Tags

სილამაზე

ოთხი საუკეთესო პროდუქტი შეღებილი თმის გამოსაცოცხლებლად [მიმოხილვა] 

მე ძალიან საწყალი თმა მაქვს- თხელი, მშრალი, მტვრევადი. უფრო სწორად, მქონდა, სანამ არგანის ზეთს აღმოვაჩენდი. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სამ-ოთხ კვირაში ერთხელ ვიღებავ, თმა მაინც რბილი და დატენიანებულია, ზამთრის ყინვებშიც კი. არადა ბევრს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ არგანის ზეთით და მასზე დამზადებული თმის მოვლის პროდუქტებით ვსარგებლობ. 1. Agadir Argan Oil Spray…

თვითსიყვარული, სილამაზე

ფოტოშოპი და სილამაზის არარეალური იდეალები 

  ფოტოშოპის საშუალებით საოცრებების მოხდენაა შესაძლებელი. წარუმატებელი ფოტო “ერთი ხელის მოსმით” შეგვიძლია ვაქციოთ წარმატებულად. ფოტოშოპი ერთგვარი კოსმეტიკაა, რომლის დახმარებითაც ვალამაზებთ სურათებს. მედიაში გავრცელებული ფოტოების დიდი უმეტესობა, განასკუთრებით სელებრითების, ამ პროგრამით კორექტირდება. ჟურნალებსა და გაზეთებში ძირითადად იმისთვის იყენებენ ფოტოშოპს, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი შეუსაბამონ სილამაზის გავრცელებულ სტანდარტებს. ეს სტანდარტები, ალბათ, ყველასთვის…

სილამაზე, სტილი

ტუჩსაცხის შერჩევის 6 წესი 

ტუჩსაცხი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიო. სწორად შერჩეული ტუჩსაცხი ქალის სილამაზეს უსვამს ხაზს და პირიქით, არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება დათვური სამსახური გაგიწიოს. ამ სტატიაში მოკლედაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი, საკვანძო კრიტერიუმები, რითაც ტუჩსაცხის ფერის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელო, თუმცა არც ის დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია….

სილამაზე, სხეული

კანის მოვლა ზამთარში 

ყველამ უნდა გაითვალისწონოს, რომ ზამთარში  კანს ცოტა განსხვავებული მოვლა ესაჭიროება, რომ თავიდან ავიცილოთ გამოშრობა და ჯანმრთელი იერიც შევინარჩუნოთ. სახის კანი საუკეთესო გამოსავალი ამ დროს საცხის ან სპეციალური სპრეის გამოყენებაა. გაითვალისწინე, რომ საცხი სახლიდან გასვლანდე 40 წუთით ან 1 საათით ადრე მაინც უნდა გამოიყენო. სხვა შემთხვევაში კანი უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე…

სილამაზე

როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო 

ქალის ასაკს სულ ადვილად გასცემს კანი თვალის გარშემო. წვრილი ნაოჭები ის საფასურია, რომელსაც ტირილისა და სიცილისთვის ვიხდით, შეშუპება  მშფოთვარე ღამეებისა და სითხის შეკავების შედეგია. კანი თვალის გარშემო ძალიან თხელია, დაახლოებით ნახევარი მილიმეტრის სისქის, არ შეიცავს კუნთებს და უფრო მალე ეშვება და შრება, ვიდრე სახის კანის სხვა უბნები. შედეგად კი ვიღებთ “ბატის…

სილამაზე, სტილი

მაკიაჟის ფუნჯები – რა რისთვისაა 

იდეალური მაკიაჟი რომ გქონდეს, ამისთვის კარგი კოსმეტიკა და უფრო კარგი ფუნჯია საჭირო. თუმცა თუ არ იცი, რომელი მათგანი ზუსტად რისთვისაა გამიზნული, შეიძლება შეცდომებიც დაუშვა მაკიაჟის კეთებისას, რაც შენს გარეგნობაზე ნამდვილად აისახება.

სილამაზე, სხეული

უსაფრთხო სილამაზე, ანუ ლამაზი ფრჩხილები და ჯანსაღი ღიმილი 

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.

სილამაზე, სხეული

როგორ მოვუაროთ სუსტ და მტვრევად ფრჩხილებს? 

თვალები სულის სარკეაო ამბობენ, დაახლოებით ასევეა ფრჩხილებიც. ფრჩხილები მიგვახვედრებს, თუ როგორ ყურადღებას უთმობს ადამიანი თავის გარეგნობას.

სილამაზე

პროცედურები ცხიმიანი თმისათვის 

ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა სანერვიულო არაფერია. არსებობს ბევრი საშუალება, რომელიც ცხიმიანი თმის პრობლემას მოგიგვარებთ და თქვენს თმას ბზინვარებას დაუბრუნებს.

