერა, რომელიც შენს ნაცრისფერ თვალებიან მეგობარს ძალიან უხდება, შენს თაფლისფერ თვალებს შეიძლება საერთოდ არ მოუხდეს.

სტილი

10 გაკვეთილი კოკო შანელისგან 

ერთმა ჭკვიანმა ქალმა თქვა: მოდა იცვლება, სტილი კი რჩებაო. ეს ქალი არც მეტი, არც ნაკლები გაბრიელ კოკო შანელი გახლდათ. ქალი, რომლის მხრებზეც დადგა მეოცე საუკუნის მოდა; ქალი, რომელსაც შარვალს უნდა ვუმადლოდეთ. კოკოს შემოქმედების იდეა ყოველთვის სილამაზე იყო სიმარტივეში, რასაც მისი მოდის სახლი დღემდე არ ღალატობს.

სახლი, სილამაზე, სტილი

როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა? 

კარადასთან მიდიხარ, აღებ და იწყებ ფიქრს, რა ჩაიცვა. საკიდებზე უამრავი ტანსაცმელი კიდია, თაროებზე ალიაქოთია, მაისურები, სვიტრები, ჯინსები,შარვლები… მაგრამ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, შენ არ იცი, რა შეიძლება ჩაიცვა და იწყებ იმაზე წუწუნს, რომ გარდერობი თითქოს სავსეა, ჩასაცმელი კი არაფერი არ გაქვს.