Tags

სილამაზე

ხშირად დასმული კითხვები სილამაზის შესახებ (ნაწილი 2) 

წინა სტატიაში შემოგთავაზეთ პასუხი რამდენიმე კითხვაზე, რომელიც ხშირად ჩნდება კანის მოვლასთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ აღმოაჩინეთ, მოგვწერეთ და უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ რჩევას.

თვითსიყვარული, სილამაზე

“მნიშვნელოვანი” დეტალები, რომლებსაც მამაკაცი ვერასდროს შეამჩნევს 

ახალი ჯინსი გაცვია, სარკის წინ ორი საათი იტრიალე, რომ მომატებული 300 გრამის დასამალი მაისური შეგერჩია, თმა ერთი სანტიმეტრით დაიმოკლე (ასე უფრო კარგად ჩანს შენი მწვანე თვალები), ახალი ფეხსაცმელი გაცვია… ის კი ისე იქცევა, თითქოს არავითარი ცვლილება არაა. სანამ გაბრაზდებოდე და უყურადღებობაში დაადანაშაულებდე, გადახედე, რა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ათიდან რვა მამრმა.

სილამაზე

ხშირად დასმული კითხვები სილამაზის შესახებ (ნაწილი 1) 

კანის მოვლის შესახებ კითხვებს ხშირად ვიღებთ: მკითხველს აინტერესებს როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ნაოჭებზე ზრუნვა, როგორ გაუმკლავდეს კანის კონკრეტულ პრობლემას, ამიტომ გადავწყვიტეთ ხშირად დასმული შეკითხვები შეგვეგროვებინა და განგვეხილა ყველაზე საინტერესო საკითხები. გადახედე პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე და თუ მათ შორის შენი კითხვა არ აღმოჩნდა, მოგვწერე.

სილამაზე, სხეული

ებრძოლე ცელულიტს! 

ცელულიტის სამკურნალოდ უნივერსალური მეთოდი არაა ცნობილი, მისგან საბოლოოდ განკურნების გზაც არავის აღმოუჩენია, მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც დროებით შეუმჩნეველს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ცელულიტის არსებობას.

თვითსიყვარული, სილამაზე

50$–იანი ფირით დანახული ქალის სამყარო 

უნიჭიერესი უკრაინელი ფოტოგრაფი, ოლეგ ოფრისკო თავის ულამაზეს ნამუშევრებს გვთავაზობს. ფოტოები, ელეგანტური ქალის ოცნებას და რეალობას აერთიანებს. ოლეგ ოფრისკო ფოტოგრაფიის უძველეს სკოლას მიმართავს და იღებს 50$–იანი ფირის ფოტოაპარატით. თითოეული ფოტო, თითქოს უჩვეულო ისტორიის მატარებელია და ძლიერი, ვნებიანი ქალის ცხოვრებას ასახავს სხვადასხვა სამყაროში.

სილამაზე, სტილი

მაკიაჟის 7 პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია 

ალბათ დამეთანხმები, რომ დღესდღეობით მაკიაჟის უამრავი პროდუქტი არსებობს, რომლის ფუნქცია და მოხმარების წესები ხშირად გაუგებარი და დამაბნეველია. ჩვენ გთავაზობთ ერთგვარ ‘ლექსიკონს’, რათა ყველა საჭირო პროდუქტი სწორად გამოიყენო. შრატი (Serum) პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მათ. ისევე, როგორც კანის ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის…

სილამაზე, სტილი

10 მარტივი და სწრაფი ვარცხნილობა 

მათთვის, ვინც მუდამ გზაშია, ვისაც არ აქვს სალონებში დასახარჯი დრო, მნიშვნელოვანი შეხვედრა დაუნიშნეს მოულოდნელად, ან უბრალოდ, ძალიან უყვარს დილის ძილი და ენანება ვარცხნილობის გაკეთებაზე დასახარჯი ნახევარი საათი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. 1. კულულები შეიკარი თმა ცხენის კუდად, დაახვიე ბოლოები თმის დასახვევი უთოთი და გაიშალე. მცირე დოზით თმის ლაქი გამოიყენე და საღამოს…