სილამაზე, ფლირტი

ქალები, ყვავილები და მათი მნიშვნელობა [გამოკითხვა] 

რატომ უყვარს ქალების უმრავლესობას ყვავილები? ეს კითხვა განსაკუთრებით კაცებს აწუხებთ. კაცებს ალბათ გაინტერესებთ რითი არის ქალების ეს გატაცება განპირობებული.

სილამაზე, სტილი

აარჩიე თმის ფერი შენი კანის მიხედვით 

თმის შეღებვისას, როცა ფერის არჩევაზე მიდგება საქმე, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება იმის გათვალისწინება, როგორი ტონალობის კანი აქვს.

სპეციალისტები ფერის არჩევისას როგორც წესი, კანის ტონალობას ითვალისწინებენ. მაგალითად, პლატინისფერი ქერა, რომელიც შენს ნაცრისფერ თვალებიან მეგობარს ძალიან უხდება, შენს თაფლისფერ თვალებს შეიძლება საერთოდ არ მოუხდეს.

მკითხველის ისტორიები, სილამაზე

იცინის ის ვინც ბოლოს იცინის… 

დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდი…. და შენს გარდერობში, ისევე როგორც შენს თავში, სრული აურზაურია. როგორც იქნა შეარჩევ სამოსს და იმდენ მაკიაჟს დაიდებ, რომ დედაც ვერ გცნობს. იმაზე ფიქრით, რომ უკვე დაგაგვიანდა დროზე ადრე მიხვედი შეხვედრის ადგილას და რუსთაველზე ან თავისუფლებაზე (უმეტეს შემთხვევაში) ელოდები მას.

სილამაზე, სხეული

თმის მოვლა ზამთარში 

ზამთარში თმა როგორც წესი, მშრალი, მტვრევადი და დაუმორჩილებელი ხდება, თუმცა არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის დაცვის შემდეგ თმა უფრო კარგი ხარისხის გახდება და ნაკლებად დაზიანდება.

ოჯახი, სილამაზე, ფლირტი

როგორ მოვხიბლოთ მეუღლე! 

რამდენიც გინდა იმდენი ქალი ან თუნდაც გოგონა მინახავს გათხოვების შემდეგ სახლში ჩამჯდარი, მხოლოდ ბავშვების მოვლით, საჭმელების კეთებით, სარეცხის რეცხვით და სახლის დალაგებით რომ ირთობს თავს. პრობლემებიც არ აყოვნებს: მეუღლე უფრო და უფრო გვიან მოდის სახლში ან თუ მოდის ყოველგვარი ინტერესი დაკარგული აქვს და დაძინების გარდა საძინებელში არაფერი არ სურს!!! ვერც გაამტყუნებ, შოკოლადიც ყველას ლამაზად შეფუთული უყვარს!

დასვენება, სილამაზე

საახალწლო მაკიაჟი 

სულ მალე ახალი წელი მოდის. ეს ყველასთვის საყვარელი დროა. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ჩაირა წელმა, ჩვენ მაინც სულ უკეთესის მოლოდინში ვართ, ვაწყობთ გეგმებს, ვაყალიბებთ თუ რა გვჭირდება გეგმების განხორციელებისთვის და ვემზადებით კიდევ უფრო წარმატებული ფაზის დასაწყისისთვის. ამ სამზადისის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თვით ახალი წლის ისე დახვედრა, რომ ეს იყოს საფუძველი შემდგომი წარმატებული დღეებისთვის.

კვება, სილამაზე, სხეული

მანდარინი შენი სილამაზის სამსახურში 

მანდარინი C ვიტამინის წყაროა, მისი სურნელი დადებითად მოქმედებს განწყობაზე და ყველაფერ ამასთან ერთად, მისი გამოყენება სკრაბებში და თმის ნიღბებშიც შეგიძლია.

სილამაზე, სხეული

როგორ შევარჩიოთ სახის დასაბანი საშუალება 

ძირითადი მიზეზი რატომაც უნდა დავიბანოთ სახე არის, რომ მოვიცილოთ ბაქტერიები, მაკიაჟი, ჭუჭყი, ოფლი, ცხიმი.

როგორც წესი, სახე დღეში ერთხელ მაინც უნდა დაიბანო, თან ისეთი დასაბანი საშუალებით, რომელიც არ დააზიანებს და მთლიანად არ მოაცილებს ბუნებრივ ცხიმს სახის კანს.

სილამაზე, სხეული

ბანანის 3 ნიღაბი თმისთვის 

ყველას გვინდა, რომ ლამაზი და მოვლილი თმა გვქონდეს, თმის ნიღბები კიძვირი სიამოვნებაა. არადა ზამთარში სიცივის, ქარის, თოვლის და ქუდის გამუდმებული ტარების გამო თმა მტვრევადი, მშრალი და თითქოს უფერულიც კი ხდება. დროა, მოვიფიქროთ სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია თმას ხალისი, ბზინვარება და სიცოცხლე დავუბრუნოთ და ისევ ვიამაყოთ საკუთარი თმით.