თვითსიყვარული, სილამაზე, სხეული

“პუტკუნ შოუ” ანუ სილამაზის კომერციული დისკრიმინაცია 

მოწვეული ავტორი: ბლოგერი Pro-Woman მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია. გამოგზავნე სტატია Word ფორმატში ელ. ფოსტაზე – editor@pink.ge მათ არ დავცინით – თუმცა თანავუგრძნობთ. მათ არ ვებრძვით – თუმცა ვდევნით ეკრანებიდან. არ გვსურს ისინი ვიხილოთ წამყვანებად, მოდელებად, სარეკლამო რგოლებში. მაგრამ მზად ვართ, აზარტით ვადევნოთ თვალი მათ თავგანწირვას, დაგვემსგავსონ ჩვენ – გამხდრებს….

თვითგანვითარება, სილამაზე

ეფექტური ფოტოს მარტივი ხრიკები 

ძალიან ბევრჯერ გამომითქვამს და მსმენია უკმაყოფილება, განსაკუთრებით იმ ტიპის ფოტოების მიმართ რომლებსაც საბუთებისთვის ვიყენებთ. მართლაც იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფოტო ნამდვილად კარგი გამოდის. ერთი შემთხვევა მქონდა სტუდენტობის პერიოდში, როდესაც ე.წ. სტუდ. ბილეთის ფოტო ძალიან მომწონდა და სულ თან ვატარებდი, მას შემდეგაც კი, რაც სწავლა დავამთავრე და საბუთს ვადა გაუვიდა. ჩემი მართვის მოწმობა?!…

სილამაზე

DeSheli / დეშელი: ძვირადღირებული კოსმეტიკა თუ კარგად დაგეგმილი თაღლითობა? 

გაგიგიათ კომპანია “DeSheli”-ს შესახებ? თუ არა, მაშინ ეს სტატია აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ, რათა უნებლიედ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

სილამაზე, სტილი

ხელოვნური წამწამის გამოყენების 8 მარტივი ნაბიჯი 

ხშირად გიწევს სარკის წინ საათობით ტრიალი იმისთვის, რომ ხელოვნური წამწამი დაიმაგრო? სავარაუდოდ, შენი მცდელობა მაინც სავალალო შედეგებით – არასწორად მიმაგრებული წამწამით, ან მათი გადაყრით ან სახლიდან უმაკიაჟოდ გასვლით სრულდება. მას შემდეგ, რაც გაერკვევი, რა ტიპის წამწამი მოირგო, დაგჭიდება: ხელოვნური წამწამი, წამწამის წებო, პინცეტი, ბამბიანი ჩხირები, მაკიაჟის მოსაშორებელი. ნაბიჯი 1 სანამ…

დასვენება, სილამაზე, სტილი

მაკიაჟის 8 შეცდომა, რომელიც დაღლილს გაჩენს 

ძნელია გამოიყურებოდა კარგად, როცა ცუდად გეძინა, მაგრამ თუ მაკიაჟსაც არასწორად იკეთებ, ეს კიდევ უარესია! შეიძლება ვერც კი აცნობიერებ, რომ ზოგიერთი შენი გადაწყვეტილება უფრო დაღლილს გაჩენს, ვიდრე გგონია. მაშ ასე: შეცდომა 1 – არ იყენებ დამატენიანებელს არასდროს! არასდროს! არასდროს! წაისვა ტონალური კრემი მშრალ კანზე. ბონუს ქულა – თუ შენი დამატენიანებელი SPF-საც შეიცავს!…

სილამაზე, სტილი

ყველაფერი ტუშის შესახებ 

ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტი და ბოლო შტრიხია, რომლის გარეშეც დასრულებულ ეფექტს ვერასდროს მიიღებ. იმისათვის, რომ კარგად და სწორად გამოიყენო შენი ტუში, გადახედე ჩვენს რჩევებს, თუმცა მანამდე ტუშის ანატომიას და ფუნჯებს უნდა შევეხო. არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტუში: კრემოვანი და წყალგამძლე. კრემოვანი ფაქტურის ტუში წყალში ცვილის და პოლიმერების შერევით მიიღება….

სილამაზე, სხეული

თმის და კანის მოვლა: რას უნდა მოერიდო? 

დამღლელი დღის ბოლოს სახის კანის მოვლაზე უარის თქმა შესაძლოა იმაზე საზიანო იყოს, ვიდრე გგონია. მაგალითად, თვალის ქუთუთოების მოვლა აუცილებელია, რადგან სახის ამ ნაწილში არსებობს ინფექციის საშიშროება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილო საკუთარი სხეულისთვის უნებლიედ მიყენებული ზიანი, აუცილებელია იცოდე, რას უნდა მოერიდო: კანის მოვლა „ფრთხილად იყავი საკუთარ კანთან ახლა, რადგან დღეს შენი…

სილამაზე, სტილი

უნაკლო ტონალურის 8 ოქროს წესი 

ალბათ ხშირად შეგიმჩნევია გოგონები, რომლებიც არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს, შესაბამისად, მათი კანი არაბუნებრივად გამოიყურება და აჭრელებულია. ჩემი მეგობარი ბიჭების აზრით, არასწორი მაკიაჟი, და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქი ტონალური, საშინლად არამიმზიდველია. მოდი, ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ: ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჟის ეფექტის მიღება არაა! მისი მთავარი ამოცანა მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა…

სილამაზე

როგორ შევარჩიოთ სავარცხელი სწორად 

თმაზე ზრუნვას სწორად შერჩეული სავარცხლით ვიწყებთ. გაგიკვირდება, მაგრამ თურმე სავარცხლის შერჩევასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. უამრავ სხვა მიზეზთან ერთად, თმის დაზიანებას შესაძლოა, სავარცხელიც უწყობდეს ხელს. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ მასალას, ფორმას, ხარისხს, რამდენად შეესაბამება სავარცხელი ჩვენი თმის სტრუქტურას. არადა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფორმა სავარცხლებს ორ ძირითად კატეგორიად ყოფენ: უშუალოდ თმის…

სილამაზე

ნუ გაცვლი შენს ბუნებრივ სილამაზეს! 

BuzzFeed, სოციალური სიახლეების და გართობის საიტმა ოთხ ქალბატონს მათი საოცნებო ფოტოსესია აჩუქა –  ფოტოსესია რომელიც თავიდან ბოლომდე გარდაქმნიდა და ჟურნალის ყდის მოდელებს დაამსგავსებდა. შედეგით არცთუ კმაყოფილი ქალბატონების რეაქცია იხილე ვიდეოში. ამით მხოლოდ გვსურს მოგიწოდოთ: შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. სწორედ ეს გხდის უნიკალურს და ყველასგან განსხვავებულს. ნუ ეცდები გახდე…

სილამაზე

როგორ აღვადგინოთ დამტვრეული პუდრი ან რუჟი 

ამ რამდენიმე დღის წინ ქორწილში მივდიოდი. როგორც ყოველთვის, მაგვიანდებოდა და სიჩქარეში ჩემი საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელი პუდრი დამივარდა. თავიდან ცოტა გამიფუჭდა ხასიათი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მისი აღდგენის საშუალებაც ვიცოდი და მშვიდად წავედი გასართობად. ცოტა ხნის წინ ერთი მკითხველის წერილმა შემახსენა ეს ამბავი და გადავწყვიტე, შენც გასწავლო, როგორ აღადგინო დამტვრეული…